4 თავი."სიკვდილის დედა"

1.1K 128 192
                                    

გუშინ ჯონგუკის გაუჩინარებამ საკმაოდ ბევრი ფიქრი გამიჩინა.ასე უცებ სად გაქრა?რამდენადაა ეს იონჯუს გაუჩინარებასთან დაკავშირებული?იქნებ ჯონგუკმა ის გააკეთა,რასაც მე ველოდი?იონჯუს სისხლი დალია?

ნუ მე ის უფრო მიკვირდა,რომ ეს აქამდე არ გააკეთა.მაგრამ მისგან ეს მაინც უცნაურია,რამე რომ მოხდეს ყველა მასზე მიიტანს ეჭვს.ნუ კი შეუძლია ყველას გონება ისე გადააწყოს,როგორც მოესურვება, მაგრამ მაინც რაღაც ისე ვერ იყო.

განსაკუთრებით მას შემდეგ,რაც სკოლაში ერთად მოვიდნენ ჯონგუკის მოტოცლეტით.ლიზას აღაჟღაჟებული სახე უნდა გენახათ,სიბრაზისგან ცოფებს ჰყრიდა.

ჯონგუკს ნიჭი ჰქონდა ადამინებში ის სითამამე გამოეღვიძებინა,რომელიც მათში ღრმად იყო ჩამარხული,მაგრამ ამავდროულად მათი გაცამტყვერებაც  ადვილად შეეძლო.

ვაკვირდებოდი მათ,ისინი უფრო და უფრო დაახლოვდნენ და ეს შესამჩნევი ხდებოდა.ამასთან დაკავშირებით მაწუხებდა რა მე თუ არა?მხოლოდ ეჭვები თუ რას ცდილობდა ჯონგუკი.მასზე ეჭვიანობას არ ვგეგმავდი,ამისთვის აუცილებელია მის მიმართ რამეს ვგრძნობდე.

მხოლოდ ეჭვები თუ რის მიღწევას ცდილობდა.ეს ყველაფერი მასში არ ჯდებოდა და ეს უფრო და უფრო მაბნევდა.

***

-ვფიქრობ ძალიან კარგად გამოიყურები-მეუბნება სინა.

-შენც-ვეუბნები და ჩანთას ხელს ვკიდებ.

-მეც შენსავით შორტი ხომ არ ჩავიცვა?კაბა მოსახერხებელი არაა-მე მხრებს ვიჩეჩ.

-როგორც გინდა,მაგრამ ახლა თუ არ წავალთ დავაგვიანებთ-ის ხელს იქნევს.

-რაც არის არის-ტელეფონს და ჩანტას იღებს-ფელიქსი მოგაკითხავს-მე თავს ვუქნევ და კიბეებზე ჩავდივარ.

-ვუთხარი წვეულებაზე შევხვდებით თქო,ახლა მაგის თავი არ მაქვს-ის უხმოდ მიქნევს თავს და ჩვენც მაქანაში ვჯდებით.

ვამპირის რჩეული/피드백🌑🌕(დასრულებული)حيث تعيش القصص. اكتشف الآن