თავი 12

725 35 24
                                    

პიტერმა მშობლების სახლში დამტოვა და დაცვა გააძლიერა, თვითონ თავის რამოდენიმე ნაცნობს დაუკავშირდა და მათთან და მათ ხალხთან ერთად დილანისა და მამამისის სამუდამოდ გასანადგურებლად გაემართა.

სახლში ძლივს ვისვენებდი, თან არ მინდოდა დედას შეემჩნია, ისედაც განადგურებული იყო, ერთად ბევრიც ვიტირეთ, ძველი დრო გავიხსენეთ და ამასობაში პიტერიც დაბრუნდა.

ჩემებს დაემშვიდობა და იქიდან წამოვედით

-სად მივდივართ პიტერ?
-სურვილი აგისრულე ივ
-მამამისი?
-მკვდარია
-დარწმუნებული ხარ რომ არცერთი მათიანი არ შეგვაწუხებს?
-მკვდრები ვერ შეგვაწუხებენ ივ (ჩემი ხელი აიღო, აკოცა და გამიღიმა)
-და დილანი? იმედია ჯერჯერობით სახსალამათია
-იმედია არ მიწყენ, თავი ვერ შევიკავე და ხელი მოვატეხე
-პიტერ?! (ოდნავ გაბრაზებული ხმით ვუთხარი)
-მან გცემა ივ, გცემა! როგორ შემეძლო თავის შეკავება? საერთოდაც ყველა ძვალს დავუმტვრევდი, მაგრამ მხოლოდ ხელის მოტეხვაზე შევჩერდი და ამის გამო ნუ გამიბრაზდები
-კარგი, უბრალოდ მინდა დაიტანჯოს, ყველაფრისთვის
-ასეც იქნება  (გამომხედა, ჩემი ხელი აიღო და მაკოცა)

ცოტახანში ერთ-ერთ მიტოვებულ საწყობში მივედით და მის ყველაზე ბნელ ოთახში შევედით.

ოთახის შუაგულში ხელებშეკრული დილანი ეგდო, ცხვირიდან სისხლი სდიოდა და ისეთი უსუსური იყო, რომ წამიერად სიბრალულის გრძნობასაც აღძრავდა, მაგრამ არა ჩემში.

ერთადერთი გრძნობა, რომელიც მის მიმართ გამაჩნდა სიძულვილი იყო.

-პიტერ, შეგიძლია დაგვტოვო?
-როგორც გინდა ივ, ეცადე არ მოკლა
-ვეცდები

პიტერი გარეთ გავიდა, მე კი კარი ჩავკეტე და დილანთან მივედი

-თავს როგორ გრძნობ? (თან ქამრის შეხსნა დავუწყე)
-რა იყო, პიტერმა ვერ დაგაკმაყოფილა?
-ვიფიქრე აუხდენელ ოცნებას ავუხდენ მეთქი
-და შენი ქმარი არ გაბრაზდება შენს კვნესას რომ გაიგებს?
-კვნესას გაიგებს, მაგრამ ჩემსას არა! შემახსენე რომელი მხარე უფრო მწარეა? რკინის ხომ?

ციხეWhere stories live. Discover now