თავი 5

41 6 0
                                    

-რა გინდა, სელენა... -ამოვიბუზღუნე, როცა მისმა ხმამ გამაღვიძა და დავამთქნარე. ახლაღა დავინახე სელენას კნუტის თვალები. ევას კიდევ ეძინა.

-გინდა, ბიჭებს დილა მშვიდობისა ვუსურვოთ?! -გაიღიმა და წარბები აათამაშა. მეც ავყევი და ევას თავზე ყვავივით დავჩხავლე. საწყალმა გოგომ დაფეთებულმა შეჰკივლა და წამოხტა.

-რრა... რრა მოხდა... -ძლივს ამოღერღა. ჩვენ ლამის დავიხოცეთ სიცილით, ევამაც მოტვინა, რა ხდებოდა და ,,მოგკლავგაგპუტავარგაცოცხლებ!" გამომეტყველებით შემომხედა.

-მშიშარა იხვი! -ვთქვი და სელენას გავხედე, რომელმაც თავისი გეგმა ევასაც გააცნო...


ჰარის ოთახში რკინის ქვაბით და რკინის კოვზით შევედით. სელენა საწოლთან დაიხარა, ქვაბი ყურთან მიუტანა და მთელი ძალით შემოჰკრა კოვზი. საშინელი ხმა იყო! ჰაროლდამ მოულოდნელობისგან (შეიძლება, განზრახაც, ეს ხომ ჰაროლდაა!) სელენას ხელი წამოავლო და ქვეშ მოიქცია.

-რას შვები! გამიშვი, იდიოტო! -დაიძახა სელენამ. ევამ ხელი წამავლო.

-წამოდი, ნაილი გავაღვიძოთ! -ვეცადეთ, ჩქარა გავსულიყავით, მაგრამ...

-დამელოდეთ! -სელენა ჰარის მკლავებიდან გამოძვრა და ჩვენსკენ წამოვიდა.

-რა იყო ახლა ეს! -ამოიბუზღუნა ჰარიმ და ტუჩები გადმობრუცა. მას მივვარდი და ლოყებზე ხელი მოვუჭირე, რაზეც უარესად აბუზღუნდა.

-ხალხს ვაღვიძებთ!

-წამოდი! -უთხრა სელენამ და მხოლოდ შარვლის ჩაცმა ვაცადეთ, ისე გავათრიეთ ნაილის ოთახში.


-რას შვებით, თქვე სირებო! -შეჰყვირა ნაილმა და სახიდან წყალი მოიწმინდა. ახლაღა დაგვინახა ჩვენ -ნუუ... მე ჰარი ვიგულისხმე... თქვენ არა, ლილიან, სელენა... არც შენ... ევა...

-კარგი, დაიკიდე -თქვა სელენამ და ნაილიც წამოაგდო...


Você leu todos os capítulos publicados.

⏰ Última atualização: May 09, 2021 ⏰

Adicione esta história à sua Biblioteca e seja notificado quando novos capítulos chegarem!

The DARK SHADOWOnde histórias criam vida. Descubra agora