-13-🇰🇷😡😊❤️

66 4 0
                                    

ჯონქუქი pov.:

ახლა კომპანიაში მივდივარ. ორი დღეა ნორმალურად არც კი მიძინია და ვფიქრობ, რომ ეს დღეც ასეთი იქნება. შემოსასვლელში, როგორც ყოველთვის, მინჰო და სანა (მდივანი) დამხვდა, თან გაღიმებული სახით. უფრო ნაძალადევ ღიმილს გავდა, მაგრამ არ შევიმჩნიე.

მინჰო და სანა - შუადღე მშვიდობისა ბატონი ჯეონ!

ბატონი ჯეონი - იმედია მართლა მშვიდობიანია და იქაურობა შეათვალიერა. (ცოტა არ იყოს ეუცნაურა იქაურობა, მაგრამ ამაზე ფიქრის თავი არ ჰქონდა. ლიფტში შედის და მას სანაც მიჰყვება). სანა?

სანა - დიახ ბატონო ჯეონ!

ბატონი ჯეონი - დღეს რამე მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს?

სანა - დღეს? ახლავე შევამოწმებ და აიპადში ცხრილს დახედა. დიახ კრებაა ჩანიშნული, 15 წუთში იწყება.

ბატონი ჯეონი - კრება? რასთან დაკავშირებით?

სანა - არ ვიცი, ქალბატონმა სასწრაფოდ კრება მოიწვია.

ბატონი ჯეონი - ქალბატონმა? რომელმა ქალბატონმა?

სანა - ქალბატონმა ნინომ!

ბატონი ჯეონი (თვალები შუბლზე აუვიდა) - ნინომ? ის აქ არის?

სანა - დიახ და ძალიან გაბრაზებულია ბატონო (დამფრთხალი კურდღელივით თქვა). ყველა ისე შეგვანჯღრია, რომ მეეჭვება ოდესმე ეს დაგვავიწყდეს.

ბატონი ჯეონი - ახლა სად არის?

სანა - ზუსტად არ ვიცი. კომპანიის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება იყოს, მაგრამ კრებაზე აუცილებლად მოვა.

ავტორი pov.:

კრებამ სასიამოვნოდ ნამდვილად არ ჩაიარა. ნინოს შემცვლელი ჭკვიანი ადამიანი იყო, მაგრამ როგორც ჩანს ლიდერად არ გამოდგებოდა. ნინოს დაწერილი პროგრამა, რომელიც სპეციალურად კომპანიისთვის დაწერა, შიდა წრეში საერთოდ აურიეს. ფაქტიურად ყველაფერი არეული დახვდა. საბუთების რაღაც ნაწილი უბრალოდ გამქრალიყო. ამას კი კომპანიის ჩაძირვა თავისუფლად შეეძლო...

სამი და (დასრულებული)Where stories live. Discover now