-8-🇰🇷🩸🏥😠🏢☺️

93 5 0
                                    

2 კვირის შემდგე

ავტორი pov.:

უკვე 2 კვირა გავიდა. ჯონქუქი და ნინო ერთმანეთს ისე ხვდებიან, რომ ვერავინ ვერ გამოიჭირა. თავიდან კომპანიაშიც კი დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ ისინი ერთად არიან, თუმცა ნინო კომპანიაშიც და მის გარეთ ისე იქცეოდა, რომ ეჭვები ყველას გაუქარწყლა. ახლა ნინო კომპანიაში მიდის. ჯონქუქი კი კაბინეტში ზის და მის ქალბატონზე ფიქრობს.

ფიქრებში გართულს მდივანმა შეატყობინა, რომ მასთან ბიჭები მოვიდნენ. რა თქმა უნდა ისინი მიიღო. ყველამ ადგილი დაიკავა და ჯონქუქს გახედეს. აშკარაა საუბრის დაწყებას არ აპირებდნენ.

ჯონქუქი - შემიძლია ჩემს ძმებს რამით დავეხმარო?

ნამჯუნი - ნინოს დაურეკე! (მკაცრად უთხრა).

ჯონქუქი - რატომ?

ნამჯუნი - მარიამს ვესაუბრე. ნინო რამდენიმე დღეა სასტუმროში არ მისული, უთქვამს, რომ უამრავი საქმე აქვს.

ჯონქუქი - მერე?

ჰოსოკი - მერე ის, რომ გოგოებს გარეთ გამოსვლა არ შეუძლიათ. დაცვის წევრები მათთან არ გვიშვებენ. გვითხრეს, რომ მათთან შესვლა მხოლოდ ქალბატონ ნინოს შეუძლია.

ჯონქუქი (გაეცინა) - ჩემგან რა გინდათ? დავურეკო და ვუთხრა, ჩემს ძმებს შეყვარებული ენატრებათ და შენი დები ცოტა ხნით გამოუშვითქო? (სიცილი აუტყდა).

ნამჯუნი - გატყობ ხუმრობის ხასიათზე ხარ ჯონქუქ! და ფეხზე წამოდგა.

ჯინი - სად მიდიხარ ჯუნ?

ნამჯუნი - ნინოსთან.

ჯონქუქი - არამგონია ეგ საჭირო იყოს და თითი მათ უკან გაიშვირა.

მინებიანი კედლები იყო და ყველაფერი კარგად ჩანდა. ყველამ გაიხედა და დაინახეს ნინო, რომელიც ჯონქუქის კაბინეტისაკენ მოდიოდა და კარებზე დააკაკუნა. ჯონქუქმა კი ანიშნა, რომ შემოსულიყო.

ქალბატონი ნინო - ბოდიში, რომ გაწუხებთ ბატონო ჯეონ! ამ საბუთებზე ხელი უნდა მომიწეროთ.

სამი და (დასრულებული)Where stories live. Discover now