თავი 5

908 46 29
                                    

ძილის დროს პიტერის ხმა ჩამესმოდა

-ჰეი, ივ, გაიღვიძე, ვახშმის დროა, იივ (წყნარი ხმით, სევდანარევი მეუბნებოდა, თითქოს წუხდა, რომ მაღვიძებდა)

გამოვფხიზლდი და თვალები გავახილე

-როგორც იქნა გაიღვიძე (ისევ ეს უხეში ტონი)
-დიდხანს მეძინა?
-საკმაოდ, უკვე ვახშმის დროა
-გასაგებია, ახლავე ავდგები
-მისმინე, შემიძლია საჭმელი მოვატანინო, თუ გინდა წავიდეთ და იქ ვჭამოთ
-იქ მირჩევნია
-კარგი, მაშინ ადექი
-შეგიძლია რამოდენიმე წამი კართან დამელოდო?
-კარგი

პიტერის გასვლისთანავე კარადიდან ბიუსტჰალტერი გამოვიღე და ჩავიცვი, შემდეგ კი თმის სამაგრი ავიღე და თმები შევიკარი. 

სასადილო ოთახიამდე პიტერთან ერთად მივედი, როცა შევედით ყველა ჩვენ გვიყურებდა, მათ შორის ის პატიმრებიც, რომლებიც თავს დამესხნენ, ეტყობოდათ ნაცემები იყვნენ.

ვეცადე სხვების მზერა არ შემემჩნია, საჭმელი ავიღე და პიტერის ხალხისსკენ გავემართე, მაგრამ პიტერმა უცებ შემაჩერა და მის გვერდით დამსვა

-დღეს საკმარისად შორს იყავი, სჯობს ახლოს იყო
-კარგი
-იქნებ მეტი რამ აგეღო, შუადღით არ გიჭამია
-ვფიქრობ დამანაყრებს
-კარგი
-სებასტიანი სად არის?
-მალე შემოგვიერთდება
-ესე იგი კარცერიდან გამოუშვეს?
-ცოტა ფული გადავუხადე და გამოვაშვებინე
-კარგია
-ახლა ჭამე (ღმერთო ამ ბრძანების ტონს ოდესმე მოიშორებს?)

როგორც პიტერტმა თქვა სებასტიანიც მალე შემოგვიერთდა...

-ივ, კარგად ხარ?
-უკვე კი
-მაპატიე რომ ვერ მოვედი
-კარგი რა, შენი ბრალი არაფერი არ არის, ასე რომ
-ამიერიდან უფრო ყურადღებით ვიქნები და პიტერმა რაც არ უნდა გადაწყვიტოს, ყოველთვის დაგიცვავ
-დიდი მადლობა
-გადაწყვეტილება უკვე მივიღე, ჩვენთან დარჩება, ვარჯიშებს კი ჩემთან გააგრძელებს
-როგორც იტყვი
-მოიცა მართლა?
-რამე მეტყობა, რომ ვხუმრობ?
-პიტერ, ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე
-კარგი დაწყნარდი, ყველა ჩვენ გვიყურებს ისედაც ხომ ხედავ?
-ხო მართალი ხარ
-და სჯობს ცოტა მალე ჭამო, დღეს ჩემთან იძინებ
-რა? რატომ?
-დაწყებულის დამთავრებას ეცდებიან, შენს ოთახში კი ეს გაუადვილდებათ, ჩემთან საერთოდ ვერ შეძლებენ, აი ამიტომ
-გასაგებია
-არის?
-ხო, არის! (მისმა ირონიულმა ტონმა გამაბრაზა და თავი ვერ შევიკავე)
-მშვენიერია (მშვიდად მითხრა, მაგრამ სახეზე გაბრაზება დატყობოდა, მგონი კარგი დღე არ მელის)

ციხეWhere stories live. Discover now