თავი 4

1.2K 55 7
                                    

-მართლა ვერ ვხვდები ასე რატომ მექცევი, მაგრამ არ გაქვს უფლება მიბრძანო რას გავაკეთებ!
-როგორ არა, მაქვს, მე შენი ძმა ვარ
-კაი ერთი! არანაირად არ ხარ ჩემი ძმა და არც იქნები!
-მაშინ ასე გეტყვი, შენი მეურვის შვილი ვარ
-ჩემი მეურვე დედაჩემია
-დაიცა არ იცი?
-რა უნდა ვიცოდე?
-სჯობს დედაშენმა გითხრას
-ნუ მეთამაშები! მითხარი რას გულისხმობ!
-ნუ ყვირი! ჩემი ყვირილის უფლება არ გაქვს!
-მაშინ მითხარი რა იგულისხმე
-შენ თვითონ მთხოვე, მოკლედ ქორწილის დღეს შენი მეურვეობა დედაშენმა მამაჩემს ოფიციალურად გადმოუფორმა
-რააა? ეს რაში სჭირდებოდა?
-მგონი მართლა არ ჰგავხარ დედაშენს, სულელო ასე მამაჩემის ქონებაზე უფლებებს შენც მოიპოვებ!
-აი თურმე რატომ მექცევი ასე, ნუ გეშინია არავის ქონება არ მჭირდება, მამაჩემიც ძალიან მდიდარია და ფული რომ მინდოდეს მასთან ვიცხოვრებდი, ისედაც ცდილობს ჩემთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს
-ანუ იცი მამაშენი ვინაა? ხოდა მერე წადი მასთან! აქ რატომ რჩები და ტვირთად რატომ აზიხარ სხვას?
-იცი რა?! მართალი ხარ! აქ დარჩენას აზრი არ აქვს! ახლავე წავალ!
ოთახიდან გამოვედი და ჩემს ოთახში შევედი, ტელეფონი, დამტენი და საფყლე ჩანთაში ჩავაგდე, წიგნებიც მივაყოლე და წასვლას ვაპირებდი როცა იანი ხელში მწვდა
-რას აკეთებ?! გაგიჟდი?
-იმას ვაკეთებ რაც შენ მითხარი!
-დღეს ვერსად ვერ წახვალ! ხვალ დედაშენი მოვა და სადაც გინდა იქ წადი! ახლა კი დამშვიდდი და დაიძინე!
-ამას სპეციალურად აკეთებ ხო? გამიშვი!
-არა მეთქი! ახლა აქ იქნები და დილამდე არსად არ გახვალ!

ოთახიდან გავიდა და კარი ჩაკეტა

-გააღე! იან გააღე! საძაგელი და სასტიკი ადამიანი ხარ! არა საერთოდ ადამიანი კი არა ცხოველი ხარ! ცხოველი!

იანმა თავისი ოთახის კარი მიაჯახუნა, ჩემთვის კი არაფერი უთქვამს...

მეზიზღება დედაჩემი, ერთადერთი რაც მასთან მაკავებდა მეურვეობა იყო, მახსოვს 10 წლის რომ ვიყავი მამამ წამიყვანა, მაგრამ მეურვეობა დედას გადაეცა და ამიტომ იმის მერე მასთან ვარ, მამას დიდად არც უცდია და მაგის გამო მასზე ძალიან გაბრაზებული ვარ, იმის მერე კარგი ურთიერთობა არ გვაქვს, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ცდილობს...

თამაში (დასრულებულია)Where stories live. Discover now