თავი 10

1.2K 59 44
                                    

დღეს შაბათია, ამიტომ ვფიქრობ ყველას სცალია... მე და იანმა წვეულებისთვის მზადება დავიწყეთ, მე ჩემი კლასელები დავპატიჟე და ვუთხარი რომ შეეძლოთ შეყვარებულები ან საუკეთესო მეგობრები წამოეყვანათ, ან რავი ვინც უნდოდათ, იანმაც ასე გადასცა თავისიანებს, მოკლედ ხალხი შეკრებილი იყო, ახლა სასმელის და საჭმლის ჯერი დადგა...

მაღაზიაში წავედით...

-იან, შენ სასმელები აიღე, მე სენდვიჩისთვის ავიღებ რაღაცებს, დანარჩენი ერთად შევარჩიოთ
-ბარემ ესენიც ერთად შევარჩიოთ, მაინც მე უნდა გადავიხადო
-სხვათაშორის არა, მამამ ბარათი გამომიგზავნა, დღეს მომიტანეს, შემიძლია ძალიან ბევრი ფული დავხარჯო და არავინ არაფერს მეტყვის
-მშვენიერია, მაშინ შენ ნაწილი გადაიხადე, მაგრამ მაინც ერთად ავარჩიოთ
-აჰ! კარგი
-დრო მაინც ბევრი დაგვეხარჯება, არ იდარდო
-კარგი მოდი ბევრი კოქტეილი და ლუდი ავიღოთ, არაყიც და ცოტა კონიაკი, ხილიც წავიღოთ და კოქტეილს იქაც გავაკეთებთ
-ხო და წვენებიც, ენერგეტიკული სასმელებიც არ დაგვავიწყდეს
(პ.ს პატარა შენიშვნა, მოერიდეთ ბევრ ალკოჰოლსა და ენერგეტიკულებს)
-ხო, გაზიანი სასმელებიც ავიღოთ
-კარგი მაშინ მე წვენს, ენერგეტიკულსა და გაზიანებს ავიღებ
-კარგი მე დანარჩენს

რაც საჭირო იყო ავიღე

-ახლა სნეკებიიი
-იან, ბევრი ჩიფსი აიღე, ბარემ პიცა შევუკვეთოთ სანამ გვახსოვს, ორცხობილებიც აიღე, ხილიც ბლომად და რავი რაც ხელში მოგხვდება
-და შენ რაებს იყიდი?
-მე ბუტერბროდების მასალას
-კარგი, სალაროსთან შევხვდებით
-არის უფროსო
-უფროსო არა ის კიდევ

რაც გვჭირდებოდა ყველაფერი ავიღეთ და სახლში დავბრუნდით, მანქანის საბარგულიცა და უკანა სავარძლებიც სავსე იყო, განსაკუთრებით სასმელით.

სამზარეულოში ბუტერბროდებს ვაკეთებდით, ყველაფერი არეული იყო, უცებ იანი მომიახლოვდა, ჩემ წინ დადგა და ჩემკენ გადმოიხარა, დისტანცია ჩვენ შორის თითქმის არ იყო, სუნთქვა გამიხშირდა და ხმა ჩამივარდა, ინმა ერთი ხელის მოძრაობით ჩემ უკან მდებარე პურის ნაჭრები აიღო და მომშორდა, ერთ წამს ასე გაშეშებული ვიდექი, მაგრამ მერე გამოვფხიზლდი
-უბრალოდ გეთქვა და მოგაწოდებდი
-ასე უფრო სახალისოა, შენი გაშტერებული სახე რომ დავინახე სიცილი ძლივს შევიკავე
-ოხ რა საძაგელი ხარ!
-უბრალოდ ვერთობი სიყვარულო
-იან გცეეემ!
-მიდი აბა!
-მე შენ გაჩვენებ!
ხელში პირველივე ნივთი ავიღე რაც მომხვდა და ეს იყო წყლის ჭურჭელი, გაუაზრებლად ეს იანს მოვუქნიე, მაგრამ ხელი არ გამიშვია,იანი დასველდა და მე სიცილი დავიწყე
-ესე იგი დამცინი კიდეც არა? ახლა ნახე

თამაში (დასრულებულია)Where stories live. Discover now