თავი 11

754 38 43
                                    

სანამ სახლში მივიდოდით თავი პიტერის კალთაზე მედო და ვტიროდი, პიტერი ჩემს თმებს ეფერებოდა და ცდილობდა დავემშვიდებინე.

როგორც კი მანქანიდან გადმოვედი დედაჩემს შევხედე, რომელიც მეორე მანქანით მოდიოდა და ჯერ არაფერი იცოდა. სიხარულით სავსე სახე წამიერად შეეცვალა, როცა დამინახა

-ივ, საყვარელო, რა გჭირს (დაბნეული მიყურებდა და ვინ იცის თავში რა უტრიალებდა)
-დედა, ნოა (ამ სიტყვების სათქმელად ძალა ძლივს მეყო)
-ივ, ნოას რა დაემართა? ივ?! (ხმა გაებზარა და ცრემლები წამოუვიდა, მისი გულიც თითქოს რაღაცას ხვდებოდა)
-თავი მოიკლა დედა, ნოამ დაგვტოვა (ამოვიზლუქუნე და ბოლო ხმაზს ავტირდი)

დედა მამას მკლავებში ჩაიკეცა, მამაჩემი კი გაოგნებული სახით იდგა და არ სჯეროდა რაც მოისმინა.

პიტერი მეხუტებოდა და ჩემს დაწყნარებას ცდილობდა, პარარელურად დედაჩემი არაფრისმთქმელი და ამავდროულად ტკივილით სავსე გამომეტყველებით ერთ ადგილს აშტერდებოდა, მამა კი მთელი ძალით ეხუტებოდა და ცრემლებს ვერ იკავებდა...

რამოდენიმე წუთში დედაჩემი წამოდგა, ბოლო ხმაზე ამოიყვირა, შვილის სახელს იძახდა და თან ცრემლები წასკდა.

-ნოა, ჩემი ნოა, ჩემი საყვარელი ბიჭი (მისი ხმა ყველას გულს დაუწვავდა)

უცებ გამახსენდა, რომ სახლში სადღაც ნოას სხეული იყო, წამოვდექი და მისკენ გავიქეცი, პიტერი უკან გამომყვა და შემაჩერა

-ივ, სად მიდიხარ?
-ის უნდა ვნახო პიტერ, უნდა ვნახო
-არ გინდა, მაგ მომენტს მეხსიერებიდან ვერ ამოშლი, ასეთს ნუ დაიმახსოვრებ, მე მივხედავ, გთხოვ
-მაგრამ მე...
-გთხოვ, დამიჯერე
-კარგი (ტირილით თავი დავუქნიე და ჩავეხუტე)
-ამას ერთად გადავიტანთ, მარტო არ ხარ, ეს იცოდე, კარგი?
-კარგი

დიდხანს ვტიროდით, საკმაოდ დიდხანს, პიტერმა გვამის გადატანის ამბები მოაგვარა, მამაც მას ეხმარებოდა, მიუხედავად იმისა, რომ პიტერს ეს არ სჭირდებოდა, მამამ ვერ მოისვენა და ეს გასაკვირიც არაა. მე და დედა კი ოთახში ვისხედით და ვტიროდით, ტირილი ერთადერთი რამ იყო, რისი გაკეთებაც შეგვეძლო...

ციხეWhere stories live. Discover now