BLACK THREAD | M.YG

By 3lackCrow

14.5K 1.3K 166

პაკ ამელი - ახალგაზრდა გოგონაა,რომელიც მუშაობას პოლიციის განყოფილებაში იწყებს.იგი საკმაოდ მხიარულ კოლექტივში... More

Trailer/თრეილერი
პროლოგი
თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17

დასასრული

1K 92 18
By 3lackCrow

- სტეისი,ჩვენ ის ვიპოვეთ,როგორც შეგპირდი, - ამელი მისი დაქალის საფლავთან იჯდა,რომლის წინ წითელი ყვავილები დაეწყო. - მაპატიე,რომ ვერ გაგიფრთხილდი, - გოგონამ თავი დახარა.

- ამელი, - ხმა გაისმა.იუნგი უკნიდან მიუახლოვდა და გოგონას მხარზე ხელი დაადო. - წავიდეთ?ჯინმა დამირეკა...მხოლოდ ჩვენ გველოდებიან.

- კი,ახლავე, - ამელიმ ცრემლები მოიწმინდა.

- ეი,რა მოხდა? - მინმა წარბები შეჭმუხნა და გოგონას გვერდით მიუჯდა.ბიჭი დაიჭყანა და მუცელზე ხელი დაიდო.

- იუნგი?

- ყველაფერი რიგზეა, - ბიჭმა გოგონას დამშვიდება დაიწყო და ნელა ამოიხვნეშა.იუნგი 2 კვირის წინ გამოწერეს,მაგრამ ჭრილობა ხანდახან თავს ახსენებდა.

- არ მჯერა,რომ ეს საქმე დავხურეთ, - ამელიმ თავი ჩახარა.

- ცხვირი რას ჩამოუშვი?ყველა გველოდება,წავედით, - იუნგი ადგა და გოგონას ხელი გაუწოდა.ამელიმ ბიჭს ქვემოდან ზემოთ ახედა და გაიღიმა.მან მისი პატარა ხელი ბიჭის დიდს დაადო და წამოდგა...ისინი ჯინის აგარაკისკენ გაემართნენ.იუნგის გამოჯამრთელების და საქმე <<შავი ძაფის>> დახურვის აღნიშვნა გადაწყვიტეს.

* * *

იუნგი და ამელი დიდ,აგარაკის სახლს მიუახლოვდნენ,სადაც ჯინი იდგა...მას დიდი ჭიშკარი გაეღო,და მინმაც მანქანის დაპარკინგება შესძლო.

- გამარჯობა! - ამელი ავტომობილიდან გადმოხტა და კიმს ჩაეხუტა.ბიჭს გაეცინა და გოგონას ხელები მოხვია.

- კარგი სახლია, - წარმოთქვა იუნგიმ,სოკჯინს მიუახლოვდა და ხელი ჩამოართვა.მალე ყველა სახლში შევიდა სადაც მათ ნამჯუნი ელოდა.

- აქ რას წამოგორიალებულხარ? - ჯინმა მეგობარს ბალიში ესროლა. - წავედით ხორცი შევწვათ.

- დედა? - გაოცდა ამელი,როდესაც სამზარეულოში შევიდა.

- იუნგიმ დამპატიჟა, - მისის პაკმა გაიღიმა და ქალიშვილს ჩაეხუტა. - კარგი ბიჭია.

- იუნგი? - პაკმა წარბი ჩატეხა და ბიჭისკენ შებრუნდა.როდის მოასწრეს გაცნობა?

- წავალ,ხორცს შევწვავ,-  შავთმიანმა გაიცინა და გაიქცა.

- არ შემეძლო მეცადა,თვითონ როდის გამაცნობდი, - ჩაიცინა ქალმა.მაგრამ საუბარი გოგონამ შეაწყვეტინათ,რომელიც ოთახში შემოვიდა.მას ბოსტნეულით სავსე პაკეტი ეკავა.

- გამარჯობა, - საყვარლად გაიღიმა გოგონამ.

- გამარჯობა...და შენ ვინ ხარ?

- მე სან ნიკი ვარ - ჯონგუკის შეყვარებული,უფროსწორად,საცოლე.

- ძალიან სასიამოვნოა, - ამელი მოიღუშა,რადგან მიხვდა,რომ მის გამო მოკლეს სტეისი,მაგრამ არავის დადანაშაულება არ უნდოდა,ამიტომაც გაიღიმა და გოგონას ხელი გაუწოდა. - კარგი,მე რა გავაკეთო? - ჰკითხა პაკმა დედას.

- სალათი...ნიკი,შენ ბოსტნეულის რაგუ მოამზადე,მე კი რამე დესერტს გავაკეთებ, - მისის პაკმა გაკნარგულება გასცა.

- რა ხმაურია? - იკითხა ამელიმ და მინის კარებიდან გაიხედა,საიდანაც უკანა ეზო მოჩანდა,სადაც ბიჭები ხორცს წვავდნენ. - ჰოსოკ?თეჰიონ? - გაოცდა გოგონა.მან დაიყვირა და გარეთ გაიქცა. - ბიჭებო! - ყვიროდა ამელი და ორივეს ჩაეხუტა.

 -ამელი! - ჯონს და კიმს გაეღიმა და გოგონას მოეხვია.

- აქ რა გინდათ?

- იუნგიმ დაგვპატიჟა...აი,მე და თეჰიონმა ჩამოსვლა გადავწყვიტეთ...საქმის დახურვის აღსანიშნავად.

- დღეს ყველას დაპატიჟება გადაწვიტა?მეტს ვერაფერს ვიტყვი, - ნაწყენივით ამოიხვნეშა ამელიმ და ბიჭს გახედა,რომელიც ჯონგუკთან და ნამჯუნთან იდგა და ხორცს ჭრიდა.

- ნუთუ ეს მას შენთვის არ უთქვამს? - იკითხა თეჰიონმა.

- რა უნდა ეთქვა?

- ის,რომ მოვიდოდით, - დაასწრო ჰოსოკმა და კიმს მუჯლუგუნი გაჰკრა.

- არა...მაშ კარგი,მე წავალ, - ამელიმ გაიღიმა და სახლისაკენ წავიდა.

- ეს ხომ სურპრიზია, - ჯონმა თვალები აატრიალა.

- დამავიწყდა,ეს უბრალოდ ისეთი ამაღელვებელია!

 - ოჰ,კარგი.ნახშირი წამოიღე, - ჰოუფს გაეცინა და ბიჭებისკენ გაემართა.

* * *

საღამოსთვის ყველაფერი მზად იყო.ნამჯუნმა ვერანდაზე დიდი მაგიდა აიტანა,ხოლო გოგონებმა მას სტოლსაფალი გადააფარეს.

- ყველაფერი მზად გვაქვს! - დაიყვირა ნიკიმ ბიჭების მხარეს.მალევე ყველა დიდ მაგიდასთან შეიკრიბა.

- გადასაფარებელი შეიძლება? - იკითხა მისის ლიმ და პალტოში გაეხვია.

- ახლავე მოგიტანთ, - ჯინი წამოხტა და სახლში შევიდა.

- ჩვენც მოგვიტანე! - დაიყვირა ამელიმ და ნიკიმ.

- შამპანური ვის გინდათ? - იკითხა იუნგიმ და ბოთლი ხმაურიანად გახსნა.მხიარული ყვირილი გაისმა და ყველამ ჭიქები მაღლა აწია.

- აი ადიელაც, - ჯინმა 3 თბილი გადასაფარებელი მოიტანა.გოგონებს მისცა და მისის პაკს მხრებზე მოაფარა.

 - მადლობა, - გაუღიმა ქალმა.

- მინდა სიტყვა ვთქვა, - ნამჯუნი წამოდგა...ყველა მიჩუმდა და მზერა ბიჭზე გადაიტანეს. - მიხარია,რომ ისეთებთან მომიწია მუშაობა,როგორებიც თქვენ ხართ, - კიმმა გაიღიმა და ყველას თვალი მოავლო. - თქვენთან ერთად შევძელი საქმე დაგვეხურა,რომელიც 20 წლის მანძილზე გრძელდებოდა,ან იქნებ უფრო დიდხანსაც.ამ საქმის გამო ამელის დაკარგვა შეგვეძლო,რომელმაც ყველას გამო თავი გაწირა, - ნამჯუნმა გოგონას გახედა,რომელიც მორცხვად იღიმოდა და ადიელაში უფრო გაეხვია. - შეგვეძლო დაგვეკარგა იუნგი,რომელიც ამელის გადასარჩენად წავიდა...გვეშინოდა,რომ ვერ გადარჩებოდი,მაგრამ გვჯეროდა,რომ ძლიერი იყავი, - სიჩუმე ჩამოწვა.

- მეგობრებო,მე კი მინდა თქვენ გადღერგრძელოთ,რადგან საქმე <<შავი ძაფი>> რომ არა,იუნგის და ამელის ვერც ვერასდროს შევხვდებოდით, - თეჰიონიც ადგა. - ახლა საერთოდ აქაც არ ვიჯდებოთ,ამიტომაც გაგიმარჯოთ მეგობრებო! - ბიჭმა ბოკალი მაღლა აწია...ყველა ადგა,გაიღიმა და ჭიქები ერთმანეთისას მიუჭახუნეს.

- ხორცთან რა ხდება? - იკითხა ნიკიმ და ჯონგუკს გახედა.

- ახლავე მოვიტან, - ჯონგუკი წამოხტა და იმ მაგიდასთან მივიდა,სადაც ხორცით სავსე თეფში იდო.

- ამელი,მოდი გავიდეთ,ა? - ჩასჩურჩულა იუნგიმ და ჯონზე დაკვირვება დაიწყო,რომელიც უკვე მაგიდასთან ბრუნდებოდა.

- სად?ხორცის გასინჯვა მინდა, - გააქნია თავი გოგონამ,რის გამოც ნამჯუნის და თეჰიონის მზერა შენიშნა.

- მერეც გასინჯავ,წავიდეთ,სანამ ბოლომდე არ დაღამებულა, - მინი ადგა და პაკს დახედა.

- თუ ეს მე არ დამაინტერესებს,მაშინ არ ვიცი,რას გიზამ, - ჩაიბურტყუნა ამელიმ და ადგა.

- სად მიდიან? - იკითხა ნიკიმ.

- იუნგის მაინც არ უყვარს პუბლიკა,ეჰ...სამწუხაროა, - მოიღუშა თეჰიონი.

* * *

- სად მივდივართ? - დაინტერესდა ამელი,რომელიც იუნგის მიყვებოდა.ბიჭი სახლიდან გავიდა და მდელოსაკენ გაემართა. - უკვე საკმაოდ შორს წავედით, - გოგონა აქეთ-იქეთ იხედებოდა და ხეებს ათვალიერებდა,რომელსაც ყველა ფოთოლი ჩამოსცვენოდა.

- კიდევ ცოტაც, - იუნგი მდელოს გაცდა და ხის,თეთრ ხიდზე დადგა,რომელიც აქა-იქ ჩამტვრეულიყო.შორს თვალმიუწვდენელი მდინარე მოჩანდა,რომელზეც მზის სხივები ლამაზად ჩანდა.წყალს სუსტი სიო არხევდა,ხოლო ხეებიდან,ყვითელი,წითელი და მწვანე ფოთლები ცვიოდა.

- რა ლამაზია, - გაოცდა გოგონა და მოაჯირებთან მივიდა.- აქ რა სიმშვიდეა, - სახეზე ღიმილი გამოესახა.იუნგიმ ერთი მოძრაობით ჯიბიდან ცეფი ამოიღო,რომელზეც ნიშნობის ბეჭედი იყო ჩამოკიდებული.მან ამელის გახედა,რომელიც მზის ჩასვლით და ფოთოლცვენით ტკბებოდა. - ეს რა არის? - ამელი ბიჭისკენ სახით შებრუნდა და მის მკერდს შეეჯახა.

ამელიმ გაკვირებულად შეხედა იუნგის,რომელსაც სახეზე სუსტი ღიმილი ჰქონდა.მინმა თხელი თითებით ქურთუკი შეიხსნა და ზუსტად ისეთივე ცეფი ამოიღო,სადაც მამაკაცის ნიშნობის ბეჭედი იყო ჩამოკიდებული.

- ხელის თხოვნას ასე აპირებ? - ფრთხილად იკითხა გოგონამ,რადგან ატმოსფეროს დარღვევის ეშინოდა,მაგრამ პასუხის მაგივრად უბრალოდ ჩაცინება მიიღო.

- უკვე გთხოვე.

- და ჩემი თანხმობა? - ამელი იუნგის თავდაჯერებულობის გამო გაოცებული იყო.

- ვიცი...არა...ვგრძნობ,რომ თანახმა ხარ.

- და ცეფებზე რატომ?

- არ მიყვარს ბეჭდების ტარება, - ბიჭმა გოგონას ხელი აიღო და მის გულზე დაადებინა, - მითუმეტეს,ის აქ იქნება...ჩემს გულთან ახლოს, - იუნგიმ გაიღიმა,ამელის ჩაეხუტა და ცხვირი მის თმებში ჩარგო,თან კი მდინარეში მოტივტივე ფოთლების ყურება განაგრძო...

Continue Reading

You'll Also Like

46.3K 4.4K 30
" Чи зүгээр гэдэгтээ итгэлтэй байна уу? " " Тийм ээ ..... би зүгээр л ядарч байна. " " Би чамайг дэрлээд унтаж болох уу? " " Тэг тэг. " ... " Яасан б...
472 51 4
ჰაიბ სთორის-ის ოფიციალური ფიქცია. სტუმრების მოსვლის დღეა. მაგრამ შინ-ში-ში მნახველები არასასურველნი არიან, შურისმაძიებელო ბიომ. დაუვიწყარი მტრობა ჰაე...
864K 87.2K 30
في وسط دهليز معتم يولد شخصًا قاتم قوي جبارً بارد يوجد بداخل قلبهُ شرارةًُ مُنيرة هل ستصبح الشرارة نارًا تحرق الجميع أم ستبرد وتنطفئ ماذا لو تلون الأ...
10.5K 1.4K 12
Хайраас ч илүү хүчтэй зүйл энэ хорвоо дээр үй олноороо байдаг гэж хэн санах билээ?