თავი 8

1.1K 53 21
                                    

მამაც მალე მოვიდა და კაფეში წავედით
-საყვარელო დღემ როგორ ჩაიარა?
-ამ, ეს დიდი ხანია ჩემთვის არ უკითხავთ, გამოცდებს მოვრჩი, თან ყველა გამოცდა კარგად დავწერე, ცოტა დავიღალე, მაგრამ კარგი დღე იყო
-მშვენიერია, რას შეჭამ?
-ძალიან მშია, ამიტომ ცეზარი შევუკვეთოთ და მერე დესერტიც დავაყოლოთ
-კარგი ძვირფასო
-მამა
-ხო?
-ამ, შენს მიმართ უსამართლო ვიყავი, ნეტავ აქამდეც მოვსულიყავი შენთან
-ეგ ჩემი ბრალია შვილო, ჩემზე ისეთი წარმოდგენა შეგექმნა, რომ გეგონა შენთვის არასდროს მეცლებოდა, მიხარია რომ ახლა შეგვიძლია ერთად ვიყოთ და გავერთოთ
-მაშინ მოდი უბრალოდ წარსული დავივიწყოთ
-კარგი

კაფეში ერთ საათზე მეტი დავყავით, შემდეგ ცოტა გავისეირნეთ და სახლში დავბრუნდით.

მამას საქმეები ჰქონდა და კაბინეტში მუშაობდა, მე კი ჩემს ოთახში ვიყავი და ინსტაგრამს ვსქროლავდი, ამ დროს მანქანის ხმა გავიგე, ფანჯრიდან გავიხედე და რიჩარდის მანქანა იყო, იქიდან დედა და რიჩარდი გადმოვიდნენ

-მამა! დედა აქააა, თავის ქმართან ერთად
-კი მაგრამ რა უნდა?
-მამა წამიყვანენ
-შვილო ამას არ დავუშვებ, დაწყნარდი

ეზოში ჩავედით
-ლეა შენი ნივთები აიღე! მივდივართ (ევა, ანუ დედაჩემი)
-არსად არ წამოვალ!
-ჩემს შვილს ვერ წაიყვან!
-მოდი ნუ გავართულებთ, ლეას მეურვე მე ვარ, იძულებულს ნუ გამხდით პოლიცია ჩავრიო საქმეში (რიჩარდი)
-რა ხარ? ევა ნუთუ მეურვეობაც კი მას გადაეცი,შენ საერთოდ რა დედა ხარ? შვილს რომ სახლიდან აგდებდი რაზე ფიქრობდი?
-ევა, შენ ხომ თქვი რომ ლეა თავისი ნებით წავიდა (რიჩარდი)
-ასეც იყო, უბრალოდ ტყუილები კარგად გამოსდის, ახლაც იტყუება, უნდა შენს თვალში დამამციროს
-მე არ ვტყუი!
-შვილო მე მჯერა შენი (მამა)
-ლეა, მიდი ნივთები აიღე და წავიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია წამოგიყვანს, აირჩიე (რიჩარდი)
-ჩემს შვილს ნუ ემუქრები! (მამა)
-მამა, დამშვიდდი, არ მინდა პოლიცია ჩაერიოს, ახლა წავალ, მაგრამ როგორც კი 18-ის გავხდები შენთან დავბრუნდები
-შვილო ვალდებული არ ხარ
-ვიცი, ვიცი, მაგრამ ასეა საჭირო

თამაში (დასრულებულია)Where stories live. Discover now