თავი 4

36 5 0
                                    

კარი  გაიღო და მე ჰარის კალთიდან გადმოვვარდი. ჯანდაბა, ლუის ,,იდუმალი მეგობარი" ზეინია?! არ არსებობს... 

-ლილიან, კარგად ხარ? -ჰარი ადგომაში დამეხმარა. ყველა მე მომაშტერდა.

-კი... კარგად ვარ, უბრალოდ, გადმოვვარდი... კარგი... ჰეი, ტომო, ეს ვინაა?

-გაიცანით, ეს ზეინ მალიკია. ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ რატომღაც, აქამდე თქვენ მის შესახებ არ იცოდით. ახლა კი მომინდა რომ თქვენთვის გამეცნო...  -მიაყარა ლუიმ. ზეინის მზერა დავიჭირე. მე მიყურებდა ულამაზესი, კარამელისფერი ,,საიდანმეცნობა" თვალებით. ვოცნებობდი, თვალი არასდროს მოეშორებინა, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდა და ის დანარჩენებს მიუბრუნდა...

სულ მალე, ისიც, დიდი ხნის მეგობარივით, ჩვენთან ერთად ერთობოდა...


დასაძინებლად ოთახში ავედი. შხაპი მივიღე და პირსაწმენდი შემოვიხვიე...

-ჯანდაბა! შემაშინე, ზეინ... -შევყვირე, როცა ოთახში ზეინი დამხვდა.

-ოუ... ეს შენი ოთახია?! დამავიწყდა, მეკითხა, თავისუფალი ოთახები... მაგრამ გაჩუმდა. ხანმოკლე პაუზის შემდეგ კი დაამატა -ერთმანეთი აქამდე გვინახავს?!

-კი... გუშინ შენი მანქანა დავამტვრიე...

-რა თქმა უნდა! რა დამთხვევაა, არა?! საერთო მეგობარი გვყოლია...

სიმართლე რომ ვთქვათ, დიდად არ ვუსმენდი! თვალს ვერ ვაშორებდი და მთელ მის სახესა და სხეულს ვაკვირდებოდი. ვუყურებდი მის ლამაზ ტუჩებს, რომელიც რაღაცას ამბობდა, მაგრამ მე არ მესმოდა... ამის დედაც! რა ჯანდაბა დამემართა?! ამ ბიჭმა სულ დამადებილა...

-ჰეი... ჰეი... -ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომარკვია -მესმის, რომ ჩემით აღტაცებული ხარ... ვიცი, რას ფიქრობ ახლა ჩემზე, მაგრამ ასე მოშტერება, მგონი, მთლად ტაქტიანიც არ უნდა იყოს, არა?! მაგრამ, რატომაც არა! სასიამოვნოა, როცა თვალებს მთელ შენს სხეულზე დაატარებენ... თანაც, შენისთანა ლამაზ მწვანე თვალებს...

,,ჯანდაბა! რა იდიოტი ვარ!" გავიფიქრე და მას თვალი ავარიდე. ახლა  მისი მზერა ვიგრძენი... მაშინღა გამახსენდა, რომ მხოლოდ ერთი პირსაწმენდი მეხვია.

-თავისუფალი ოთახი გვერდითაა! -შევძახე დენდარტყმულივით და კარი გავუღე.

-სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, ლილიან! -თქვა ღიმილიანი სახით. ოჰ, მისი ეს ღიმილი... მინდება, მისი ტუჩები დავკოცნო და... და მისი კუნთები... კისერი... განიერი მკერდი... ამის დედაც! რა მჭირს?! როგორც კი ზეინი გავიდა, საწოლზე დავემხე და თავი ბალიშში ჩავრგე. კარი ისევ გაიღო. ნაბიჯის ხმით მივხვდი, რომ ევა იყო, ამიტომ აღარაფერი მითქვამს.

-ჰეი, ლილ... ზეინს აქ რა უნდოდა?! -თავად მკითხა ეშმაკური ხმით, ალბათ, წარბებიც აათამაშა. თავი ავწიე და მას ავხედე, იღიმოდა.

-ასე ნუ მიყურებ! თავისუფალი ოთახი აინტერესებდა!

-ოუუუ... და შენ ასე დახვდიი?! -სიტყვები განგებ გაწელა -კარგი, ამას შევეშვათ, მაგრამ, როცა სახლში შემოვიდა, შენ მოგაშტერდა... შენ კი მის დანახვაზე, ძირს გადმოვარდი!

-ეს ის ბიჭია, ვისაც გუშინ დავეჯახე მანქანით...

-ჯანდაბა! -დაიყვირა ევამ.

-რა გაყვირებს, ბატო?! ხო და არ ვიცი... მას რომ ვუყურებ, ცუდად ვარ... -ევამ თვალები დახუჭა და ბალიშს ჩაეხუტა. მე მეორე ბალიში ჩავარტყი თავში, რაზეც მან სიცილი დაიწყო -ნუ იცინი! და კიდევ, ის არ შემყვარებია! უბრალოდ, მისმა გარეგნობამ...

-მისმა თვალებმა... მისმა ტუჩებმა... სხეულმა... ოუუ, ის ისეთი სექსუალურია, ალბათ, მაშინვე მის ლოგინში წარმოიდგინე თავი... მართალი ვარ, არა?! -დაასრულა ჩემი დაწყებული წინადადება ევამ და სახეზე ხელები აიფარა, მოტვინა, რომ ბალიში მოხვდებოდა!

პიჟამოები ჩავიცვით და საწოლზე დავეშვით.

-ჩემი ძმა როგორ მოგეწონა? -ვკითხე და გავიღიმე.

-საყვარელი ტიპია... მხიარული... ადვილად შეხვალ მასთან ურთიერთობაში...

-იცი, რატომღაც, თქვენ ორი მეშიფებით.

-რაა?! -შეჰყვირა და სახეზე ბალიში დამაფარა. მე ავფართხალდი და ვცადე, ბალიში ამეგლიჯა, მაგრამ ვერ მოვახერხე, სანამ თავად არ გააკეთა ეს, სანაცვლოდ კი თავი დამადო. ცოტა ხანში ორივე ძილში გადავეშვით...

The DARK SHADOWDär berättelser lever. Upptäck nu