თავი 6

1.2K 53 34
                                    

-იან, ამის მოყოლა არ მინდა!
-მაგრამ ეს გჭირდება ლეა
-არა! არ მჭირდება! საერთოდ შენ რა? შენი სიბრალული ყველაზე ნაკლებად მჭირდება! მშვენივრად ვართმევ თავს
-თავის გართმევა არააა როცა ბიჭის ყოველ შეხებაზე შიში გეუფლება
-მთლად ასეც არააა იცი? თუ გინდა დაგიმტკიცებ

მისკენ მივიწიე და კალთაში ჩავუჯექი, შემდეგ კი სანამ რამეს იტყოდა მის ტუჩებს დავეწაფე
-ლეა რას აკეთებ?
-რა იყო? დავიჯერო არ გინდა?
-შენ რა სულ გაგიჟდი! ახლავე გადაჯექი სკამზე! ეს მეორედ აღარ გაბედო!
-შენ კი შემეშვი! არ მჭირდება შენი სიბრალული! შენ შენთვის იყავი და მე ჩემთვის! შემეშვი!
-მე უბრალოდ შენი დახმარება მინდა, მეტი არაფერი, მაგრამ რაკი ასე გინდა, ნება შენია

მანქანა დაძრა და სახლისკენ წავიდა, სახლში 15 წუთში დავბრუნდით, ჩემს ოთახში ავედი, მაშინვე საღამურები ჩავიცვი (ისევ ის რაც იმ საღამოს მეცვა)
იანის ოთახში შევედი და ჰუდი დავუტოვე
-დიდი მადლობა, უკვე აღარ მჭირდება
ტანზე ამათვალიერა და აშკარად არ მოეწონა რაც მეცვა
-რა იყო? ნუ ღელავ მახსოვს რაც მითხარი!
-გახსოვს ხო? ესე იგი გახსოვს?
ჩემთან მოვიდა, კარებზე ამაკრო, კარები და ჩაკეტა
-ოთახიდან ხმა არ გავა, ხმის მბლოკავები ჩავრთე და სქელი კედლებიც ხელს უწყობს, ახლა კი აქ იქნები მანამ სანამ ყველაფერს არ მომიყვები!
-იოცნებე!
-მე არსად მეჩქარება, შეგიძლია ჩამოჯდე
კარებთან ჩავიკეცე და იქვე ვიჯექი, იანი მიყურებდა და დროთა განმავლობაში მეუბნებოდა რომ სანამ ყველაფერს არ ვეტყოდი აქედან ვერ გავიდოდი
-დილით დედაჩემი მომიკითხავს, მანამდე გავძლებ
-სხვათაშორის დედაშენი და მამაჩემი შეხვედრაზე წავიდენენ და ხვალ საღამომდე სასტუმროში იქნებიან
-ჯანდაბა! იან არ შემიძლია! ამის მოყოლა არ შემიძლია (ტირილი დავიწყე)
-ლეა, მეგობარი მყავდა, რომელმაც თავი მაგის გამო მოიკლა, დიდხანს მალავდა, მაგრამ ვეღარ გაუძლო, ბოლოს ეს ამბავი მისი დღიურის მეშვეობით გაიგეს, არ მინდა შენც მის ადგილას აღმოჩნდე, მერწმუნე მოგეშვება, გთხოვ სცადე
-ამდენი ცუდი რამ გითხარი, რატომ ზრუნავ ისევ ჩემზე
-იმიტომ რომ ის სიტყვები გულიდან წამოსული არ ყოფილა, თან შენს შებრალებას არ ვაპირებ, მოდი ასეთი შეთანხმება დავდოთ, პატარა თამაშივით იქნება...
-მაინც როგორი?
-თუ მაცდი ვიტყვი
-კარგი აღარ შეგაწყვეტინებ,მიდი
-მოკლედ ერთმანეთს როცა დაგვჭირდება დასახმარებლად მივმართავთ, ნებისმიერი სახის დახმარება იგულისხმება, მაგრამ ისე ჩემთან კარგ ურთიერთობაზს არც იოცნებო
-ამ დაფიქრება შეიძლება...

თამაში (დასრულებულია)Where stories live. Discover now