prologue

63 5 1
                                    

ჰარი შორეული ლაშქრობიდან დაბრუნდა და მეფე ლუის მოსანახულებლად დააპირა წასვლა.
  ის უკვე სამი წელია სამეფოდან შორსაა და ქვეყანაში მხოლოდ ახლა დაბრუნდა.
     ქვეყანა შეცვლილიყო ამ სამი წლის მანძილზე. მეფეს ტიტული დაუთმია და ახლა ტახტზე მეფე ლუი ზის. ის მართავს სამეფოს და სამეფო მართლაც, რომ ბრწყინავს.
   თუმცა მეფე ლუი, სულ მეფე ლუი არ იყო. მანამ სანამ ის მეფე გახდებოდა, პრინცი ლუი გახლდათ, რომელსაც საუკეთესო მეგობრად სამეფოს ერთერთი მხედართმთავარი ჰაროლდ ედუარდ სტაილსი ჰყავდა.
   ჰარი და ლუი დიდ ხანს მეგობრობდნენ, სანამ მეფემ ჰარი შორეულ ლაშქრობაში არ გაგზავნა.
    ეს ყველაფერი პრინცი ლუისთვის საკმაოდ საწყენი აღმოჩნდა და არც ჰარი გახლდათ ამით მოხარული.
     ერთმანეთს ვერ ელეოდნენ და ძალიან გაუჭირდათ განშორება. სამი წელი დიდი დროა, მაგრამ არა საუკეთესო მეგობრებისთვის.
    როცა, ჰარიმ სასახლეში შეაბიჯა, წარსულმა შემოუტია. გაახსენდა ყველა აქ გატარებული დღე, წუთი და წამი. ყველა მომენტი ლუისთან ერთად. ამ მოგონებაზე გულში გაეღიმა და გზა გააგრძელა.
     თუმცა იცოდა, რომ ყველაფერი ისე არ იქნებოდა, როგორც ადრე. ახლა ლუი მეფე იყო და არა ახალგაზრდა პრინცი. ახლა მას თავი უნდა დაუკრას და თვენო უმაღლესობით მიმართოს. ამის წარმოდგენაზე ჩაეცინა და დარბაზის კარს მიუახლოვდა.
     დააკაკუნა და დაცვამ კარი გააღო.
შიგნით შევიდა და მსახურებს ჰკითხა თუ სად იყო მეფე.
-აქ მეფე ლუის სანახავად მოვედი! სად არის ის?!- იკითხა ჰაროლდმა.
-მეფე ახლა დაკავშირებულია და ვერ შეძლებს თქვენს ნახვას, სერ- უთხრა მსახურმა, რაზეც ჰარი ცოტა არ იყოს და გაბრაზდა.
-იცით მაინც მე ვინ ვარ?!- ჰარიმ ხმას აუწია და მსახურისკენ წაიწია. თუმცა ნაცნობი ხმა მომესმა.
-მსახურები ჯერ კიდევ მჭირდება, ასე, რომ მათ ნუ დახოცავ- ჩაიცინა ლურჯთვალება მეფემ, რა დროსაც ჰაროლდი შებრუნდა და ლუის მზერას შეხვდა.
-მარტო დაგვტოვეთ!- ბრძანა ლუიმ. მსახურები გარეთ გაცვივდნენ, ხოლო ჰარიმ მის ამ ტონზე გაიცინა და ლუის თავი დაუკრა. -თქვენო დაბალო უმაღლესობავ- თქვა ჰარიმ და ცდილობდა სერიოზული სახე შეენარჩუნებინა. -მორჩი ლაზრანდარაობას! იცი მაინც ვის ესაუბრები?!- თქვა ლუიმ და მეომრისკენ დაიძრა. -რა თქმა უნდა თქვენო უმაღლესობავ. ბოდიშს ვიხდი ამისთვის. მოვითხოვ სიკვდილით დამსაჯო- ამბობს ჰარი და უკვე სიცილს ვეღარ იკავებს.
    წამოდგა და ლუის თვალი გაუსწორა. თითქოს ნებას ითხოვდა, რომ ჩახუტებოდა.  ლუის თვალებში კი სინათლე დაინახა და მისკენ წაიწია.
   ლუიც წინ წამოიწია და...

_______________________
__________
So, so, so...
აბა რას ფიქრობთ ამ ახალ ფიკზე.
ანუ ჩანაფიქრი ძალიან მომწონს და ვნახოთ.. love you.
Vote and Comment

Forever My King👑Where stories live. Discover now