-როგორ მომენატრა - იხრება და თავისივე დარგულ ვარდებს ფრთხილად ეფერება - რა ლამაზები გაზრდილან მზეო, ნახე - ჰოსოკი მიდის, ეთანხმება მას და თავზე ჰკოცნის ბიჭს.

-გინდა შენს საყვარელ ნაყინს გიყიდი? - ეკითხება შავგრემანი შეყვარებულს და გახარებული თანხმობის მიღებისას იქვე, პატარა მაღაზიაში მიდის.

მათ საყვარელ ნაყინებს ყიდულობს, და ბიჭთან ბრუნდება იუნგი მას ბალახზე ლოტოსის პოზაში დამჯდარი ხვდება რომელიც რაღაცას ხატავს.

შავგრემანი ფრთხილად მიდის მასთან, ნაყინებს იქვე დებს და უცებ ღიტინს უწყებს, იუნგი სიცილს ვერ იკავებს.

-კარგი კარგი გეყოფა - იცინის ქერათმიანი და მიწაზე ვარდება. ჰოსოკიც იცინის, მოენატრა სატრფოს სიცილი.

როცა იღლება წყვეტს ღიტინს და რამოდენიმე ხანი თვალებში უყურებენ ერთმანეთს, სულში წვდებიან და იმ ყველა ნაცნობ საიდუმლოს თავიდან კითხულობენ.
ჰოსოკი ბიჭს მისთვის მოტანილ ნაყინს აწვდის.

-მადლობა მზეო - იღიმის ქერა და მის საყვარელ პიტნის ნაყინს ხსნის, ჰოსოკი კი თავს ბიჭს მუცელზე ადებს.

და ასე გაჰყურებენ ცას სადაც უამრავი ფორმის ღრუბელი ირევა..

^^^

ანგელოზივით ლამაზი ქერათმიანი ბიჭი ცხელი დუშის ქვეშ დგას და მთელი დღის დაღლილობას იხსნის, სადღაც თავის სამყაროშია გადაასული. თან რაღაც უბრალო მელოდიას ღიღინებს. შხაპის გელს ხელებით ტანზე ისვამს.

ჩაფიქრებულს კარის გაღების ხმა არ ესმის, ცოტახანში კი ვიღაცის ხელს რომელიც ზურგზე გრძნობს რომელიც ნაზად დასრიალებს მასზე.

-ბანაობ? - ესმის ბიჭს მამაკაცის ხავერდოვანი ხმა რომელიც თითქოს ექოსავით გაისმის. შავგრემანი ხარბად ათვალიერებს ბიჭს და ოცდება თუ როგორ ლამაზდება ის ყოველ წამს.

-კი, არ გინდა შემომიერთდე? - ამბობს ბიჭი, გრძნობს სატრფოს მზერას რომელიც მის ყველა ნაკვეთს აკვირდება და თავისთვის ეღიმება. თუმცა არ იმჩნევს. ტანზე გელის წასმას ისევ აგრძელებს.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: May 13, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Our memories Where stories live. Discover now