თავი 14

856 41 129
                                    

"გისმენთ.."-ჩავძახე მობლიურში უცხო ნომერს..

"ქალბატონი თათული ბრძანდებით?"-ვიღაცის დამცინავი და საშინლად ნაცნობი ხმა.. ეს ხმა.. ეს ხმა ხომ იმ ადამიანს ეკუთვნის.. ტანში გამცრა!

"რომელი ხარ?"-ენის ბორძიკით ძლივსღა  აღმომხდა, უკვე თვალები მიცრემლიანდებოდა

"უი "ქალბატონ თათულის" და თან ასეთი ტონით სხვაც გეძახის? თათულიკოო"-ნამდვილად ეს ხმა მას ეკუთვნოდა, მაგრამ მაინც როგორ?-მომენატრე ვარსკვლავო..-ზუმერის გამაყრუებელი ზუზუნით სრულდება ყველაფერი, ვრეკავ ხელახლა ნომერზე, ნომრის ბაზაშიც კი ვეძებ, მაგრამ, ის უკვე აღარ არსებობს, რატომღაც როგორ უეცრადაც გამოჩნდა, ისევ ისე უეცრად გაქრა.

*  *  *

"გისმენ ილია"-ვპასუხობ ტელეფონს და ველოდები მას

"დღეს სადღაც უნდა წაგიყვანო და გამოგივლი 2 ზე"- პასუხის შემდეგ პირდაპირ მეუბნება

"აუ ილ.."- არ დამასრულებინა

"კაი რა გთხოვ.."-იმედებს აღარ ვუცრუებ და..

"კარგი კარგი!"

"ორზე მზად დამხვდი ძევუშკა"- გამეცინა და გავუთიშე

ნეტავი სად უნდა წავეყვანე, გაბადრული სახით დავდიოდი და თან ვფიქრობდი, ახალი ურთიერთობების წამოწყება მგონი არ იქნებოდა ურიგო..

-თათია რა იყო Loudspeakers-ის კონცერტის ბილეთები ნახე თუ რა გჭირს? რა გაბადრული დადიხარ-დედამ ფიქრებიდან გამომარკვია

-დედა ნუ მეხუმრები! გახსოვს რო გელაპარაკე ერთი ბიჭი გავიცანი თქო-თვალები ჭყიტა-დედაა!-დანანების ნიშნად სიცილით თავი დამიქნია-ხოდა მაგან სადღაც უნდა წაგიყვანოო

-ლამაზად გამოეწყვე! ალკოჰოლი არ მიიღო! არ აყვე! და რათქმაუნდა დისტანცია დაიცავი!-მკაცრად მეუბნებოდა და თან საჩვენებელ თითს აქნევს მეტი ეფექტურობისთვის

,,პირველი და უკანასკნელი.."Where stories live. Discover now