- ანუ, ივა შენი ყოფილი შეყვარებულია? - მაინც ვეკითხები, რომ დავაზუსტო, თორემ ისედაც კარგად ვიცი.

ბილი თავს მიქნევს.

- რამდენად ხშირად მოდიოდი ხოლმე აქ? - მეკითხება უეცრად ის.

- თითქმის ყოველ კვირა.

- მართლა? ჩვენც მასე, მაგრამ აქ არასდროს შემიმჩნევიხარ.

მინდა ვუთხრა, რომ არც მე, მაგრამ მეშინია ისე არ გაიჟღეროს, თითქოს ამ ნათქვამის გამო ვალის გადახდა მინდა.

- რანაირად შემამჩნევდი... - ჩუმად ვლუღლიღებ და მეც ვუკიდებ სიგარეტს.

ვაკვირდები, როგორ ეწევა. მას ყოველთვის მარცხენა ხელში უკავია სიგარეტი და ყოველთვის ოდნავ უთრთის თითები, თითქოს ამ მსუბუქი ღერის დაჭერაც კი არ შეუძლია. კიდევ ფილტრზე ცერა თითის აკვრით აფერფლებს. ასეთი რამ სხვაზე არ შემიმჩნევია, ან უბრალოდ, არ გამიმახვილებია ყურადღება. ბილის კი იმიტომ ვაკვირდები ყველაფერში, რომ მის ყოველი ქმედება იდეალურობასთანაა ახლოს.

- რას იძახი? - მის ხმაში აღშფოთების ნოტები ისმის და გაბრაზებული მიყურებს, - რატომ ვერ შეგამჩნევდი? ზუსტად შენნაირი ტიპები მომწონს.

- ანუ ივას ვგავარ? - გაღიზიანებით ვეკითხები. თითქოს ის არ მეყოფოდა, რომ მამაჩემს ძალიან ვგავარ ვიზუალურად და მთელი ცხოვრება ჩემს გარეგნობას სწორედ ამის გამო ვებრძვი, ახლა აღმოჩნდა, რომ იმ კაცსაც ვგავარ, რომელიც გაუცნობლად მძულს და რომელზეც საშინლად ვეჭვიანობ.

ღრმად ვისუნთქავ სიგარეტის კვამლს. ძალიან მინდა, ვიგრძნო, როგორ მევსება ფილტვები მისით და როგორმე ყურადღება გადავიტანო ჩემი ფიქრებისგან.

- არა, - იცინის ის, - მადლობა ღმერთს, მას არაფრით ჰგავხარ.

- როდის გაიცანი? - გაუბედავად ვეკითხები.

- სახლიდან 1 წლის წასული ვიყავი. ფოტომოდელად ვმუშაობდი და ერთ-ერთ პროექტზე შევხვდი. ის იმ პროექტის მენეჯერის ასისტენტი იყო მაშინ და აპირებდა, რომ თავისი პროექტი გაეკეთებინა, რისთვისაც მოდელებს ეძებდა. თავიდან, როგორც მოდელი, ისე მოვეწონე, მე კი პირველივე დანახვაზე მომხიბლა მისმა სიძლიერემ, - ბილიმ ტუჩები დაბრიცა ამის გახსენებაზე, - ის ჩემზე დიდი იყო და ისეთი მომხიბლელი, რომ როცა ვხედავდი, გული ყელში მებჯინებოდა მღელვარებისგან. რამდენჯერმე შევხვდით მის პროექტზე სალაპარაკოდ, შემდეგ მან სახლში დამპატიჟა, თუმცა ურთიერთობა საკმაოდ გვიან დავიწყეთ, მისი პროექტის შემდეგ, როცა ორივე მივხვდით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა. ამ პროექტის წყალობით ის დააწინაურეს და მენეჯერი გახდა, მან კი ჩემთან მოინდომა მუშაობა. 2 წელი ჩემი მენეჯერი იყო.

Age of Innocence 🔞Wo Geschichten leben. Entdecke jetzt