თავი 16

1K 42 20
                                    

ჩვენს სახლში მივედით...

მამას მივწერე რომ დღეს სახლში არ მივიდოდი.

მდივანზე ვისხედით, უბრალოდ ერთმანეთზე ჩახუტებულები და ხმას არ ვიღებდით, სიჩუმე იანმა დაარღვია
-ლეა, უკეთ ხარ?
-კი
-მცენარეულ ჩაის გაგიკეთებ და დაგეხმარება დამშვიდებაში
-არ მინდა, საკმარისია ასე ვიყო
-კარგი (შუბლზე მაკოცა)

ცოტახანში იანს დაურეკეს, სხვა ოთახში გავიდა სალაპარაკოდ და როცა გამოვიდა კარგი სახე ნამდვილად არ ჰქონია

-იან რა მოხდა?
-მამაჩემმა მითხრა რომ სახლში აღარ მივიდე, მხოლოდ მაშინ როცა თვითონ არ იქნება და ჩემი ნივთები წამოვიღო
-იან, ვწუხვარ, ეს...
-ჩშშ, არ დაასრულო! ყველაფერი რიგზეა, ეგ არაფერი, აქაც კარგად ვიქნები, მთავარია შენ მყავხარ
-მაშინ რატომ მოიწყინე?
-მისგან არ ველოდი, ასეთი არ იყო
-დედაჩემმა შეცვალა, ალბათ მან უთხრა რომ ასე მოქცეულიყო, ჩვენი დაშორება უნდა
-შესაძლოა, მოდი დავივიწყოთ რაც მოხდა, ნუ ჩავიშხამებთ დღევანდელ დღეს, წამო მაღაზიაში წავიდეთ და ტანსაცმელიც ვიყიდოთ, გავერთობით
-კარგი აზრია
-ხო ოღონდ მანამდე ბანკში უნდა გავიაროთ
-რატომ?
-მამაჩემმა ბარათები დამიბლოკა, მაგრამ მაგის ფული არ მჭირდება, უნივერსიტეტში ისედაც პროგრამირებას ვსწავლობ და ფულს ვშოულობ
-მაინც რას აკეთებ?
-რეკლამებისთვის პატარ-პატარა ედითებს, გერბებს ვქმნი, ეს უფრო გრაფიკული დიზაინია, მაგრამ პროგრამირებას ვიყენებ როცა რამის მოძებნა სჭირდებათ, ადგილის დადგენა ან შორეული ნათესავის მოძებნა
-ყველაფერი უსაფრთხოა?
-სავსებით, თან შემოსავალიც ბევრია, ეს სახლიც იმ ფულით ვიყიდე, დანარჩენი ბანკის ანგარიშზე მაქვს, ბარათს გავაკეთებ და გამოყენებას დავიწყებ
-მაგას დრო უნდა, დღეს ჩემი ბარათი გამოვიყენოთ, უარი არ მიიღება, იცოდე გავბრაზდები
-კარგი, ოღონდ მხოლოდ დღეს იყოს ასე
-ნუ მაგას დრო გვიჩვენებს

-იან შენ რომელ უნივერსიტეტში სწავლობ?
-ჰარვარდში
-მართლა? მაგარია, მეც მანდ მინდა ჩაბარება, ასე რომ ერთად ვიცხოვრებთ
-შესანიშნავია

თამაში (დასრულებულია)Where stories live. Discover now