თავი 9

1.2K 53 26
                                    

თვალი როცა გავახილე ჩემს ოთახში ვიყავი, საწოლთან კი იანი, რიჩარდი და დედა და მგონი ექიმი იდგნენ
-ლეა, კარგად ხარ? (იანი)
-მგონი
ექიმმა თვალებში პატარა ფანარი მომანათა და მთხოვა თვალი გამეყილებინა
-მშვენიერია (ექიმი)
-ექიმო იქნებ სავააადმყოში წაგვეყვანა?
-საჭირო არ არის, დღეს რამე ჭამე?
-არა, მაგის გამო დავკარგე გონება, კარგად ვარ მადლობა
-ალუბლის ან ბროწეულის წვენი მოუტანეთ, შავი შოკოლადიც არ იქნებოდა ურიგო, ცოტა მოძლიერდება და შემდეგ რამე ნოყიერი აჭამეთ
-კარგით გასაგებია (რიჩარდი)
-მე ჩემს საქმეს მოვრჩი, დროა დაგტოვოთ, თუ რამე დაგჭირდებათ ნომერი იცით
-გაგაცილებთ (რიჩარდი)
-მე კი წვენს და შოკოლადს მოვიტან(დედა)

ოთახში მხოლოდ იანი დარჩა

-მადლობა იან
-რისთვის?
-რომ დამიცავი, არ ველოდი, დიდი მადლობა
-ეს ჩემი ვალია, სამადლობელიც არაფერია ვწუხვარ იმის გამო რაც დედაშენმა გითხრა
-ამან მეც გული მატკინა, მისგან გარტყმას მიჩვეული ვარ, მაგრამ ეს თემა აქამდე არასდროს უხსენებია
-ეცადე დაივიწყო რაც გითხრა, 20-ში სრულწლოვანი გახდები და შეძლებ მამაშენთან დაბრუნებას
-ერთი კვირაც და ეგ დღე დადგება
-მეც მოვედი, რაზე საუბრობდით? (დედა)
-ისეთი არაფერზე (იანი)
-აი საყვარელო, მიირთვი
(როგორ შეუძლია რაც მოხდა იმის მერე ასე მელაპარაკოს)
მას ყურადღება არ მივაქციე
-ლეა ჭამე! (იანი)
-არ მინდა!
-ისევ ჭირვეულობ ხომ? (დედა)
-ქალბატონო ევა, გთხოვთ გადით, რაც მოხდა იმის მერე ასე როგორ იქცევით მიკვირს
-შენ უნდა მიბრძანო რა გავაკეთო?
-არ გიბრძანებთ, გთხოვთ გახვიდეთ
-ევა საყვარელო, ამჯერად იანი მართალია, სჯობს გავიდეთ (რიჩარდი)
-კარგი, გავალ

დედა გავიდა, იანი კი ჩემ გვერდით ჩამოჯდა
-ლეა, ასე არ შეიძლება! იცოდე ძალით გაჭმევ
-აჰ! კარგი ხო შევჭამ

წვენიც მოვსვი და შოკოლადიც ბოლომდე შევჭამე, ამან მართლაც მომიმატა ენერგია...

თამაში (დასრულებულია)Where stories live. Discover now