თავი 8

754 36 90
                                    

პიტერის წასვლის შემდეგ ციტახანს ოთახში ვიყავი, ყველგან ჯერ კიდევ მისი სურნელი იდგა და ფიზიკურად არ შემეძლო იქიდან გასვლა. ბოლოს სადილის დრო დადგა, პიტერის ერთ-ერთი ჰუდი ჩავიცვი, რომელიც სულ ეცვა და ძალით წავართვი, დერეფანში გავედი და მივხვდი, რომ ამდენი ხნის შემდეგ მის გარეშე მომოწევდა ციხის დერეფნებს შორის სიარული.

სანამ სასადილომდე მივიდოდი წინ მარკი შემხვდა, თითქოს მონატრებული მყავდა, მიღიმოდა და ალმაცერად მათვალიერებდა.

-რა ჯანდაბა გინდა?!
-ცოტა წყნარად ლამაზო, პიტერი წავიდა და არც გვერდით გყავს ვინმე, ვინც დაგიცავს (მომიახლოვდა და კედელთან მიმიმწყვდია)
-და ვინ გითხრა, რომ ვინმეს დაცვა მჭირდება?! (ერთი მოძრაობა და უკვე ძირს ეგდო)
-ვიღაცას ჩხუბი უსწავლია, მაგრამ ვნახოთ რამდენად კარგად (ფეხი ფეხში გამომიდო და ძირს დამაცემა, ჩქარა ჩამოდგა და ზემოდან მომექცა)
-ასე სჯობს პატარავ, იქნებ ჩემს ოთახში გავაგრძელოთ (საშინლად იღიმოდა და ეს ღიმილი ნერვებს მიშლიდა)
-მაგ ღიმილს სახეზე შეგახმობ ნაძირალავ( თვალებზე შევაგურთხე, ფეხები და ხელები მოვიშველიე და ამჯერად მე მოვექეცი მის ზემოდან)
-როგორც ჩანს დომინანტობა გიყვარს, კარგი ამ დათმობაზე წამოვალ (თავის გათავისუფლება სცადა, მაგრამ უშედეგოდ)
-კი, ძალიან მიყვარს, თანაც მტკივნეული (მისი ხელი მჭიდროდ მოვიქციე მკლავებში და მოვტეხე)
-ჯანდაბა! (მისმა ღრიალმა მთელი სართული მოიცვა)

სანამ ვინმე მოვიდოდა წამოვდექი, თმა შევისწორე და გზა განვაგრძე, სასადილოს კართან სებასტიანიც შემოიერთდა, ყველაფერი მოვუყევი და კარგადაც ვიცინეთ.

-სასაცილო ნამდვილადაა, მაგრამ მაინც უფრთხილდი კარგი? რამე რომ დაგემართოს ჩემს თავს ვერ ვაპატიებ, რადგან ჩემთვის დასავით ხარ და ძალიან ძვირფასი ხარ, თან პიტერიც მომკლავს (ღიმილით მითხრა, მანამდე კი სითბოთი სავსე, მზრუნველი თვალებით მიყურებდა)
-კარგი, თავს გავუფრთხილდები და შენც, თორემ პიტერი მართლა მოგკლავს
-თან ისე, რომ თვალსაც არ დაახამხამებს

ციხეWhere stories live. Discover now