თავი #1

137 21 7
                                    

_______________________________________

თავი #1 | ნაწილი #1
_______________________________________


- ექიმებმა მითხრეს, რომ სრულად განკურნებას თვენახევარი დასჭირდება.

ხელშეხვეულს და საავადმყოფოდან გამოსულს, კართან მაშინვე დაზაფრული ბიჭი დახვდა.

- მე... მე ძალიან ვწუხვარ.

ჯიმინი განუწყვეტლივ ბოდიშს უხდიდა უცნობს. იგი გრძნობდა თავის დანაშაულს და თავდახრილი პატიებას ითხოვდა.

- მაპატიეთ! ყველაფერი ჩემი ბრალია!

- ვიცი.

მშვიდი, თუმცა მკაცრი ტონით უპასუხა იუნგიმ.

- ბოდიში. უფრო დაკვირვებით უნდა მეტარებინა ველოსიპედი.

- გეთანხმებით. წესით უნდა იცოდე, რომ პიკის საათში, ყურსასმენების გაკეთება და ველოსიპედის ასე, სწრაფად ტარება არ შეიძლება. რადგან დიდი შანსია ვინმეს ჩემსავით დაეჯახოთ და ხელი მოსტეხოთ... - თან მარჯვენა ხელი. თავისთვის ჩაილაპარაკა იუნგიმ.

- შენთვის აღარაფერი მაქვს სათქმელი, ახლა სახლში უნდა წავიდე. უკვე ბინდდება... უამრავი საქმე მაქვს, რომელსაც შენი წყალობით ვეღარ შევასრულებ!

სათვალე შეისწორა და ალმაცერად გახედა ლოყებშეწითლებულ, დარცხვენილ ბიჭს.

- მოიცადეთ!... სტუდენტი ვარ. აქ, სეულში მარტო ვცხოვრობ. არც დაზღვევა მაქვს და არც საკმარისი შემოსავალი. თუმცა გპირდებით, რომ სამსახურს ვიშოვი და სამედიცინო ხარჯებს აგინაზღაურებთ.

- ესეიგი სტუდენტი ხარ.

- დიახ.

- რას სწავლობ?

- არქიტექტურას.

- ჰმმ...

ღრმად ამოისუნთქა იუნგიმ და ჯიმინს თვალი გაუსწორა.

"My Mouth + Your Hand"Where stories live. Discover now