-31-🇰🇷My Lady🥺☺️❤️

37 7 3
                                    

ავტორი pov.:

ნინოს სახლიდან გასვლა და ჯონქუქის ტელეფონზე შეტყობინების მიღება ერთი იყო. შეტყობინება ნინოსგან იყო:

- გთხოვ, არავის უთხრა ჩემს შესახებ. არავინ არ უნდა იცოდეს, რომ ცოცხალი ვარ.

- დაბრუნდები არა?

- გპირდები კურდღელო.

მზე ნელ-ნელა იწყებდა ამოსვლას. მისი თბილი ნათება იმ ოთახს ნელ-ნელა ანათებდა, სადაც პატარებს ეძინათ. ჯონქუქი საწოლთან იდგა და მისი მზერა პატარების მშვიდ სახეზე ეფინებოდა. უფრო ახლოს მიიწია და ჩურჩულით წარმოთქვა:

- გპირდებით, ჩემო ბაჭიებო. დედიკოს დაგიბრუნებთ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

ეს იყო მძინარე პატარებისთვის მიცემული პირობა, რომელსაც აუცილებლად შეასრულებდა. უცებ თვალები საწოლის მეორე მხარეს გადაიტანა და გული აუჩქარდა, რადგან შეამჩნია ცარიელი ადგილი საწოლზე, რომელსაც ყოველთვის ცარიელს ტოვებდნენ, რადგან იქ მის ქალბატონს უნდა დაეძინა. ხშირად წარმოიდგინა თუ როგორ გამოიყურებოდა ნინო ბავშვებთან ერთად, როგორ ეხუტებოდა და ეალერსებოდა მათ.

ჯონქუქი - ცხოვრების ასე გაგრძელება არ შემიძლია (ჩუმად ჩაილაპარაკა და ხელი გულზე დაიდო) შენი ისევ აქ ხარ, ისევ აქ ხარ ჩემო ქალბატონო. აქედან არასდროს არ წასულხარ და არც არასდროს წახვალ... შენ ჩემი ხარ... ჩვენი ხარ და პატარებს გახედა. შენ აქ უნდა იყო...

ფიქრებში გართულმა ვერც კი შეამჩნია, რომ ელისაბედს უკვე გაეღვიძა და განცვიფრებული თვალებით შეჰყურებდა.

ელისაბედი - მამიკო! შენ უკვე გაიღვიძე?... (თვალები გაუფართოვდა) არ გეძინება?

ჯონქუქი (მისი ხმის გაგონებაზე მას შეხედა და გაეღიმა) - ვერ დავიძინე პატარავ.

ელისაბედი - რატომ მამიკო? არ დაიღალე?

ჯონქუქი - ძალიან დავიღალე, მაგრამ დღეს ბაღში უნდა წავიყვანო ჩემი პატარები და არ უნდა ჩამძინებოდა.

სამი და (დასრულებული)Where stories live. Discover now