13 𝕡𝕒𝕣𝕥 13

2.9K 143 102
                                    

ის ღამე ჰესუმ თეჰიონის მკლავებში გაატარა.

თითქოს მისმა სურნელმა დაამშვიდა და ღრმა სიზმრებისკენ უბიძგა ჰესუს.

გაღვიძების თანავე თეჰიონის სახე დაინახა. რომელიც ამ წუთას საერთოდ არ ჰგავდა მკვლელისას.
ბავშვივით ეძინა.
თუმცა მაინც შერჩენოდა ის მამაკაცური შარმი რომლითაც ჰესუ ასე მოიხიბლა.

თეჰიონს თავი ჰესუს მკერდზე ედო და დიდი მკლავებით წელზე ეკვროდა.
ჰესუ კი მას სახეზე და თმებზე ეფერებოდა.

ისეთი სასიამოვნო და ისეთი რბილი იყო.
გოგონას უნდოდა ეს წამი უსასრულობამდე გაწელილიყო.

ჰესუ უდიდეს სიყვარულს გრძნობდა ამ საშიში კაცის მიმართ.

თვალიდან ცრემლი გადმოუგორდა.
მხოლოდ ერთი...
მხოლოდ ერთი წვეთი, მაგრამ
ამ ერთ წვეთში იყო მოქცეული მთელი მისი ტკივილიც, სიყვარული, ვაებაც და საერთოდ ყველაფერი რასაც ის ახლა გრძნობდა.

წამით თეჰიონს შეხედა, შემდეგ კი ჩაეხუტა მას.

ძლიერად ჩაეხუტა.

ჩაეხუტა ისე თითქოს ეს ბოლო რამ იყო რასაც სიკვდილამდე აკეთებდა.
მან ამ შეხებაშიც გამოამჟღავნა...
ის მიზიდულობა, ის სიყვარული,
ის სურვილი რასაც მის მიმართ განიცდიდა.

თვალებს ხუჭავდა და მთლიანად შეიგრძნობდა საყვარელი მამაკაცის სურნელს.
სურნელს, რომელმაც პირველივე ჯერზე მოაჯადოვა და მონუსხა გოგონა.

თეჰიონი იღვიძებს.

ჰესუს ხელებს მის სხეულზე გრძნობს და ეღიმება.
გოგინას უფრო ახლოს იკრავს და ამჯერად თავს მუცელზე ადებს.

-მომწონხარ.

ჰესუს პირიდან ეს სიტყვა სცდება.

თეჰიონი კი ვერ იჯერებს, ნუთუ მისი დადებული პირობა ასე მალე სრულდება.

პატარა სახისკენ მიიწევს და ტუჩებზე ღრმად კოცნის.

თეჰიონს უხარია. ის ახლა უზომოდ ბედნიერია.

🔞🖤მესაკუთრე🖤🔞Where stories live. Discover now