თავი 15

1.1K 52 26
                                    

დილით იანის მკლავებში გამეღვიძა, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, მაგრამ რაღაც განსხვავებული ნამდვილად იყო.

როცა გავიღვიძე იანი უკვე გაღვიძებული დამხვდა და მე მიყურებდა
-რა?
-როცა გძინავს ულამაზესი ხარ, ანგელოზს ჰგავხარ
-ნუ მაწითლებ
-ჰმ, (გაიღიმა)
-გცეეემ
-ახლა რას მერჩი??
-ნუ ხარ ასეთი საყვარელი
-არ გშია?
-ძალიან
-ძალიან? ძალიან ძალიან?
-იაააან!
-ქვემოთ ჩავალ და რამეს მოგიმზადებ
-არა იყოს, არ მინდა მოვიწამლო
-იმედები უნდა გაგიცრუოთ ქალბატონო! ძალიან კარგად ვამზადებ
-მაშინ ერთად მოვამზადოთ
-რადგან არ იშლიიი, კარგი
-ამ რამე ტანსაცმლისნაირი აქ გაქვს?
-მხოლოდ ის რაც გუშინ მეცვა, დანარჩენი რემონტის მერე აღარ ვარგოდა და გადავყარე
-მაშიმ გუშინდელ კაბას ჩავიცვამ
-კაბას რომელიც ყვირის გამხადეთო
-იან, სხვა არჩევანი არ მაქვს და რა ვქნააა
-შეგეძლო გუშინ ჩაგეცვა რამე ნაკლებად გამომწვევი
-გცეეეემ!

ბალიში ავიღე და თავში ვესროლე
-აუჩ! მეტკინა!
-ღირსი ხარ!  
-ასე ხო? ახლა ნახე

ორი ბალიში აიღო და ერთმანეთის მიყოლებით გამომიქანა
-ბალიშების ომიიი! ვუჰუუუ!

დაახლოებით ნახევარ საათზდ მეტი ბალიშებით ვჩხუბობდით, ირგვლივ ყველაფერი ბუმბულებით აივსო

-აჰ, კარგად გავერთეთ
-ხო კარგი იყო, მაგრამ მშიააა
-წამო სამზარეულოში ჩავიდეთ
-წამო

პროდუქტი ცოტა იყო, ამიტომ ომლეტი გავაკეთეთ, ძალიან გემრიელი გამოგვივიდა...

-იან, მე უნდა წავიდე, მამასთვისაც არ დამირეკავს, ინერვიულებს
-მე წაგიყვან, აქ მარტო ხომ არ დავრჩები
-მაშინ საღამოს დავბრუნდეთ, ყველაფერი მივალაგოთ და პროდუქტიც ვიყიდოთ
-კარგი აზრია

იანმა სახლში მიმიყვანა, დღეს დედა და რიჩარდი ჩამოდიან ამიტომ თვითონაც სახლში წავიდა და ჩემთან არ შემოსულა

-გამარჯობა ლეა (ოდნავ მკაცრი ტონით მითხრა მამამ)
-მა, ბოდიში გუშინ ვერ მოვახერხე დამერეკა
-ლეა ვინერვიულე (ცდილობდა სიმკაცრე შეენარჩუნებინა, მაგრამ ჩემს ლეკვის სახეს ვერ უძლებდა)
-მაპატიე გთხოვ, მეტჯერ აღარ განმეორდება
-გაპატიებ, მაგრამ მომიყევი გუშინ რა მოხდა
-ამ, მე და იანი, მოკლედ სიყვარული ამიხსნა
-და მერეეე
-მერე სიურპრიზი მაჩვენა
-რა სიურპრიზი?
-საიდუმლოა
-მაინც?
-მამააა!
-ლეა!
-სახლი მიყიდა, პატარა მყუდრო სახლი, მხოლოდ მე და მას გვეცოდინება სად არის
-მთელი ღამე იქ იყავით?
-ხო
-ჰმ, კარგი, მიდი მოწესრიგდი და ისაუზმე
-უკვე ვისაუზმე
-კარგი მაშინ მოდი გაკოცო, მე უნდა წავიდე
-კარგი (გახარებულმა ვუთხარი, შუბლზე მაკოცა და წავიდა)

თამაში (დასრულებულია)Where stories live. Discover now