თავი 12

275 17 6
                                    

       მოკლედ საჭმელი შევჭამეთ მე და ლაშამ და წავედით საყიდლებზე. ურიკები ავიღეთ გოგოები ურიკებში მოვთავსდით და დავიწყეთ გართობა.

     მე და ლაშა სასუსნავებს ვეძებდით და ვცდილობდით რაც შეიძლება სწრაფად აგვევსო ურიკა. ლაშამ დორიტოსების სექციასთან დაამუხრუჭა. შემდეგ კი ერთი ხელის მოსმით ჩაყარა დორიტოსები ურიკაში.

     — ლაშა გიჩივლებ. — ვამბობ გაბრაზებული.

      — რატომ პატარავ რა დავაშავე? — იღიმის ლაშა და ცდილობს უდანაშაულოს სახე მიიღოს.

     — კიდევ მეკითხები? რატომ ჩაყარე დორიტოსები? ხომ იცი რომ ვეღარ მოვითმენ და შევჭამ. — ავწუწუნდი და ლაშას საწყალი სახით გავხედე.

     — ცოტაც გაუძელი და შენს სქყვარელ ტკბილეულს გიყიდი. — თვალს მიკდავს ლაშა.

    — ვეღარ ვითმენ. — ვთქვი და დორიტოსებს დავაკვირდი.

    ლაშამ კვლავ გააჩერა მანქანა და ამ ჯერად ტკბილეული ჩაყარა. მე კი საცოდავი მზერით შევხედე ლაშას. ის კი იცინოდა. ჯანდაბა ამ დეგენერატს სიცილი ასე ძალიან რატომ უხდება?

     — დაუჩქარე თორემ შემომეჭმევა. — ვთქვი საცოდავი ხმით. ის კი ცხვირზე გამეთამაშა და ურიკა დაძრა.

     მოკლედ როგორღაც გადავლახე ჩემი სიწუწკე და მივაგორეთ ურიკა სალაროსთან. ფული სწრაფად გადავჯხადეთ და ბავშვებს დაველოდეთ. ამათი ზოზინი რომ ვიცი ხვალამდე აქ იქნებიან.

    — აუ ახლა ამათ მოვკლავ. — ვამბობ გაბრაზებული და ერეკლეს და მერის ვუყურებ რომლებიც სქლაროსთან ზოზინებენ. მოლარესაც კი გადაუწუხდა გული მათი ზოზინით.

     — დაწყნარდი პატარავ. — ამბობს ლაშა და თავზე მკოცნის.

      — წყნარად ვარ მროსტა ნერვები რომ არ ამეშალოს მაგათზე არ შემიძლია. — ერთი ვთქვი და საპირისპირო დავამტკიცრ მაგარი ვარ რა ჩემს პონტში.

გაიღიმე ანგელოზები არ ტირიან!(დასრულებული)Where stories live. Discover now