-16-🇰🇷🏥🥰🥺🥲😧

48 3 0
                                    

1 თვის შემდეგ

ავტორი pov.:

ოთახის კარები იღება და შიგნით რამდენიმე ადამიანი შედის, რომლებიც ხედავენ მამაკაცს, რომელსაც იმ ქალის ხელი უჭირავს, რომელიც უგონოდ წევს საწოლზე. ნინო ჯერ კიდევ კომაშია, ჯონქუქი კი მას გვერდიდან არ შორდება. პალატაში, ნინოს ოჯახის წევრები შევიდნენ. ნინოს დედა, ჯონქუქის გვერდით მდგარ სკამზე დაჯდა და მხარზე თავი დაადო. ჯონქუქმა, როგორც კი შეხება იგრძნო, გონს მოვიდა და გვერდით გაიხედა.

ჯონქუქი - დედა... (მშვიდი და თბილი ტონით უთხრა) მას ჯერ კიდევ სძინავს.

დედა - ძილი ყოველთვის უყვარდა და ოდნავ გაიღიმა. თან დაიღალა და ნინოს სახეზე ხელი გადაუსვა. დაიღალა ჩვენი ,,უფროსი".....

ჯონქუქი - ვიცი, რომ დაიღალა. მაგრამ ხომ შეიძლება გაიღვიძოს? ხომ შეიძლება აქედან მისი წაყვანის საშუალება მომცეს?.... თუ უნდა სულ არ დამელაპარაკოს, თუ ჩემი დანახვა არ ენდომება წავალ, უბრალოდ გაიღვიძოს.... გაიღვიძე ჩემო ქალბატონო.. მეტი აღარ შემიძლია (ცრემლები წამოუვიდა).

დედა (გულში ჩაიკრა) - დამშვიდდი საყვარელო და შუბლზე ეამბორა. ის კარგად იქნება... ჯონქუქ! და თვალებში შეხედა. საყვარელო, გინდა, რომ რამე დამემართოს?

ჯონქუქი - რა თქმა უნდა არა!

დედა - მაშინ თავი ხელში აიყვანე.... შენ მე უნდა მამშვიდებდე, მაგრამ მე მიწევს შენი დამშვიდება.

ჯონქუქი - მაპატიე დედა და შუბლზე ეამბორა. ეს აღარ განმეორდება. მე ვიცი, რომ ის კარგად იქნება. უბრალოდ, მეტის მოთმენა აღარ შემიძლია და ისევ შუბლზე ეამბორა. მაპატიე!...

მათი შემხედვარე მარიამმა და ეკატერინემ ცრემლები ვერ შეიკავეს. მათი მამა კი ჯონქუქთან მივიდა და ჩაეხუტა.

მამა - ის მალე დაგვიბრუნდება.

რადენიმე წუთი სიჩუმე სუფევდა. შემდეგ ეკატერინემ დედამის დაუძახა და იმ პიცის მაგვარ ყუთებზე ანიშნა, რომელიც მარიამს ეკავა ხელში.

სამი და (დასრულებული)Where stories live. Discover now