Part 2

255 12 1
                                    

- წამოდი სენა გავაღვიძოთ!(ჩაიღიმა იუნამ)

-ჩვენებურად?(ავყევი ღიმილში)

-რათქმაუნდა(ორივენი გიჟივით ოთახიდან გავვარდით და მეზობელი კარი ფრთხილად შევაღეთ,ნაბიჯებს ფრთხილად ვდგამდით, რომ არ გაღვიძებოდა.იუნა საწოლის ერთ მხარეს დადგა,მე კი მეორე მხარეს და ერთხმად შევყვირეთ.

-good morning!!!!!!!!!!!!(სენა გიჟივით წამოხტა და გულის დამშვიდება დაიწყო,უკვე შეეჩვია და ჩვენც შევეჩვიეთ, რომ ამის გაკეთებისმერე რაც შეიძლება შორს უნდა გავიქცეთ.ამიტომ სასწრაფოდ გავქუსლეთ ოთახიდაან)

-რადღე უნდა გაყაროთ, თქვენ მაცადეთ(ერთი დაიწიოკა და ოთახის კარები ჩაკეტა)

ჩვენც ავდექით და ჩვენ-ჩვენ ოთახებში დავბრუნდით.მოვემზადეთ და სამზარეულოში ჩავედით.

-აბა დღეს ყავისთვის მისაყოლებლად რა გვაქვს?(მხიარული თვალებით მე მომჩერებია სენა)

-აი ამ ქალბატონს მოსთხოვე  პასუხი მე ნუ მიყურებ!გვქონდა მისაყოლებელი მაგრამ გაქრა!(მე)

-იუნა! შენს წუწუნს რომ გავიგებ ,,გუშინდელთან შედარებით 200გრ მაქვს მომატებულიო" გეფიცები იმ სასწორს გადაგაფშვნი თავზე(სენა)

-რაიყო მშიოდა, ის მარწყვის პუდინგი კი შესანიშნავად გამოიყურებოდა!(იუნა)

-კარგით მაცადეთ!სენა ადექი ყავა მოამზადე. მე მანამდე რაღაცას გამოგიცხობთ(მე)

-კარგი დაანებე თავი ვერ მოასწრებ!(სენა)

-ყავა ახალი შეკვრა აიღე აღარარის ძველში(გავაგრძელე ჯიუტად მე)

-კარგი,მაგრამ.....კარგი(სენამ ყავის მომზადება დაიწყო მე კი ჩემს საქმეს შევუდექი)

კარადიდან 3 ცეცხლგამძლე ჭიქა გადმოვიღე. თითოში შემდეგი ინგრედიენტები ჩავყარე:შაქარი,კვერცხი,ზეთი,სოდა,კაკაო,შოკოლადი და ფქვილი კარგად ამოვურიე და მიკროტალღურ ღუმელში შევდე. 3 წთ-ს შემდეგ წრიპინის ხმა მომესმა. ჭიქები გამოვიღე , ზემოთან შაქრის პუდრა მოვაყარე და მაგიდაზე მივიტანე.სენას ყავა გაეკეთებინა ამიტომ მათთან მივედი და ჩემი ფინჯანი ავიღე.

,,Pure Love"(დასრულებული)Where stories live. Discover now