თავი 6

993 40 8
                                    

თვალებს ძლივს ვახელ, როგორ ძალიანაც არ უნდა მინდოდეს თვალების გახელა მიწევს.. თვალებს სრულებით ვახელ და ვუყურებ აივანს რომელიც სულ ღიაა!

თავში ერთადერთი კითხვა მიტრიალებს

"გუშინ რა ჯანდაბა გავაკეთე?"

გუშინდელ ამბებს ვიხსენებ რაზეც თავში გაელვებას ვგრძნობ

-ძილის გუდა გაიღვიძე?-ჩემი და შემოდის ოთახში

-ლაია გთხოვ არ ქნათ არაფერი-შიშით ვეუბნები და ჩემს დიშვილსაც ვუყურებ რომელიც დედამის გვერდში უდგას

-ნორმალურად რაც ჩამოხვედი არ მინახიხარ! ასე რომ დაიმსახურე.. მიდი ჩემო პატარავ..- მარიამს მიმართა

ბავშვი გამოიქცა და შემომახტა პირდაპირ თმებზე გადავიდა ლაია კიდე მჩქმეტდა

ბოლო ხმაზე ვკიოდი/ვიცინოდი

-კარგით, კარგით-ძლივს ამოვთქვი

შვილი ხელში აიყვანა და ბოროტი მზერით გამომხედეს

-ეშმაკებო!-დავუკივლე და წამოვვარდი

* * *

-უხ როგორ მიყვარს შენი გაკეთებული ბლინები-მაიას გავხედე
-ჩემი და და დისშვილი სად არიან?-ვკითხე და ისევ ბლინებს მივუბრუნდი დედა გამწარებული თავის პონტში სამზარეულოს ალაგებდა

-გამარჯობა-ვიღაცამ ყურში ჩამჩურჩულა და მაღლა ავხტი ისე რომ ამ ხმისგან ბლინის მოკბეჩილი ნაწილიც გადამცდა ხველება ამიტყდა

-შენ..-ანდროს მივმართე რომელიც იხეოდა სიცილით დედაც მას აყვა მას შემდეგ რაც წყალი დამიდო წინ და ხელი მომისვა ზურგზე

მალე ვიღაცის ხმა გაისმა მე კიდე ისევ ვხველოდი

-მაია დეიდა ეგრე არა მოიცა ხელი გაწიეთ-ახლა ეს ტასო იყო, თქვა და ზურგში იმ დონეზე ჩამარტყა რო ლამის ფილტვებში შეყო ხელი

გულ გახეთქილი შევხედე მათ

-თქვენ გაკლიათ იმენა!

,,პირველი და უკანასკნელი.."Where stories live. Discover now