Photograp_her

Av Naia49

5.1K 670 1.2K

ეს არის სიყვარულის ისტორია, რომელიც ერთი ჩვეულებრივი ფოტოსესიით დაიწყო, მაგრამ როდესაც მის საზღვრებს გასცდა ყ... Mer

Cast
First meet
Big secret?
უცნაური ჩოგბურთის მატჩი
And I met her again...
შურისძიება ტკბილია, როგორც მისი ,,ჰადიდები"
girl's revenge!
ევა
chapter 9
first date🔞😋
,,-Wtf?!"
ახალი სახლი
,,Where broken harts go?" Part 1
,,Where broken hearts go" Part 2
I found you...
Mistake?
,,-It is better to go now"
,,I want real love baby"
I want to be yours forever
NEW⚠️⚠️⚠️

,,hearts get broken"

140 27 46
Av Naia49

,,Golden
You're so golden
I don't wanna be alone
You're so golden
You're so golden
I'm out of my head
And I know that you're scared
Because hearts get broken"

Bella's POV

ნელ-ნელა ვუახლოვდები გაბრიელს, ზეინთან ერთად, მაგრამ როდესაც მის ბედნიერ სახეს ვხედავ ვშეშდები.

ზურმუხტისფერი თვალები ლაღად უციმციმებს და შავგვრემან გოგონას ისე ესაუბრება თითქოს და მსოფლიოში ამაზე უკეთესი რამ არასდროს გაეკეთებინოს...

საუბრისას ხელებს ენერგიულად იყენებს და სწორედ ამ დროს საოცრად მომხიბლელი და ჩემთვის მიუწვდომელად მეჩვენება...

გოგონას ვუყურებ, რომელსაც თაფლისფერ თვალებში სევდა ჩასდგომოდა, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც მომხიბლელად უღიმის და თანხმობის ნიშნად თავს უქნევს.

-არ შემიძლია... მე უნდა წავიდე...

ვლუღლუღებ, ვტრიალდები, და სირბილით ვშორდები იქაურობას.

როდესაც ზეინის მანქანამდე ვაღწევ, მაშინღა ვაცნობიერებ, რომ მის გარეშე ვერსად წავალ, რადგან მანქანა დაკეტილია გასაღები კი მას აქვს, ამიტომ მანქანას ვეყრდნობი და პარკისკენ ვიხედები თუ არა ზეინს ვხედავ, რომელიც ჩემსკენ მოემართება, სახეზე დაბნეული გამომეტყველება დასთამაშებს თვალებს კი დაბნეულად აცეცებს აქეთ-იქით.

როგორც კი მიახლოვდება მაშინვე იერიშზე გადმოდის:

-რატომ გამოიქეცი ისე თითქოს მარათონის რბოლაში მონაწილეობდე? მეგონა გაბრიელთან საუბარი გსურდა!

-არა მე იმის გაგება მესაჭიროებოდა, რომ კარგად იყო, თავადვადაც კარგად დაინახე, რომ არაფერი უჭირს...

ის რაღაცის სათქმელად აღებს პირსა, შემდეგ თავს უარყოფის ნიშნად აქნევს და ღიმილით მპასუხობს:

-აქვე ახლოს კარგი კაფე ვიცი სადაც უგემრიელეს ვაფლებს ამზადებენ, რას იტყვი ხომ არ შემომიერთდებოდი?

მას ვუყურებ და მეღიმება, როგორც ჩანს ამ წლების განმავლობაში ზეინს კარგად შეუსწავლია ჩემი ხასიათი, რადგან როდესაც გაბრაზებული ან სევდიანი ვარ ყოველთვის ვჭამ, ეს ერთადერთი რამაა რაც ჩემს ემოციებთან, გამკლავებაში მეხმარება.

-იმ შემთხვევაში წამოვალ თუ შენ მეპატიჟები!

-ჩაჯექი!

ღიმილით მპასუხობს და მანქანაში მძღოლის, სავარძელში იკავებს ადგილს.

****

შემოდგომის ფოთოლთა ცვენას ჩემი საძინებელი ოთახის აივნიდან ვადევნებ თვალს.

გარეთ საკმაოდ ცივა, მაგრამ არა ისე როგორც მე, ვიყინები შინაგანად.

სიცივის ჩასახშობად ცხელი შოკოლადიც კი გავიკეთე, მაგრამ მაინც ვერ შევძელი ამ უცნაური შინაგანი სიცივის ჩახშობა.

სახლში დაბრუნებისას, რამდენჯერმე ვცადე კენდალთან დაკავშირება, მაგრამ ყოველ ჯერზე მითიშავდა.

შემდეგ ჰარისთან დაკავშირება ვცადე, მაგრამ არც მან მიპასუხა.

გაბრიელთან დარეკვას ვერ ვბედავდი, რადგან ვიცოდი, რომ მასთან მობილურზე საუბარს აზრი არ ჰქონდა მან მე და ჰარი დაგვინახა და დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ ახლოსაც კი არ გამეკარება...

თვალებზე ცრემლები მაწვება, ხელები ყრუდ მიბჟუის ცხელი შოკოლადის ჭიქის გამო, მაგრამ ეს ტკივილი მაინც ვერ ფარავს ჩემს შინაგან მარტოობასა და სიცივეს.

ახლაღა ვაცნობიერებ, რომ ამდენი fოლოვერებისა და ნაცნობენის მიუხედავად მე ყოველთვის მარტოსული ვიყავი...

ჩემი მეგობრების უმეტესობა ჩემთან მარტო საკუთარი იმიჯის გამო ატარებდნენ დროს და ერთადერთი მეგობარი, რომელიც მყავდა სიყვარულში გამომიტყდა მე კი ვერაფერი ვუპასუხე!

ჰარი, ადამიანი რომელიც წლებია მიყვარდა გაბრიელის საეჭვიანოდ გამოვიყენე და ამით ორივე მათგანს ტკივილი მივაყენე!

ამის გაცნობიერება უარეს სიცივეს მგვრის. ჰაერში ლამაზად მოფარფატე ყვითელ შემოდგომის ფოთლებს თვალს ვაშორებ, უკან ვტრიალდები და აივნის კარებს ვკეტავ.

სამოს ვიხდი და აბაზანისკენ მივემართები, შხაპს ვრთავ და ველოდები როდის გაცხელდება.

როგორც კი ჩემთვის სასურველ სიმხურვალეს აღწევს მის ქვეშ ვდგები და ვიტრუნები.

ფიქრებში გადავეშვი და გამახსენდა ერთ-ერთი ფაქტი, რომელიც ადრე აღარც კი მახსოვს რომელ წიგნში შემხვდა, მაგრამ თავად ფაქტი სიტყვა სიტყვით ამომიტივტივდა გონებაში:

,, მარტოსული ადამიანები ყოველთვის ცხელ შხაპს იღებენ, რათა მარტოობისაგან გამოწვეული სიცივე, როგორმე გადაფარონ და ამით მაინც გათბენ"

თავიდან სისულელედ მომეჩვენა, მაგრამ ეს ფაქტი ნელ-ნელა იძენს რეალურ სახეს და ჩემს ფიქრებში მტკივნეულად იკავებს ადგილს.

*****

ცხელი წყლის ქვეშ მანამდე ვიდექი სანამ ჩემი თითების ბალიშები ერთიანად არ დაჭკნა.

ალბათ კიდევ დითხანს გავაგრძელებდი ნებივრობას, რომ არა ბუნებრივი მოთხოვნილებები, რომლებმაც თავი შემახსენეს.

საბაზანოდან გამოსულმა საკუთარ კარადას მივაშურე, ადრე მახარებდა ერთ ოთახში მოქცეული ლამაზად დალაგებული სამოსის, აქსესუარების ფეხსაცმელებისა თუ სხვა წვრილმანების დანახვა, მაგრამ ახლა ეს ყველაფერიც კი ვერ ავსებდა უეცრად გაჩენილ სიცარიელეს.

არაფრის გაკეთება არ მსურდა, ამიტომ ერთადერთი რაც ახლა ყურადღებას გადამატანინებდა ეს რაიმეს ყურება იყო!

ამიტომაც სწრაფად ჩავიცი ჩემი კომფორტული, ძალიან თბილი პიჟამები,

ფეხზე კი ასეთივე საყვარელი თბილი ჩუსტები ამოვიცვი, წითელ-შავში გაწყობილ პლედს დავტაცე ხელი და სამზარეულოსკენ გავწიე.

მაცივრის კარები გამოვაღე და იქ არსებულ სურსათს დავაკვირდი, არაფრის ჭამის სურვილი არ მქონდა, გარდა ვანილის ნაყინისა!

ნაყინის ყუთს დავტაცე ხელი და კარადასთან მივირბინე, იქიდან კოვზი ამოვიღე და სამზარეულოდან გასვლა დავაპირე, მაგრამ სწორედ ამ დროს სამზარეულოს მაგიდაზე ,,ვაზაში" ლამაზად ჩალაგებულმა ბანანებმა მიიქციეს ჩემი ყურადღება.

ვერ გადამეწყვიტა ნაყინი მეჭამა თუ ბანანი, არცერთის დათმობა არ მინდოდა ამიტიკაც უკან შევტრიალდი, ბანანი პატარა კუბიკებად ჩავჭერი ნაყინში და ავურიე.

ჩემს ნახელავს რომ დავხედე კმაყოფილად გამეღიმა და ჩემს ბანანიან ნაყინთან, ერთად მისაღებში გავედი.

****

ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ასე მალე შევძლებდი დეპრესიის დაძლევას და ისევ გაღიმებას, მაგრამ ბანანიანი ნაყინი და ,,დიდი აფეთქების თეორიის" პირველი სერიის ყურებამ საბოლოოდ მაიძულა გულიანად გამეცინება...

****

როგორც ყველა ნორმალურმა ადამიანმა სერიალის პირველი სეზონი რამდენიმე საათში დავამთავრე ასე, რომ გადავწყვიტე კიდევ ერთი სერია მეყურებინა და შემდეგ დამეძინა.

ასეც მოვიქეცი, მაგრამ მეორე სეზონს მესამე მოყვა, მესამეს, მეოთხე და საბოლოოხ როდესაც საათს დავხედე დილის 9 საათი იყო!

-ჯანდაბ მთელი ღამის განმავლობაში დიდი აფეთქების თეორიის 7 სეზონს ვუყურე?

გაოცებისაგან ხმამაღლა წამოვიყვირე. თვალები საშინლად მეწვოდა, და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად ჩამიშავდებოდა, მაგრამ ამას მნიშვმელობა არ ჰქონდა, რადგან ისევ მშიოდა!

ჩემი პლედიდან ამოვძვერი, სასუსნავების ცარიელი დაჭმუჭნული ყუთები აქეთ იქით მივყარე და ისე გავიარე მათში.

****

მაცივრის კარები გამოვაღე თუ არა გაოცება და იმედგაცრუება ვიგრძენი, რადგან სალათის, კვერცხისა და ყველის გარდა აღარაფერი მოიპოვებოდა მაცივარში!

-ოჰ, როგორც ჩანს კარგად მიმუშავია!

იმედგაცრუებული გამოვტრიალდი და მაცივრის კარები სწრაფად მივხურე, შემდეგ კი სამზარეულოში არსებული ყველა კარადის გამოსუფთავების დაწყება გადავწყვუტე, როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა.

კარადიდან ახლახანს გამოღებული, არაქისის კარაქის ქილა უკმაყოფილოდ დავტოვე მაგიდაზე და კარების გასაღებად გავემართე.

*****

როგორც კი კარები გავაღე მკვეთრმა სინათლემ თვალი მომჭრა და როდესაც ასეთ საშინელ გამოსხივებას მზერა გავუსწორე, მაშინვე გავარჩიე დაუოატიჟებელი სტუმარის მაღალი სილუეტი!

და ეს არც მეტი არც ნაკლები გაბრიელი იყო! გუშინდელისაგან განსხვავებულად გამოიყურებიდა, უფრო სევდიანად მაგრამ მაინც საშინლად სექსუალური იყო!

და როგორც ყოველთვის ელეგანტურად, მაგრამ კომფორტულად ეცვა.

გრძელი ოქროსფერი თმები შუბლზე გულის გამაწვრილებლად არელად ჩამოჰყროდა, მზის შუქზე კი უფრო მკვეთრ ოქროსფრად ბრჭყვიალებდა, მუქ ზურმუხტისფერ თვალებში კი ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ემოციები ჩასდგომოდა.

-ოჰ გაბრიელ აქ არ გელოდი, მეგონა ისევ იმ შავგრემან ლამაზმანთან ერთად ერთობოდი!

-ჰა? რა? არა მე... დაიცა ივის შესახებ საიდან იცი?

-აჰა ანუ ივი ქვია! და ვინ არის შენი მომდევნო უპასუხო სიყვარული? თუ ეგ ფაზა უკვე გადალახე?
-იცი არ მცალია შენი გველობისათვის, აქ ელემენტარული დასამშვიდობებლად მოვედი! და ასევე რაღაც მნიშვნელოვანის სათქმელად!
-ოღონდ არ მითხრა რომ ფეხმძიმედ ხარ და ბავშვი ჩემია ! დანარჩენს ყველაფერს გადავიტან!
-ღმერთო ჩემო ბელა! უბრალოდ მომცემ საშუალებას, რომ ერთხელ მაინც სერიოზულად დაგელაპარაკო?
-კარგი შემოდი!

მე უკან ვტრიალდები და მივდივარ ის კი მძიმე ნაბიჯებით მომყვება მისაღებისაკენ. მას ყურადღებას არ ვაქცევ ისე ვჯდები დივანზე და სხეულზე ისევ ჩემს საყვარელ პლედს ვიხვევ.

-აქ მოსვლამდე ბევრჯერ წარმოვიდგინე შენთან საუბარიც და ის ადგილიც სადაც ვისაუბრებდით, მაგრამ არცერთ ვარიანტში არ შედიოდა სანაგვე!

-რას ვიზამთ მისტერ ფოტოგრაფო ბელა ჰადიდი სიუპრიზებითაა აღსავსე!

იგი ნერვიულად იცინის და შემდეგ ჩემს პირდაპირ არსებულ, ჯერ კიდევ სუფთა სავარძელში იკავებს ადგილს და აღელვებული იწყებს საუბარს:

-აქ იმისთვის მოვედი, რომ გითხრა ის რაც ვიცი...
ვიცი, რომ ჰარი გიყვარს და ისიც ვიცი, რომ მასთან ხარ, უარყოფას აზრი არ აქვს გუშინ დაგინახეთ ჩემს წვეულებაზე ერთმანეთს როგორ აკოცეთ...
ამას იმიტომ არ გეუბნები, რომ თავი ჩემს გამო დამნაშავედ იგრძნო, არა არასდროს ვისურვებდი ამას...
უბრალოდ მინდა გითხრა, რომ შენ და ჰარის ბედნიერებას გისურვებთ და თქვენს შორის არასდროს აღარ ჩავდგები, რადგან ნივი-იორკიდან მივდივარ, საკმაოდ კარგი შეთავაზება მივიღე სამსახურის თაობაზე ჩიკაგოდან...
ჯანდაბა იმდეენი ვარიანტი მქონდა ამის სათქმელად მაგრამ მაინც ყველაზე უარესი ავირჩიე...
მოკლედ ბელს ნახვამდის.... და მინდა ბედნიერი იყო, რადგან შენ ამას იმსახურებ, გარეგანი სიგველის მიუხედავად ვიცი, რომ კეთილი გული გაქვს და ისიც ვიცი, რომ ბედნიერებას იმსახურებ... აგრეთვე ისიც ვიცი, რომ შენს გვერდით ჩემი ადგილი არასდროს არ იქნება, მანამ სანამ შენ და ჰარი ერთად ხართ, არ მინდა არჩევანის გაკეთება გაიძულო, რადგან ეს უკვე ერთხელ გავაკეთე და ამას კარგად არ ჩაუვლია ამიტომ აჯობებს თუ დაგემშვიდობები...

ცრემლები ნავსაყუდელის დატოვებას ცდილობენ, მაგრამ არ მინდა მის წინაშე სუსტი გამოვჩდე, არ მინდა პირველმა ვაღიარო ყველაფერი, რადგან ამას ჩემთვის მხოლოდ გულისტკენა მოჰქონდა, ამიტომ იმის მაგივრად, რომ ბოლოხმაზე მის წინ ვიღრიალო და დარჩენა ვთხოვო, ვუღიმი და ვპასხობ:

-გამიხარდა შენი წარმატება გაბი, როგორც ჩანს შენი შესაძლებობები როგორც იქნა დააფასეს, მოკლედ წარმატებებს გისურვებ... სასიამოვნო იყო შენი გაცნობა და ნახვამდის!

მის სახეზე ერთი წამით იმედგაცრუება ისახება, მაგრამ მალევე ნიღბავს თავაზიანი ღიმილით.

ფეხზე დგება, ავტომატურად მეც მის მოქმედებას ვიმეორებ და ვდგები, პლედი ზურგიდან მიცურდება და დივანზე მსუბუქად ეცემა.

-გამოსათხოვარი ჩახუტება?

-რატომაც არა!

უხერხულად ვპასუხობ, ის ნელა იხრება და მის მკლავებში მიქცევს, მე კი მის სურნელს ხარბად შევისუნთქავ, რადგან ვიცი, რომ მას ბოლოჯერ ვეხუტები...

მის ლამიის, მამაკაცის პარფიუმის და მისი სუნამოს სუნა ხარბად შევისუნთქავ, რათა შემდგომ ამის მოგონებებში გადანახვა არ გამიჭირდეს...

იგი მალე მშორდება და უხერხულად იშმუშნება, შემდეგ კი ერთად, უხმოდ მივემართებით გასასვლელისაკენ.

იგი კარს აღებს და ნელ-ნელა ჩადის კიბებზე.

ვუყურებ და ვოცნებობ, რომ კიდევ ერთხელ მოტრიალდეს, მინდა მისი მწველი მზერა უკანასკნელად შევიგრძნო, მინდა კიდევ ერთხელ ჩავხედო მის ბალახისფერ თვალებში და მისი თვალების სიმწვანის გამო კიდევ ერთხელ გამოვხატო გაოცება, მინდა კიდევ ერთხელ დავინახო მისი მომხიბლელი და ლამაზი ღიმილი, მინდა კიდევ ერთხელ შევიგრძნო თავად ის...

მაგრამ იგი კიბებზე ისე ჩადის და ისე ჯდება საკუთარ შავ ფერარში, რომლითაც პირველ პაემანზე ვიყავით, რომ ერთხელაც კი არ იხედება უკან!

როგორც კი მან მანქანა დაქოქა მაშინვე დავხურე კარები, ემოციებისაგან სრულიად დაცლილმა კარებს უღონოდ მივეყრდენი, რათა ამით მაინც შემენარჩუნებინა ჩემს ცხოვრებაში დარჩენილი ერთადერთი საყრდენი...

როგორც კი თავი მარტი დავიგულე საბოლოდ მივეცი თავს უფლება ავტირებულიყავი.

ფეხებში ძალა გამომეცალა, ჩავიკეცე, საკუთარ მუხლებს ხელები შემოვაჭდე და თავი ფეხებშორის ჩავრგე.

ვტიროდი, და ცრემლებს საშუალებას ვაძლევდი თამამად გაეკვლიათ ჩემს ავარდისფერებულ ლოყებზე გზა.

ვტიროდი, რადგან საკუთარი ბედნიერება თავად გავანადგურე, ვტიროდი, რადგან იმდენად ამაყი აღმოვჩდი, რომ სიმართლეც კი ვერ მოვუყევი, ვტიროდი იმის, გამოც, რომ დარჩენა არ ვთხოვე.

როდესაც ასეთ პოზაში ჯდომისაგან ყველაფერი დამიბუჟდა და საშინლად ამტკივდა, ახლა უკვე იატაკზე ემბრიონის პოზაში დავწექი და ისევ განვაგრძე არაფრის მომცემი ქვითინი.

როდესაც ცრემლებმა შეწყვიტა დენა, ახლა უკვე ასეთივე არაფრის მომცემ სრუტუნზე გადავედი.

მიტოვებისაგან გამოწვეულ ტკივილის აგონიაში კიდევ დითხანს ვიქნებოდი გადაშვებული, რომ არა კარზე ზარი, რა თქმა უნდა იმის თავიც კი არ მქონდა, რომ კარები გამეღო ამიტომაც დავაიგნორე და ისევ განვაგრძე სრუტუნი.

კარზე კიდევ დარეკეს ზარი, მე კი ისევ დავაიგნორე.

ასე მანამ გაგრძედებოდა სანამ დაუპატიჟებელი სტუნარი წასვლას არ ინებებდა, რომ არა კარებს მიღმა მდგომი ჩემთვის კარგად ნაცნობი ადამიანის ხმა:

-ბელა ვიცი, რომ სახლში ხარ შემომიშვი გთხოვ!

მისი ხმის გაგონებამ თითქოს მხნეობა შემმატა, ფეხზე წამოვდექი და კარები გავაღე, როდესაც მას გავუსწორე მზერა ტკივილის ახალმა ტალღამ დამიარა, ისევ ავტირდი, მაგრამ ამჯერად უკვე მის მკლავებში მოქცეული, კარის ზღურბლზე ჩემს სულელურ პიჟამაში გამოწყობილი ვქვითინებდი....

Fortsett å les

You'll Also Like

1.1M 44.1K 51
Being a single dad is difficult. Being a Formula 1 driver is also tricky. Charles Leclerc is living both situations and it's hard, especially since h...
2.2M 115K 64
↳ ❝ [ INSANITY ] ❞ ━ yandere alastor x fem! reader ┕ 𝐈𝐧 𝐰𝐡𝐢𝐜𝐡, (y/n) dies and for some strange reason, reincarnates as a ...
308K 6.8K 35
"That better not be a sticky fingers poster." "And if it is ." "I think I'm the luckiest bloke at Hartley." Heartbreak High season 1-2 Spider x oc
564K 12.6K 39
In wich a one night stand turns out to be a lot more than that.