თავი 2

1.2K 45 5
                                    

-ის ჩამოვიდა.. დაბრუნდა.. აქ არის..-გული ამიჩქარდა

-ვინ ის?

-ალექსანდრე..

თავი გავაქნიე ქუთუთოები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე და ძველი ამბები გამახსენდა

-არ დაიძაბო გთხოვ. უბრალოდ იმიტომ გითხარი რომ შემთხვევით არ გადაგეყაროს სადმე

თვალები გავახილე და ამოცრემლიანებული ავხედე

-არ მინდა რომ ცუდად იყო

-მომენატრა მაგრამ ცოტნე..

-ვიცი ვიცი.. მეც მომენატრა

-არ შემიძლია! ჯერ კიდევ ვერ ვეგუები რომ დავკარგე მითუმეტეს თამაშებმა შეიწირა. ვერ ვიტან ალექსანდრეს. ეს ყველაფერი მან წამოიწყო და დამაკარგინა უახლოესი მეგობარი!-ტირილი ამივარდა

* * *

(2 წლის წინ)

-თათი- მეძახის მამა, არ ვაყოვნებ და პირდაპირ ვცემ პასუხს ჩემი ოთახიდან

-გისმენ- მხიარული ხმით ვეუბნები და წიგნს ვნიშნავ

-მალე მოდი აქ- ვხვდები რომ რაღაც ხდება რადგან მამას ხმა უტყდება, ვდგები ტელეფონს ვიღებ და გულაჩქარებული მისაღებში გავდივარ.

მამას და დედას ვხედავ

დედა ჩუმად ტირის და ცდილობს რომ არ შემამჩნევინოს, მამა კი ნაღვლიანად მიმზერს და ტელევიზორისკენ მანიშნებს

ვუყურებ და ვაკვირდები ახალ ამბებში გადმოცემულ ამბავს, ვიღებ პულტს და ხელის კანკალით ხმას ვუწევ

"ჩვენ დღეს შეგატყობინებთ ერთ-ერთი ახალგაზრდის 'ცოტნე აბულაძ'-ის სიკვდილის შესახებ"-როგორც კი ამას ვისმენ ვშეშდები ხელიდან ტელეფონი მივარდება და ვუყურებ ცოტნეს დაფარულ სხეულს.

"იგი ავტოავარიის მსხვერპლი გახდა"-ახლაღა ვამჩნევ უკან ფონზე მანქანას და დაზიანებულ ხალხს, იქ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ადამიანი დგას ვისაც ეს მანქანა ეკუთვნის

,,პირველი და უკანასკნელი.."Where stories live. Discover now