4 თავი."სიკვდილის დედა"

Start from the beginning
                                    

დღეს პარასკევია რაც იმას ნიშნავს, რომ ლიზას წვეულებაზე მიწევს წასვლა.ჯონგუკთან არ მისაუბრია.ეს ფაქტი მახარებს და ამავდროულად მაშფოთებს.არ ვიცი რა ვიფიქრო,ყოველ წამს საიდანღაც მის გამოხტომას და ჩემს რომელიმე ბნელ კუთხეში წათრევას წარმოვიდგენ ხოლმე.ჯერჯერობით ჰორიზონტზე სიმშვიდეა კაპიტანო.

ხალხით გავსებულ ვილასთან ვჩერდებით და მანქანიდან გადმოვდივართ.

-როგორ ფიქრობ ალკოჰოლი ექნებათ?-მეკითხება სო,როცა შიგნით შევდივართ.

საკმაოდ ბევრი ხალხია.თითქმის მთელი სკოლა და რამდენიმე უცხო სახეც შემხვდა,რაც იმას ნიშნავს რომ ლიზამ მომოს რჩევა გაითვალისწინა სტუდენტებთან დაკავშირებით.

მიმოვიხედე და გამიკვირდა როცა ჯონგუკი და იონჯუ დავინახე.სომ მითხრა რომ იმ დღეს,როცა ისინი გაუჩინარდნენ იონჯუს და ლიზას "კამათი" მოსვლიათ.

ვიცი მე მაგათი "კამათი"

ამის შემდეგ ჯონგუკი და იონჯუ ერთი დღით გაქრნენ.მას შემდეგ კი ჯონგუკი იონჯუს მარტო არ ტოვებს.როგორც ჩანს იონჯუმ მას ყველაფერი მოუყვა,რაც იმას ნიშნავს რომ ჯონგყუკი მას იცავს.მაგრამ კიდევ ერთი ნაწილია ჩემთვის გაუგებარი.თუ იონჯუს ლიზასი ეშინია აქ რა დაჰკარგვია და ჯონგუკი ასე თავგამოდებით რატომ ეხმარება მას.

-ამ სიმშვენიერეს ვის ვხედავ-წინ ფელიქსი მეჩეხება და ჯონგუკიდან ყურადღება მასზე გადამაქვს-შესანიშნავად გამოიყურები-ხელში სასმელს მაჩეჩებს,მეორეს კი სოს აძლევს.

-მადლობა ფელო-ეუბნება მას სო.ისინი ერთმანეთს დიდი ხანია რაც იცნობენ,როგორც ვიცი მათი მამები პარტნიორები არიან.ფელიქსი ძალიან კომუნიკაბელური და ბავშვურია,რის გამოც მან და სომ მარტივად მოახერხეს დამეგობრება და დღემდე შესაშური მეგობრები არიან.

სწორედ სოს წყალობით გავიცანი ფელიქსი და სოს გული სწყდება,რომ ბიჭის მიმართ ვერაფერს ვგრძნობ.

ვამპირის რჩეული/피드백🌑🌕(დასრულებული)Where stories live. Discover now