-17-🇰🇷🥺😢

45 2 0
                                    

ავტორი pov.:

ჯონქუქი, როგორ კი პალატაში შევიდა დაინახა ნინო, როგორ ესაუბრებოდა დედამისს. ის რაღაცას ეკითხებოდა და იღიმოდა. მშობლებმა როგორც კი ჯონქუქი შეამჩნიეს, მას სევდიანი თვალებით გახედეს. ჯონქუქი კი მას უყურებდა. მის ქალბატონს...

ჯონქუქი - ჩემო ქალბატონო! (ეს თქვა და მას ჩაეხუტა) ჩემო ქალბატონო, შენ გონს მოხვედი. შენ დაგვიბრუნდი და მთელ სახეზე კოცნიდა.

უცებ ნინომ ის მოიშორა და ერთმანეთს გაკვირვებულებმა შეხედეს.

ნინო - რას აკეთებთ? (სახეზე ხელებს ისმევდა) ვინ ხართ, რომ მეხებით? ამის უფლება ვინ მოგცათ? (გაბრაზებული იყო).

ჯონქუქი (გაკვირვებული უყურებდა) - ჩე... ჩე-მო ქალბატონო...

დედა - ნინო, საყვარელო, ყველაფერი რიგზეა (მის დამშვიდებას ცდილობდა). ეს ჯონქუქია, ჯონქუქ ჯეონი. ის...

ნინო (საუბარი გააწყვეტინა) - მერე ვინ მისცა უფლება ბატონ ჯეონს შემხებოდა? და მას გახედა. ვინ ხართ, რომ მოდიხართ, დაუკითხავად მეხებით და კიდევ ასე მომმართავთ???

ჯონქუქი (გაოცებას ვერ მალავდა) - ჩემო ქალბატონო.........

ნინო - შეწყვიტეთ ასე მომართვა!

მამა (ჯონქუქთან მივიდა) - ჯონქუქ შვილო! წამოდი და მკლავზე ხელი მოკიდა, გარეთ ვისაუბროთ და პალატა დატოვეს.

პალატა 317

ნინო - დედა ვინ არის ეს კაცი? ან ასე უცნაურად რატომ მომმართავს?

დედა (ამოიოხრა და ნინოს გვერდით დაჯდა) - საყვარელო... ის შენი შეყვარებულია და ოდნავ გაიღიმა.

ნინო - რაა? (გაუკვირდა) დედა მე შეყვარებული არ მყავს. ამისთვის დრო არ მაქვს. ამ კაცს არც კი ვიცნობ!!!

დედა - ნინო (ჰაერი ღრმად შეისუნთქა). შენ ის არ გახსოვს, მაგრამ თქვენ მართლა ერთად ხართ....

ნინო - შეუძლებელია! შეყვარებული მყავდეს და არ ვიცოდე?! დედა მეხუმრები? ეს სასაცილო საერთოდ არ არის!

სამი და (დასრულებული)Where stories live. Discover now