1/1

52 10 3
                                    

მუსიკა..

ამბობენ მუსიკას ყველაფერი შეუძლიაო, ამ შემთხვევაში კი მან ორი მარტოსული და გატეხილი ადამიანი შეახვედრა ერთმანეთს.

ქერათმიანი, ანგელოზივით ლამაზი ბიჭი პიანინოსთან ზის და თავისი სატრფოსთვის უკრავს. მისი სატრფო იქვე, სავარძელში ზის და მას უსმენს.
გიჟდება მის ყურებაზე როდესაც იუნგი უკრავს, თითქოს სხვა სამყაროში გადადის სადაც მხოლოდ ორნი არიან.

როდესაც ქერათმიანი დაკვრას ასრულებს უფროსი უკნიდან მიდის მასთან და ეხუტება.

-როგორც ყოველთვის მშვენიერია შენი მუსიკა - ჩურჩულით ეუბნება და მხრებს უკოცნის. ქერათმიანს თბილად ეღიმება.

-მადლობა მზეო - ღიმილით ამბობს. დგება, ჰოსოკისკენ ტრიალტება და ეხუტება - დღეს სტუდიაში ვარ წასასვლელი - ამბობს დამწუხრებული და მხარზე ადებს თავს შავგრემანს.

-ოჰ, მე კი დღეს თავისუფალი დღე მაქვს - კისერზე ნაზად ჰკოცნის - რომ არ წახვიდე? გავისეირნოთ და მთელი დღე ერთმანეთს დავუთმოთ - ლეკვის თვალებით უყურებს შეყვარებულს, დიდი იმედი აქვს რომ ის დასთანხმდება - ისეთი კარგი ამინდია თან - დიდი ხანია მათ საყვარელ პარკში არ ყოფილან, არადა ადრე ტრადიცია ჰქონდათ. დღე არ იქმებოდა გასული იქ რომ არ ესეირნათ. თუმცა ამის გამოსწორება ნამდვილად შეიძლება.

-ოჰ, კარგი კარგი - ოხრავს მინი - თეჰიონს ყველაფერს შენ აუხსნი - ღიმილით ცხვირზე კოცნას უტოვებს და ოთახში გამოსაცვლელად მიდის. ჰოსოკი თვალს აყოლებს ბიჭს და ფიქრობს თუ რითი დაიმსახურა ასეთი მშვენიერი მეორე ნახევარი.

ალბათ წინა ცხოვრებაში პლანეტა გადაარჩინა?

^^^

გარეთ მართლაც მშვენიერი ამინდია.

მზეა და სასიამოვნო სიო ქრის.

ქერათმიანი ღიმილით მიიწევს წინ და ყველაფერს ათვალიერებს.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: May 13, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Our memories Where stories live. Discover now