-10-🇰🇷🩸🏥😔😢

57 2 0
                                    

ავტორი pov.:

მოულოდნელმა ზარმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ახლა ყველა საავადმყოფოშია. როგორც აღმოჩნდა იმ კორპუსში, სადაც ნამჯუნის ცხოვრობს აფეთქება მოხდა და აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა საკითხავია რამე თუ გადარჩა. ნამჯუნი და მარიამი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორივეს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მარიამი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ყავთ შეერთებული. ექიმმა თქვა, რომ ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ და ახლა ლოდინის მეტი არაფერი დარჩენოდათ. მას დროებით რეანიმაციაში დატოვებენ. რაც შეეხება ნამჯუნს, ის ახლა პალატაში გადაიყვანეს. მარიამისაგან განსხვავებით ის მძიმედ არ დაშავებულა და ახლა ყველა მის გამოფხიზლებას ელოდება.

მთელი ღამე პალატის კარებთან გაათიეს. იქიდან წასვლა არავის არ მოსვლია თავში აზრად. ან როგორ წავიდოდნენ??..... ეკატერინემ იმდენი იტირა, რომ ჰოსოკის მხარზე ჩამოეძინა. ნინო გაუნძრევლად იდგა, არც კი დამჯდარა მას შემდეგ რაც საავადმყოფოში მოვიდნენ. ის დიდად ემოციებს არ გამოხატავს, მაგრამ ახლა..... ის უცნაურად იყურება. მასთან ჯონქუქი მიდის და ყველასგან მოშორებით გაყავს.

ჯონქუქი - ყველაფერი კარგად იქნება ჩემო ქალბატონო და შუბლზე ეამბორა.

ნინო - ...........................................

ჯონქუქი (მისი სახე ხელებში მოიქცია) - გთხოვ რამე მითხარი...

ნინო - უნდა წავიდე.

ჯონქუქი - სად?

ნინო - ბატონი კიმის სახლში.

ჯონქუქი - იქ რა გინდა?

ნინო - რაღაცაში უნდა დავრწმუნდე.

ჯონქუქი ვერ ხვდებოდა რას გულისხმობდა ნინო, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო ის მის გვერდით იქნებოდა.

ჯონქუქი - მე წაგიყვან, მაგრამ ნინო.... ეკატერინე?

ნინო - ბატონ ჯონს ვთხოვ, რომ სასტუმროში წაიყვანოს და მასთან დარჩეს. ის ზედმეტად ემოციურია. ამ მხრივ ორივე დედას გავს და სჯობს დაისვენოს.

სამი და (დასრულებული)Where stories live. Discover now