- ინგლისური ენა კარგად იცი?

- ინგლისური?

ახალგაზრდა მოულოდნელმა შეკითხვამ გააკვირვა და წამით გააშეშა კიდეც.

- უცხოური ენის IELTS ის ტესტში, ქულების 87% ავიღე.

- გინდა, მუშაობა ახლავე დაიწყო?!.

- რათქმაუნდა.

პასუხი არც კი დაუყოვნებია.

______________________________________

თავი #1 | ნაწილი #2

_______________________________________


დღეს უკვე ბნელი კაბა ჰქონდა ჩაცმული. შებინდებული იყო.  მიუხედავად იმისა, რომ მთელი გზა ერთად გამოიარეს, ბევრი არ უსაუბრიათ.

- რა? ნოველებს წერთ?

თვალები აუციმციმდა ჯიმინს.

- ასეა.

აუღელვებლად უპასუხა.

- სხვათაშორის, თავიდანვე მივხვდი რომ წიგნები გეყვარებოდათ... ერთი შეხედვითაც კი გეტყობათ რომ ნაკითხი ხართ.

- ჰაჰჰ, ნუთუ...

გულიანად გაეცინა იუნგის.

- მაშინ იმასაც გეტყვი, რომ ამ თვეში წიგნი მაქვს დასაწერი. ძირითადი შინაარსი გონებაში უკვე მოვიფიქრე და დავამუშავე. მხოლოდ მათი ფურცელზე გადატანაღა მქონდა დარჩენილი, თუმცა როგორც ვატყობ, ჩემი ნაღრძობი, შეხვეული ხელით, ამას ვეღარ შევძლებ.
ამიტომ, მინდა რომ შენ ჩემი ზეპირად ნაკარნახევი ფურცელზე გადაიტანო. მსგავსი რამის გამოცდილება ჯერ აქამდე არ მქონია. ეს ჩემთვისაც დისკომფორტის შემქმნელი იქნება. შენ რას ფიქრობ? ამას შეძლებ?

- დიახ, შევძლებ! ნება მომეცით ვცადო.

წინ გადაუდგა და პასუხის მოლოდინში, ენთუზიაზმით აღსავსე თვალებით დაუწყო ცქერა.

- თუ ასეა, შევთანხმდით... და იცოდე, რომ სჯობს თავიდან მოიცილო ეს შემაწუხებელი ფორმალობები. მკურნალობის ხარჯებს, ასე თუ ისე, საკუთარი დაზღვევა გადამიხდის. შენ კი დანაშაულს ჩემთან მუშაობით აანაზღაურებ.

"My Mouth + Your Hand"Where stories live. Discover now