თავი 10

784 38 73
                                    

      *ქორწილის დღე, ივის   
                      თვალთახედვა*

სამი დღე ძალიან სწრაფად გავიდა და ქორწილის დღეც დადგა. დღე, როდესაც კიდევ ერთ და საბოლოო ნაბიჯს ვდგამდი უფსკრულისკენ.

დილით ადრე ავდექი და მზადება დავიწყე, ზურგზე ნაიარევების კვალი ჯერ კიდევ იყო და მისი დაფარვა მოგვიწია, მაკიაჟი, ვარცხნილობა და ბოლოს კაბა.

წამიერად წარმოვიდგინე, რომ დღეს პიტერს მივყვებოდი ცოლად და არა დილანს, ასე რომ ყოფილიყო ახლა ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვიქნებოდი და ძალიან ვიღელვებდი, რადგან მენდომებოდა ყველაფერი იდეალური ყოფილიყო, მაგრამ ეს მხოლოდ  ჩემს წარმოსახვაში თუ მოხდებოდა.

მზად ვიყავი და ყველა გავიდა, მალე მამაჩემი მოვიდოდა და საკურთხეველთან მიმაცილებდა, უეცრად აივანზე ვიღაცის ჩრდილი დავინახე და შევშინდი, შემდეგ კი უკნიდან რაღაც ამაფარეს და გავითიშე.

როცა თვალი გავახილე, სრულიად უცხო გარემოში ვიყავი და წინ პიტერი მეჯდა, თვალებს ვერ ვუჯერებდი და სიზმარი მეგონა

-თუ სიზმარია არ გამომაგხიზლოთ
-სიზმარი არ არის, მაგრამ შეიძლება კოშმარად იქცეს (ცივად მითხრა)
-პიტერ რას გულისხმობ? (სევდიანმა ვუთხარი)
- იმ ნაბიჭვარს მიჰყვებოდი ცოლად ივ, ამას რა ჯანდაბის გამო აკეთებდი? (ხმაში სიბრაზე ეტყობოდა)
-შენ გგონია ამას ნებით ვაკეთებდი? ჯანდაბა პიტერ, უნდა დავბრუნდე, ის, ის ჩემს ძმას მოკლავს (წამიერად გავიაზრე, რომ ჩემი ძმის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა და ნერვიულობამ ამიტანა)
-მოიცა ივ, დაწყნარდი, ვერ გავიგე, შენს ძმას რატომ მოკლავს? (დაბნეული მიყურებდა)
-ის, ის დამემუქრა, რომ თუ ცოლად არ გავყვებოდი ჩემს ძმას მოკლავდა, პიტერ მას რომ რამე დაემართოს ვერ გადავიტან (მისკენ მივიწიე, მხარზე თავი დავადე და ავქვითინდი)
-დაწყნარდი გთხოვ, ამას მე მივხედავ, დილანმა არ იცის ვინ გაგიტაცა, ასე რომ ჯერ არაფერს დაუშავებდა, ჩემს ხალხს გავგზავნი და შენს ოჯახს აქ მოიყვანს
-დარწმუნებული ხარ, რომ ამას შეძლებენ?
-შეძლებენ ივ, ახლა მათთვის ნაკლებად ეცლება და ნაკლებად მიაქცევს ყურადღებას
-მათ რომ რამე დაემართოთ, მე, მე უბრალოდ ვერ გადავიტან, ვერ გადავიტან გესმის?
-ნუ ღელავ, მათ უვნებელს მოგიყვან, ახლა კი ცოტა დაწყნარდი გთხოვ (გულში მჭიდროდ ჩამიკრა და თავზე ნაზად მკოცნიდა)
-მენატრებოდი პიტ
-მეც ივ, ძალიან მენატრებოდი, იცი ამ კაბაში რა ლამაზი ხარ? ანგელოზს ჰგავხარ
-ნეტავ ეს კაბა შენთვის ჩამეცვა
-ეგეც მალე მოხდება ივ და ბევრად უფრო ლამაზ კაბას ჩაიცვამ, შენზე ლამაზი პატარძალი დედამიწის ზურგზე არ იქნება
-ჩემთვის მთავარია შენთან ვიყო, სხვას მნიშვნელობა არ აქვს
-ამიერიდან ვეღარაფერი დაგვაშორებს, ახლა ცოტახნით დაგტოვებ და ჩემებს გავაფრთხილებ, მალე მოვალ კარგი?
-კარგი, შეგიძლია რამე ტანსაცმელი მომცე?
-კი, დავბრუნდები და მოგიტან
-გელოდები

ციხეWhere stories live. Discover now