თავი 6

965 38 57
                                    

დილით პიტერზე აკრობილმა გავიღვიძე, მის მკლავებში ვიყავი მოქცეული და ვერ ვინძრეოდი, ასე რომ როგორც კი ოდნავ შევირხიე თვითონაც გაიღვიძა

-დილამშვიდობისა ივ
-დილამშვიდობისა (ცოტა დაბნეულმა, უხერხულად ვუთხარი, მალევე მივხვდა რატომაც და ხელები გასწია)
-ამ, ახლა შევამჩნიე, მაპატიე
-არაუშავს

პიტერმა საათს დახედა...

-ჯანდაბა ვაგვიანებთ! (ადგა და გამოცვლა დაიწყო, მის პრესს, კუნთებს და სრულიად სხეულს თვალს ვერ ვაშორებდი)
-შეგიძლია მიყურო, მაგრამ დრო არ გვაქვს, სჯობს ადგე და ჩაიცა (ღიმილით მითხრა)

ჯანდაბა ივ, თავი აკონტროლე!

-ტანსაცმელი აქ არ მაქვს, ამით მომიწევს წამოსვლა
-შეგიძლია ჩემი ჩაიცვა
-მგონი სხვა გზა არ მაქვს, ასე რომ...
-რაც გინდა აიღე, ოღონდ სწრაფად! (არა რა, ამ ბრძანების გარეშე არ შეუძლია)
-ხო, ახლავე (სწრაფად წამოვდექი და მის კარადას მივაშურე, ყველაფერი შავი ან ნაცრისფერი იყო, არაფერი ფერადი, შედარებით პატარა ზომის შარვალი და ჰუდი ავიღე და ჩაცმა დავიწყე)
-შეგიძლია შებრუნდე?
-შენ თუ მიყურებდი მე რატომ არ მაქვს უფლება?
-ამ, მე უბრალოდ... ამ...
-კარგი, ვიხუმრე, გარეთ დაგიცდი
-კარგი, მადლობა
-ყველაფერზე მადლობას ნუ იხდი
-კარგი (მორცხვად ვუთხარი, გაიღიმა და წავიდა)

სასადილო ოთახში ისევ  პიტერთან ერთად შესვლა და ყველას მოშტერება ერთი იყო, პიტერმა თავისიანებს განუცხადა, რომ ამიერიდან მეც მათთან ვიყავი და მაქსიმალურად უნდა დავეცავი.

პიტერის სიტყვებმა იმედი მომცა და ძალიან გამახარა. რამოდენიმე მისიანიც გავიცანი და ასევე რამოდენიმე მოკავშირე გოგო და მათთან ერთად შემეძლო სააბაზანოში წავსულიყავი.

საუზმის შემდეგ მეღირსა და ასეც მოვიქეცი, შხაპი ძალიან მჭირდებოდა, სანამ თმებიც სველი იყო პიტერმა იმ გოგოს დაუძახა, ვიზეც გუშინ მითხრა და ვარცხნილობა გამომისწორა, სამწუხაროდ, მოკლე თმას უნდა შევეგუო, მაგრამ არაუშავს.

ციხეWhere stories live. Discover now