მზრუნველი

39 8 0
                                    

ჩემი და ანოს ჩხუბის მერე ზუსტად ორი თვე იყო გასული და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს დრომ უკუღმა განაგრძო ათვლა. დილიდან საღამომდე დრო ძალიან ნელა გადიოდა, ღამეები ძალიან სწრაფად ილეოდა და ის წამები რომლებსაც ანოს შორიდან ცქერაში ვატარებდი წლებივით მეჩვენებოდა.

ვერ ვიჯერებდი, უკადრისი ამბების მერე ორი თვე წესიერად ორი სიტყვაც რომ არ გვქონდა ერთმანეთისთვის ნთქვამი. დილას ერთადაც აღარ მივდიოდით ხოლმე სკოლაში, ერთად აღარ ვმეცადინეობდით და კონტაქტი სკოლის გარეთ აღარ გვქონდა ხოლმე.

ცუდად ვიყავი და ვიცოდი ანოც რომ ცუდად იყო. ვხედავდი როგორ მარიდებდა ხოლმე მზერას და მერე როგორ უცრემლიანდებოდა ხოლმე წამებში. იმ დროს მინდოდა რომ მივსულიყავი და ჩავხუტებოდი, მინდოდა დამევიწყებინა ის სულელური ჩხუბი და აღარასდროს მეთქვა რამე უხეშად მისთვის.

ყველაზე მეტად მასთან ლაპარაკი მაკლდა. მენატრებოდა ხოლმე ღამე ტელეფონის აღება და მასთან იქამდე მიწერა სანამ ძალიან არ დაგვიანდებოდა, ან რომელიმეს არ გამოგვიჭერდნენ. მომენტებში ისე მინდოდა ხოლმე მისთვის ყველა პატარა და დიდი ახალი ამბის თქმა რომ ლამის იყო მივსულიყავი და აღტაცებულს ლაპარაკი არასდროს არ შემეწყვიტა. წლების განმავლობაში მიჩვეული ვიყავი რომ ანო იყო პირველი ვისაც ჩემი ცხოვრების სიახლეები უნდა ოესმინა და ახლა ვერ ვეგუებოდი რომ ის აქ აღარ იყო ჩემს მოსასმენად და არც მე ვიყავი მისთვის პირველი. ვხედავდი ხოლმე ელენესთნ და ჩვენს სხვა კლასებეთან ერთად როგორ იცინოდა ხოლმე და სისხლი მეყინებოდა. იმიტომ რომ პატარა ჩხუბის მერე მე ისიც აღარ შემეძლო უბრალოდ მის გვერდით ისე ვმდგარიყავი რომ ან თვალები ცრემლებით არ გავსებოდა ან უარესი, გვერდიდან არ გამცლოდა.

უცხო იყო ჩემთვის ცხოვრება ანოს გარეშე და ახლა ისე ვგრძნობდი თავს თითქოს არასრული ვიყავი. ვიცოდი, როგორ არ ვიცოდი რომ ჩვენი ურთიერთობა ჩემთვის ყველაზე და ყველაფერზე ტკბილი და მნიშვნელოვანი იყო მაგრამ ახლა როდესაც ანოს გარეშე ვაგრძელებდი ყოველ დილას გაღვიძებას და ყოველ საღამოს დაძინებას, ვხვდებოდი მართლა ანო იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

პატარა ლამაზი ადამიანები (სრულად)Where stories live. Discover now