მოულოდნელი სტუმარი😒

Start from the beginning
                                    

ჰო, თეჰიონის დენები ეს ნამდვილი ტრაგედიაა, ახალგაზრდა,მაგრამ გამოფიტული ორგანიზმი მძიმედ უმკლავდება მათ, ამიტომაც თეჰიონი ყოველი დენის დროს წამლებით იჭყიპებოდა.

-ახლავე, ძვირფასო,აი, დალიე- პირში აბს უტენის შვილს შეწუხებული სოკჯინი და თან მის გაფითრებულ ტუჩებთან წყლით სავსე ჭიქა მიაქვს. თეჰიონი მას მადლიერი თვალებით უყურებს, მაგრამ მალევე ხუჭავს მათ ტკივილისგან. ეს ზედმეტია, მართალია თეჰიონს ყოველთვის მძიმედ გადაჰქონდა ეს პერიოდი, მაგრამ სხვა დროს განცდილი ტკივილი და დისკომფორტი წამითაც არ შეედრებოდა დღევანდელ ტანჯვას.

- სულ მალე იმოქმედებს,პატარავ,
ბოდიში,რომ დამავიწყდა, მაგრამ უფრო მერე მახსოვდა.

-მეც არ მეგონა, მამიკო. -პასუხობს უკვე დაწყნარებული თეჰიონი მამამისს.და სახე ეჭმუხნება რდგანაც ერთი ადგილით დენის გამო დასველებულ საცვლებს და პიჟამოს გრძნობს.

- არაუშავს, შემდეგ ექიმთან წაგიყვან, რომ გავკონტროლდეთ, ნეტავ რისი ბრალია- ხმამაღლა ფიქრობს ჯინი მაგრამ მერე თავისთვის ამატებს:*ნეტავ ჭეშმარიტს,ხომ არ შეხვდა?* და ამ ფიქრზე სახე უბრწყინდება. ჯინი თავად არ შეხვედია ჭეშმარიტს, ამიტომაც ყოველთვის ნატრობდა ამ ბედნიერებას თავისი პატარასთვის. დიახ, ბევრ თქვენგანს ალბათ ეგონა, რომ თეჰიონის მამა გარდაიცვალა, ან რაღაც მსგავსი, მაგრამ ის უბრალოდ დაიკარგა. ისარგებლა  ჯინის გამოუცდელობით და მცირე ასაკით და მასთან ერთად დენა გაატარა, რის შემდეგაც ომეგა ორსულად დარჩა და როცა პატარა თეჰიონის არსებობის შესახებ გაიგო უკვე ძალიან გვიანი იყო.

-მამიკო, ხომ კარგადხარ? -ჰკითხა გაშტერებულ და თვალაცრემლიანებულ მამას მხარზე ხელი დაადო.

-არაფერია- გაიღიმა ჯინმა დ შვილი გულში ჩაიკრა- ახლა კი დროზე აბაზანაში! და სახლი უნდა გავანიავო, თორემ ყველგან შენი ალუბლების სუნია!

-კარგი  რა ! მე ეგრე დაგცინი, როცა შენ გაქვს პრობლემა? ომეგა მაინცარიყო! - ვითომ გაბუტულად ამბობს თეჰიონი.

-კარგი,დამშვიდდი შენს საყვარელ საუზმეს გავაკეთებ.- გადის ოთახიდან ჯინი.

-ორმაგი პორცია მინდა მგელზე უფრო მშიერი ვარ! -უყვირის თეჰიონი და აბაზანაში მიდის, ჯერ კიდევ 8 საათია ამიტომაც შეხვედრამდე რამეს მოიფიქრებს. მაგრამ დენას რა ჯანდაბა უყოს. საშინელი ქავილის და სურვილის შეგრძნება აქვს ეს მისთვის რაღაც ახალია, თან ეს გაუსაძლისი ტკივილი.

-არაუშავს კიმ თეჰიონ,ჭკვიანი ბიჭი ხარ რამეს მოიფიქრებ! -ეუბნება საკუთარ თავს და საშხაპეში შედის.

Damn Umbrella! ☂Where stories live. Discover now