Part 20

103 10 5
                                    

2 წლის შემდეგ

-ჰობიიი!ემა ჩამოიყვანეთ!ჩანთა არ დაგრჩეთ!(სამზარეულოში ენით აღუწერელი სურნელი ტრიალებს!)

-მოვდივართ!(უცებ კიბეებიდან ორი საყვარელი ხმა გაისმა)

ჰობი და ემა სამზარეულოში შედიან

-აბა დავსხდეთ! ვისაუზმოთ!(თქვა სუმინმა და ხელში 3 დიდი ზომის თეფში აიღო)

-სწრაფად ჭამე ძვირფასო, სკოლის პერველ დღეს არ დავაგვიანოთ(თქვა ჰობიმ და უკვე საჭმელად გამზადებულ ემას თავზე ხელი  გადაუსვა)

-კარგი მა!(შესძახა გოგონამ)

-საყვარელო, დღეს ექიმთან მიდიხარ?(კითხა ჰობიმ სუმინს)

-არ ვიცი თუ მოვიცლი აუცილებლაად(გაუღიმა გოგონამ)

-მთელი 1კვირაა სახეზე ფერი არ გადევს ცოტა არ იყოს მაშინებ!თუ დღეს შენ არ წახვალ, ხვალ მე წაგიყვან იცოდე(თქვა და საჩვენებელი თითი აუქნია გოგონას)

-სკოლაში არ დაგაგვიანდეთ(თემა გადაიტანა სუმინმა)

1 კვირის უკან

სუმინის პოვ.

2 თვეა რაც კორეაში დავბრუნდით და გოგონები ვნახე!ძალიან შეცვლილან!იცით იუნა გასუქებულა !განსაკუთრებით კი მისი მუცელი!რა თქმა უნდა გასუქდება გოგონა მე-8 თვეშია!კი! არ მოგესმათ! იუნა ორსულადაა და იცით ვისგან?თეჰიონისაგან!ნეტავ განახათ როგორ უხარია ყოველ წუთს ერთი და იგივეს გაიძახის,,მე მამა უნდა გავხდეო"!სქესი არ იციან რადგან იუნამ დაუცაცხანა არ მინდა სქესის გაგებაო.რამდენი არ იწუწუნა თეჰიონმა მაგრამ, ტყუილად!

სენა?ქალბატონი სენა 1 წელია უკვე გათხოვილი ბრძანდება ისევე როგორც იუნა და გჯერათ?ორივეს ქორწილში ჩამოსული ვიყავი და ორივეს მეჯვარე მე გახლავართ!ჩვენმა ჯიმინშიმ კარგად იმუშავა,ამიტომ სენა დღე-დღეზე ელოდება პატარას.სქესი ვიცით!

                                                             გ ო გ ო ა! 

1 კვირისწინ ოფისში ძლიერი თავბრუსხვევა ვიგრძენი ცოტა ხანში კი გულის რევაც მოყვა!სარკეში ჩავიხედე და ჩემს თავს არ ვგავდი!როგორც კი ცოტა კარგად გავხდი, ეგრევე კომპიუტერს ვეცი და სიმპტომები ,,დავსერჩე"ყოველმეორე სიტყვაში ,,ორსულობა" იყო ხსენებული!მე არც კი შემიმჩნევია ისე გავაგრძელე ოფისის საქმე.

5 დღეა უკვე ერთი და იგივე მეორდება. დღე ამით იწყება და მთავრდებ.უნიტაზს ჩავუძმაკაცდი!იატაკს მეგობრობა შევთავაზე!უკვე ყელშია. სასწრაფოდ გოგონებს დავურეკე და სიტუაცია ავუხსენი. მათ კი მითხრეს რომ უბრალოდ დავწოლილიყავი და დამესვენა!

30 წუთში თავი მეორე მსოფლიო ომში მეგონა ისე შემოჯლაგუნდა ეს ორი ცხენი!

-რა იყო თქვე მიწადასაყრელებო, დაგავიწყდათ რომ ორსულად ხართ?მინდა დეიდასავით მშვიდი ბავშვები გაჩნდნენ!

-გოგო რა დროს ეგარის ჩქარა ფეხზე აეგდე!(მაჯაში წამავლო ხელი იუნამ)

-ნელა ვირო!(მოაძახა სენამ)

-ჩქარა!ჩქარა!(მითხრეს, ხელში რაღაც მომაჩეჩეს და საპირფარეშოში შემაგდეს)

-რაო!ორსულობის ტესტი?ვითომ?კაი ვცდი!(ვთქვი და წესებს მივყევი

სენას პოვ

აღელვებული ველოდებით მე და იუანა სუმინს.რამოდენიმე წუთში კი საპირფარეშოს კარის ხმა გაისმა,იქიდან კი სუმინი გამოდის და ხელში ტესტი უჭირავს

-აბა ჰა!(ეცა იუნა)

-ორი ხაზიროა, ხომ უარყოფითს ნიშნავს?(თქვა და ჩამქრალი თვალებით ამოგვხედა)

მე და სუმინმა  შევყვირეთ , შუბლზე ხელი წამოვირტყით და ერთმანეთს გადავეხვიეთ!ნუ ვცადეთ მაინც!მუცლებმა არ მიგვიშვეს!

-მეორედ გავხდებით დეიდები  (წამოვიყვირეთ  ორივემ)

-----------------------------------------

აბა თქვენ იცით 1 თავში ვამთავრებ ან ორში ნუ ახლო მომავალში მაინც...


,,Pure Love"(დასრულებული)Where stories live. Discover now