part1

35 1 0
                                    

/2008 წელი/Josefines pov:

-ახ, შენ ნაბიჭვარო! - წამოვიყვირე, როდესაც მეისონმა ხის ისარი მუცელში ჩამარჭო. ის იყო უნდა ავმდგარიყავი, რომ კეტრინმა მოირბინა და კაცი ზემოდან მომაშორა, შემდეგ კი მკერდიდან გული ამოგლიჯა. 

-პირდაპირ გული უნდა ამოგეგლიჯა,-მითხრა, ხელი გამომიწოდა და ადგომაში დამეხმარა.

-მე მის მოკვლას არ ვგეგმავდი...

-კი, მაგრამ ის მოგკლავდა,- თვალები ავატრიალე და ჩემს სისხლიან კორსეტზე დავიხედე, რომელიც ძალიან მიყვარდა.

-ლაქა უნდა ამოვიყვანო, ამას ესე ვერ დავტოებ,-წუწუნი დავიწყე.

-მაგას თავი დაანებე, გამოიცვალე და აქედან უნდა წავიდეთ, დარწმუნებული ვარ, ეს კაცი კლაუსმა გამოაგზავნა.- თავი დავუქნიე და სახლში, რომელსიც სამი თვე გავატარეთ იქ შევედი.

 კლაუსი ვამპირი და მაქციაა ერთ დროულად, ანუ ჰიბრდი, მაგრამ ჯერ სრულყოფილად არ არის გადაქცეული. ადრე ერთ ერთმა ჯადოქარმა უთხრა, რომ მაქციის, ვამპირის და ორეულის შეწირვით და ასევე მთვარის ქვით შეეძლო სრულყოფილი გამხდარიყო, კეტრინი კი ორეულია და მას დასდევს. მე კი კეტრინის მეგობარი ვარ და ერთად გავურბივართ ნიკლაუს მაიკლსონს.

 კეტრინი მაშინ გავიცანი, როდესაც ჩვენს სასახლეში მამაჩემმა შეიფარა. მათ ჩვეულებრივი პატარა ფერმკრთალი გოგონა ეგონათ ანემიის დაავადებით. დავმეგობრდით. 1864 წელი იყო. ის 18 წლის იყო, ნუ ყოველი შემთხვევისთვის მე ეგრე ვიცოდი. მე 14ის ვიყავი და ისე მემეგობრებოდა როგორც პატარა ბავშვს, მაგრამ მაიც შესანიშნავ დროს ვატარებდით.

 მაგრამ, შემდეგ ყველაფერი აირია. მამაჩემმა, ჯოზიპე სალვატორმა და ჯონათან გილბერტმა დაადგინეს, რომ კეტრინი ვამიპირი იყო და მისი ცეცხლში დაწვა გადაწყვიტეს. სიმართლე რომ ვთქვათ მე მანამდე ვიცოდი რაც იყო და ალბათ ეს ჩემმა ძმებმაც იცოდნენ. კეტრინმა გაქცევა და სიკვდილის გათამაშება გადაწყვიტა, მაგრამ არ მინდოდა იქ დავეტოვე, თავისუფლება მსურდა.. მან სტეფანი და დეიმონი ვამპირებად გადააქცია, ხოლო მე როგორც ადამიანი ისე გავყევი მას. 

little salvatore (Georgian)Место, где живут истории. Откройте их для себя