თავი 1

2.9K 61 23
                                    

გამარჯობათ, მე ლეა ტომსონი ვარ, ერთი ჩვეულებრივი გოგონა, რომელმაც ბედნიერება იპოვა, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა ამ გოგონას ცხოვრება საერთოდ არ იყო კარგი...

გამარჯობათ, მე ლეა ტომსონი ვარ, ერთი ჩვეულებრივი გოგონა, რომელმაც ბედნიერება იპოვა, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა ამ გოგონას ცხოვრება საერთოდ არ იყო კარგი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.


მოდით ყველაფერს მოგიყვებით და ერთად გავიაროთ ის გზა რომელიც ბედნიერებამდე მე გავიარე...

17 წლის ვიყავი, როცა დედაჩემი მესამედ გათხოვდა, პირველად მამაჩემზე დაქორწინდა, მეორედ ზედმეტად მდიდარ კაცზე, მაგრამ მას ორ წელიწადში დაშორდა, ახლა კი მორიგ მდიდარ კაცზე დაქორწინდა, რამდენი ხნით გაგრძელდება ეს ქორწინება ვერ გეტყვით, მაგრამ არამგონია ზედმეტად დიდხანს გასტანოს. ქორწინების შუალედებში დედაჩემს ბევრი საყვარელი ჰყავდა, რა თქმა უნდა ყველა მათგანი ფულიანი იყო, ისე როგორ ვიცხოვრებდით, მე ხომ ფასიან სკოლაში უნდა მევლო, ბრენდებია ტანსაცმელი მცმოდა და ლამაზ სახლში მეცხოვრა, ბოლო სერიის ტელეფონის გარეშე ხომ საერთოდ ვერ გავძლებდი, სამაგიეროდ მზრუნველი და თბილი დედა არ მჭირდებოდა, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდით იქნებოდა და ყველასგან დამიცავდა... ამ დროს დედაჩემი ხან ერთ კაცთან იწვა და ხან მეორესთან, სახლში არასდროს იყო, არასდროს...

დღეს ქორწილიდან ორი კვირა გავიდა, დედაჩემი(ხო მართლა მას ევა ჰქვია) და ჩემი აწ უკვე მეორე მამინაცვალი (რიჩარდი) თაფლობისთვიდან დაბრუნდნენ, მე კი იძულებული ვარ რომ მათთან ერთად გადავიდე საცხოვრებლად, გეგონება სახლში ჩერდებოდნენ, რა მნიშვნელობა აქვს სად ვიცხოვრებ...

ჩემი ნივთები ჩავალაგე და მანქანაში ჩავაწყვე, უფროსწორად მძღოლმა ჩააწყო, ახალი სახლი ჩვენს ძველ სახლთან ძალიან შორსაა, თითქმის ერთი საათი დაგვჭირდა...

თამაში (დასრულებულია)Where stories live. Discover now