BLACK THREAD | M.YG

By 3lackCrow

14.4K 1.3K 166

პაკ ამელი - ახალგაზრდა გოგონაა,რომელიც მუშაობას პოლიციის განყოფილებაში იწყებს.იგი საკმაოდ მხიარულ კოლექტივში... More

Trailer/თრეილერი
პროლოგი
თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
დასასრული

თავი 13

605 60 4
By 3lackCrow

- შენი ნამოქმედარია,არა? - უხეშად იკითხა ამელიმ და ჯინს წინ კამერა დაუდო.

- რა? - გაკვირვებულად იკითხა ჯინმა.

- ეს კი უკვე საინტერესოა, - გასწორდა იუნგი და ჯინს გახედა.

- ამელი,ეს რა არის? - კიდევ იკითხა სოკჯინმა.

- ჩემს ოთახში ვიპოვე.დიდიხანია მგონია,რომ ვიღაც მითვალთვალებს,ეს კი შენ აღმოჩნდი!და გუშინ სტეისიზე რომ გკითხე ასე უცნაური რეაგირება რატომ მოახდინე?მითხარი! - დაიყვირა ამელიმ და მაგიდაზე ხელი დაარტყა.

- იმიტომ,რომ ჯონგუკს უკვე საცოლე ჰყავს!და მაშინ გამოჩნდა სტეისიც! - კიმმა ხმას აუწია და ადგილიდან წამოხტა.

- რა?მაგრამ აქ სტეისი რა შუაშია?ჯონგუკს რატომ არ შეხნენ?

- არ ვიცი,არავინ იცის...ჯიჰუნის გარდა.

- და კამერა?

- და კამერაც არ დამიყენებია.რატომ უნდა გითვალთვალო? - ჰკითხა ჯინმა.

- იქნებ სიმპატიის გამოხატვა გინდა, - გაეცინა იუნგის.

- ეს უკვე სასაცილო არ არის.ეს იმას ნიშნვას,რომ ამელის ბინაში უკვე ვიღაც იყო, - ივარაუდა ნამჯუნმა. - არანაირი ხმა არ გაგიგია?

- წასვლის წინ რაღაც ნაბიჯების ხმა მომესმა,მაგრამ გავიფიქრე,რომ ეს დაღლილობისგან მომეჩვენა.ხოლო როდესაც ბუსანიდან დავბრუნდი,ფანჯარა ღია იყო.

- ეს ძველი კამერაა და ინფორმაცია მხოლოდ კაბელის მეშვეობით გადადის,სადღაც ასეთი მქონდა, - ნამჯუნმა კამერა აიღო და შეათვალიერა,შემდეგ კი ყუთში კაბელის ძებნა დაიწყო.

- იქნებ მისი სახის დანახვა შევძლოთ? - იუნგი ადგილიდან წამოდგა და ნამჯუნისკენ გაემართა.

- ახლავე ყველაფერს ვნახავთ, - ჯუნიმ კამერა კომპიუტერზე შეაერთა.ბიჭს ყველა სხვადასხვა მხრიდან შემოეხვა და მონიტორზე ყურადღებით ყურება დაიწყო.

- აი ჩანაწერიც, - ჯინმა ერთ ფაილზე მიუთითა.

- ვხსნი, - ნამჯუნმა მაისუთ ორჯერ დააწკაპუნა და ჩანაწერიც გაიხსნა.ცარიელი ოთახი გამოჩნდა,შემდეგ კი ამელიც შემოვიდა.ეს ზუსტად ის დღე იყო,როდესაც გოგონამ რაღაც ცუდი იგრძნო.მან თავიდან ფარდები ჩამოაფარა,შემდეგ კი ტანსაცმელის გაძრობა და პიჟამოს ჩაცმა დაიწყო.

- არ უყუროთ!  - დაიყვირა ამელიმ და მონიტორზე ხელი ჩამოაფარა.

- არ ვუყურებთ! - ერთდროულად წარმოთქვეს ჯინმა და ნამჯუნმა.მხოლოდ იუნგი იდგა გაქვავებული სახით.

- იუნგი! - დაუყვირა ამელიმ.

- რა? - მან მზერა გოგონაზე გადაიტა.ნამჯუნმა გამოცვლის მომენტი გადაახვია.

- ნუ,აქ მძინავს,შეგიძლია კიდევ გადაახვიო.

- კარგი, - კიმმა ჩანაწერის გადახვევა დაიწყო,სანამ ვიღაცის ხელი არ გამოჩნდა.

- უკან გადაახვიე, - შეამჩნია იუნგიმ.ნამჯუნმა დააპაუზა.ეკრანზე ვიღაციხ მაჯა გამოჩნდა,მაგრამ გასაგები იყო,რომ მამაკაცის ხელი იყო.

- და მორჩა?უბრალოდ ხელი?როგორც ჩანს,კამერა მიჰქონდა, - თქვა ჯინმა და ხმაურიანად ამოიხვნეშა.

- მე უფრო ის მადარდებს,რომ ის ღამე ჩემს ბინაში იყო.

- შენს სახლში ბევრი კამერა უნდა დავაყენოთ,იქნებ დაბრუნდეს.ამელი შენს ბინაში არ უნდა გამოჩნდე,ეს შეიძლება სახიფათო იყოს, - ნამჯუნმა კამერა გათიშა. - ამ კამერას კი იქ დავდებთ სადაც იყო.

- და სად ვიცხოვრო?თუ ყველაფერს დედაჩემს მოვუყვები,ამ სამსახურში აღარ გამაჩერებს,რადგან ინერვიულებს.

- მე შეყვარებულთან ვცხოვრობ,ბოდიში, - ნამჯუნმა კეფა მოიქექა.

- მე კი მშობლებთან, - უხერხულად წარმოთქვა ჯინმა.მაშინ ყველას მზერა იუნგიზე გადაერთო.

- ასე რატომ მიყურებთ?

- იუნგი,ეს მხოლოდ დროებით იქნება.ამელის საფრთხე ემუქრება...შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოკლან, - ჯინი მინთან მივიდა და თვალებში ჩახედა.

- კარგი, - დათანხმდა ბიჭი.

- შესანიშნავია,ახლა უფროსთან წავიდეთ და ჯიჰუნის შესახებ ყველაფერი მოვუყვეთ,შემდეგ კი კამერების საყიდლათ გავემართოთ, - ნამჯუნმა განკარგულება გასცა და კომპიუტერი გამორთო.მეგობრები მოემზადნენ,კუანგთან შევიდნენ და ყველაფერი მოუყვეს.შემდეგ კამერებისთვის მაღაზიაში შევიდნენ და ყველაზე იაფი და პატარები იყიდეს,რომ შეუმჩნეველი ყოფილიყო.

* * *

ყველაფერი საჭიროს ყიდვის შემდეგ,მეგობრები ამელის ბინისაკენ გაემართნენ.

- რომელი ფანჯარა იყო ღია? - იკითხა ნამჯუნმა.

- სამზარეულოში,აი, - ამელიმ სამზარეულოსკენ მიუთითა.

- კამერა სად იყო?ადგილზე უნდა დავდო, - იუნგიმ მისი ზურგჩანთიდან სხვისი კამერა ამოიღო.გოგონამ ის ოთახში გაიყვანა და კარადისკენ მიუთითა.მინი კარადის ყველაზე მაღალ თაროს აწვდა და კამერა დადო.სანამ ბიჭები სამზარეულოში კამერებს აყენებდნენ,მისაღებ ოთახში ამელი უბრალოდ დივანზე იჯდა და იხსენებდა,რომ ბანაობის მომენტში,უცნაური ფეხის ხმა მოესმა.და ის მისი ბოლო დღე რომ ყოფილიყო?რომ მოეკლათ?

კამერების დაყენება საღამომდე გაიწელა.

- ამელი,საჭირო ნივთები შეაგროვე,მალე დავამთავრებთ, - ჯინი გოგონასთან მივიდა და დივანზე ჩამოჯდა.

- ა?

- უკვე ვამთავრებთ,ყველაზე საჭირო ნივთები აიღე.

- ოღონდ მთლიანი ჩემოდანი არ წამოიღო! - დაიყვირა იუნგი,რომელიც სკამზე იდგა და კამერას ნახატის უკან მალავდა.

- ზურჩანთას ავიღებ. - გოგონამ მოწყენილად წარმოთქვა,რომელიც ჯერ კიდევ ფიქრებში იყო,წამოდგა და ოთახში გავიდა.

- რა სჭირს? - იკითხა ნამჯუნმა.

- იქნებ,შეშინებულია?ჯერ კიდევაც არ წარმომიდგენია,როგორ დგას ასე მყარად, - ჯინი დივნიდან წამოდგა,ბიჭებისკენ გაემართა და კამერების ყუთების შეგროვება დაიწყო.

ამელი ოთახში შევიდა და რამდენიმე მაისური და ჰუდი აიღო.ცდილობდა ისე მოქცეულიყო,თითქოსდა კარადაში არანაირი კამერა არ იყო,მაგრამ რაღაც არაბუნებრივად გამოსდიოდა.

კარადიდად ზურგჩანთის გამოღების და მასში ტანსაცმელების ჩაწყობის შემდეგ,ამელი სააბაზანოსკენ გაემართა,რომ კბილის ჯაგრისი აეღო.არავისთვისაა ცნობილი,რამდენი ხანი იცხოვრებს იუნგისთან.

- მზად ვარ, - პაკი მისაღებში გავიდა.

- ჩვენც ყველაფერი მზად გვაქვს, - ბიჭები დივნიდან ადგნენ.იუნგიმ ყუთების პაკეტი აიღო და გასასვლელისკენ გაემართა.

ამელიმ ყველგან შუქი გამორთო და ბინა დაკეტა.ქუჩაში გასვლის შემდეგ,ნამჯუნმა მანქანას სიგნალიზაცია გამოურთო.

- და შეიძლება ჩვენ ფეხით წავიდეთ? - იკითხა ამელიმ,რაზეც ნამჯუნმა და ჯინმა ერთამენთს გახედეს.

- თუ ასე გინდა, - ნამჯუნმა მხრები აიჩეჩა და მანქანაში ჩაჯდა, - ჯინ,ჩაჯექი, - ბიჭმა მანქანა დაქოქა,ხოლო როდესაც სოკჯინიც ჩაჯდა,მაშინ წავიდა.

- ფეხით რატომ? - იკითხა იუნგიმ და მანქანას თვალი გააყოლა.

- მინდა სუფთა ჰაერზე ვიყო ცოტახანს,მაინც ორი ქუჩა უნდა გავიაროთ, - ამელიმ ხელები ჯიბეში ჩამალა და წინ გაემართა.

- ჩანთა მომეცი, - მინმა ნაბიჯებს აუჩქარა,მას ჩანთის მიტანაში დახმარება უნდოდა.

- მძიმე არ არის, - უპასუხა გოგონამ და სიარული გააგრძელა.იუნგიმ უბრალოდ თავი დაუქნია და ამელის უკან ნელა სვლა დაიწყო.ქუჩაში უკვე არავინაა,ამიტომაცაა ასე მშვიდი და წყნარი.გზას უამრავი ფანარი ანათებს,ხოლო ცაზე ათასობით ვარსკვლავი კაშკაშებს.ამელიმ ვერც კი შეამჩნია,თუ როგორ აღმოჩნდა სხვა ბინაში.ავეჯი ისე ბევრი არ იყო,მაგრამ რაიმეს გარჩევა რთული იყო ამდენი ჭუჭყიანი ტანსაცმლის გორებში.

- ბოდიში,მილაგება ვერ მოვასწარი, - იუნგი ოთახის შიგნით შევიდა და გასაღები კაუჭზე ჩამოკიდა.

- სად შემიძლია მოვეწყო? - ფრთხილად იკითხა ამელიმ და ერთ ადგილას დგომას აგრძელებდა,თითქოს ეშინოდა,რაიმე გაეფუჭებინა.

- წავიდეთ, - ბიჭმა ერთი ოთახის კარი გააღო.ის ძალიან განსხვავდებოდა მისაღები ოთახისგან.თუ ერთ ოთახში ქაოსი და მოუწესრიგებლობა იყო,მაშინ აქ ყველაფერი თავის ადგილას ეწყო. - ჯერ-ჯერობით შეგიძლია აქ იცხოვრო.

- კარგი, - თქვა ამელიმ და მზერა დიდ კომოდზე შეაჩერა,რომელზეც ფოტო იდგა,ლამაზ ჩარჩოში, - ლამაზია, - ამელიმ ფოტო ხელში აიღო და გოგონაზე დაკვირვება დაიწყო.ის შავთმიანი იყო და ისეთივე თეთრი კანი ჰქონდა,როგორც იუნგის.

- ჩემი დაა, - ბიჭმა მუჭში ჩაახველა, - ეს მისი ოთახია,მისი სიკვდილის შემდეგ არაფრის შეცვლა მინდა. - ამელიმ ფოტო ადგილზე დადო და ირგვლივ მიმოიხედა.ის საწოლთან მივიდა და დაჯდა,ისე რომ ერთ წერტილში ყურებას აგრძელებდა. - ამელი რა მოხდა?თავს ცუდად გრძნობ? - მისთვის უჩვეულო იყო ამელი ასეთი მოწყენილი ენახა...

- და გახსოვს,რომ თქვი,იქნებ ერთ დღესაც გაღვიძება ვერ შევძლო და პოლიციამ მაჯაზე შავი ძაფი მიპოვოს? - ამელიმ თავი აწია და იუნგის გახედა.თვალები წამოსული ცრემლების გამო აწითლებოდა.ეჭვი არავის ჰქონდა,რომ ის სიტყვები გოგონაზე ასე იმოქმედებდა.ამელი დიდხანს ფიქრობდა ამაზე...შიშის გრძნობა არ ტოვებდა.

- ეი,რა მოხდა? - იუნგიმ თავი უხერხულად იგრძნო,ან იქნებ რაღაც მომენტში შერცხვა კიდეც.

- იქნებ...ეს მართალი აღმოჩნდეს?იქნებ ვერასდროს დაგინახოთ კვლავ შენ,ჯინი,ნამჯუნი და მეგობრები ბუსანიდან?და ჩემს მაჯაზეც მართლაც ძაფი რომ აღმოაჩინოთ? - ამელი აგრძელებდა.

- ამელი, - ბიჭი გოგონასთან მივიდა,ჩაიცუცქა და ამელის თვალებში ჩახედა, - იდიოტი ვარ.ხანდახან ასეთ სისულელეებს ვამბობ,მაგრამ არ მიფიქრია,რომ ამას გულთან ახლოს მიიტანდი.ხომ იცი,რომ ეს სულელური ხუმრობებია, - ხმა მშვიდი,დაბალი და ...ნაზი იყო, - ვერავინ გაბედავს რამე დაგიშავოს,რადგან არის ჯინი,რომელიც შენზე ზრუნავს,ნამჯუნი, - იუნგიმ ყველა ჩამოთავალა,და თავის ხელებს დახედა, - ვარ მე, - მან მზერა გოგონაზე გადაიტანა.მისი ყავისფერი თვალები პირდაპირ იმავეს უყურებდა.მის მზერაში ყველაფერი იყო:მოწყენილობა,ღელვა,ტკივილი და რაღაცის იმედი. - დაიძინე,რთული დღე იყო, - იუნგი წამოდგა და ამელი საწოლზე დააწვინა.მან დიდი ადიელა აიღო,რომელსაც ოდესღაც თავის დას აფარებდა. - ძილი ნებისა, - მინმა სინათლე გამორთო და წასვლა დააპირა.

- იუნგი, - ძლივს გასაგონად წამორთქვა ამელიმ,რამაც ბიჭს შემობრუნება აიძულა, - მადლობა, - ჩურჩულილით წარმოთქვა გოგონამ.ბიჭმა თავი დაუქნია და კარები მოხურა.პაკმა თავი დიდ ბალიშს დაადო,თან კი იუნგი სიტყვებზე ფიქრობდა,რომლებიც 1 წუთის იქნა ნათქვამი.მისი მშვიდი და სასიამოვნო ხმა ექოსავით ისმოდა თავში,რამაც გოგოს ჩაძინება აიძულა...

* * *

დილა დადგა.მზე საერთოდ არ იყო,ცაზე უამრავი ღრუბელი მოგროვილიყო,ეს კი იმას ნიშნავდა,რომ მალე წვიმიანი შემოდგომა ახლოვდებოდა.დღეს უქმე დღეა,მაგრამ ამელი ყველაზე პირველი ადგა,რომ საუზმე მოემზადებინა და ამით იუნგისთვის მადლობა გადაეხადა.ის ფანჯრისკენ შებრუნდა და აქეთ-იქეთ მოძრავი ხეები დაინახა.მთელ სხეულზე ჭიანჭველებმა დაუწყეს სირბილი,ამელი შეიშმუშნა და ჰუდის გადაცმის შემდეგ,სამზარეულოსაკენ გაემართა.ბინა პატარა იყო,ამიტომაც გოგონამ კომფორტული სამზარეულო მალე იპოვა.ამელიმ ნიჟარას დახედა და ჭუჭყიანი ჭურჭელი დაინახა.

კეფის მოქექვის შემდეგ,კიდევ ერთხელ გაიფიქრა,თუ როგორი "ნირიახა" იყო იუნგი და ამელი ჭურჭლის რეცხვას შეუდგა.ის ამას ჩუმად აკეთებდა,რომ ბიჭი არ გაეღვიძებინა,რომელსაც მისაღებში გაწყობილ დივანზე ეძინა.ჭურჭლის გარეცხვის დასრულების შემდეგ,ამელიმ მაცივარი გამოაღო.მან რამდენიმე კვერცხი,რძე და სოკი აღმოაჩინა.

- ოჰ,ამით რამეს გავაკეთებ, - წარმოთქვა პაკმა და ყველა პროდუქტი გამოიღო.ამელიმ ომლეტის მომზადება გადაწყვიტა.გემრიელმა სუნმა მთელი ბინა მოიცვა და იუნგის გაღვიძება აიძულა. - ო!ზუსტად კარგ დროს გაიღვიძე, - გაიღიმა გოგონამ და მაგიდის გაწყობა განაგრძო.მინი ცოტაოდენ შოკში იყო.მას დიდიხანია სახლის საჭმელი არ უჭამია,რადგან სულ სწრაფი მომზადების ლაფშას ჭამდა.

- ასე ადრე რატომ ადექი? - იკითხა იუნგიმ,სკამზე დაჯდა და ამელიზე დაკვირება დაიწყო,რომელიც სამზარეულოში დატრიალებდა. - უქმეებია.

- უბრალოდ მინდოდა მადლობა გადამეხადა, - ამელიმ ბიჭს წინ ომლეტით სავსე თეფში დაუდგა.

- დიდიხანია ნორმალური საჭმელი არ მიჭამია, - იუნგიმ ჩანგალი აიღო.

- ვიღაც ამბობდა,რომ მე და მომზადება საერთოდ არ შევეფერებოდით, - გაიხსენა პაკმა.

- გეყოს ჩემი ხუმრობების გულთან ახლოს მიტანა, - იუნგიმ თვალები გადაატრიალა.

- მაშინ შენც არ იხუმრო ასე, - ჩაიბურტყუნა ამელიმ.

- იქნებ და შენი რეაქცია მომწონს, - გაიცინა ბიჭმა.

- საერთოდ არანაირ რეაგირებას არ მოვახდენ , - გოგონამ ხუმრობით აატრიალა თვალები და გაიცინა,რადგან ბიჭის ღიმილის დანახვა გაუხარდა, - რას გეგმავ,როგორ გაატარებ უქმეებს?

- ბიჭებთან ერთად კამერების შესამოწმებლად წავალ, - იუნგიმ თითქმის საუზმის ჭამა დაასრულა.

- ჩემი ბინის? - იკითხა გოგონამ.

- ხო.

- დღეს არსად გასვლა არ მინდა.

- კარგი,გასაღები მომეცი, - იუნგიმ სოკი აიღო.

- ანუ,ჩემს დაპატიჟებას არც აპირებდი?

- უქმეებია...გასაღებს მომცემ? - მინმა ჭიქა და საინი აიღო და ნიჟარაში ჩადო.ამელი ბიჭის მოქმედებებს აკვირდებოდა.

- კარგი,კარგი, - უპასუხა გოგონამ.იუნგი წასვლას აპირებდა,მაგრამ შემდეგ რაღაც გაიხსენა.ის შებრუნდა და ნიჟარას გახედა.იქ ხომ ჭუჭყიანი ჭურჭელი იყო,არა?შავთმიანმა მუჭში ჩაახველა,შემდეგ კი მისი თეფშის გარეცხვა დაიწყო. - მე გავრეცხავდი.

- მადლობა საუზმისთვის,და თუ რამე,გასაღები კაუჭზეა - იუნგიმ ხმაურიანად ამოიხვეშა და სამზარეულო დატოვა.ამელიმ უბრალოდ ჩაიცინა.

* * *

ამელიმ იუნგი გააცილა,თვითონ კი ამ არეულობაში დარჩა.

- კარგი, - გოგონამ ფილტვებში რაც შეიძლებოდა ბევრი ჰაერი ჩაუშვა და მისაღებს თვალი მოავლო.მან დივანთან მიაღწია,რომლის ირგვლივაც უამრავი ტანსაცმელი იყო მიმოყრილი.ამელიმ მათი აკრეფა დაიწყო.ამაზე 2 საათი წავიდა,მეტიც თუ არა.ტანსაცმლის გროვის შეგოვების შემდეგ,ის სააბაზანოსკენ გაემართა.სარეცხი მანქანა არის,მაგრამ მას რატომ არ იყენებს არავინ?ან იქნებ ის უბრალოდ აქ ინტერიერის გამოა?რამდენიმე ტანსაცმელის შიგნით შეყრის და სარეცხი ფხვნილის ჩაყრის შემდეგ,ამელიმ ის სწრაფ რეცხვაზე დააყენა.მაინც ბევრია დასარეცხი...

სააბაზანოში ამელიმ საშუალო ზომის ვედრო და იატაკის ჩვარი იპოვა.ოჰ,მაგრამ იატაკის ჯოხი არ არის.ამიტომაც მოუწევს იატაკი ჩახრილმა,ხელით მოწმინდოს.მაგრამ არაუშავს,ასე უფრო უკეთესიც იქნება.მისაღებში დაბრუნების შემდეგ,ამელიმ დივნიდან ზეწარი და ა.შ აიღო,რადგან მათთაც არ აწყენდათ გარეცხვა.დივნის მოწესრიგების და გვერდით მიდგმის შემდეგ,გოგონამ ყველგან დაიწყო იატაკის მოწმენდა.შემდეგ კი პატარა ჩვარი აიღო და ტელევიზორიდან,ტუმბოდან და მაგიდიდან მტვრის გადაწმენდა დაიწყო.ქუჩაში საკმაოდ ჩამობნელდა,თუმცა ჯერ კიდევაც შუადღე იყო.როდესაც ჭექა-ქუხილის ხმა გაიისმა,ამელი შიშიგან წამოხტა.

- წვიმა? - იკითხა ამელიმ,როდესაც ფანჯარა გააღო და ცივი ჰაერი შეისუნთქა.სახეზე ღიმილი გაუჩნდა.მან ფანჯარა ღია დატოვა და დალაგება განაგრძო.მხოლოდ ერთი ოთახი დარჩა,მაშინ კი ყველაფერი დამთავრებული იქნება.ამელი იმ ოთახში შევიდა,სადაც ჯერ-ჯერობით ღამეს ათენებს.ეს ოთხი იუნგის დისაა.გოგონამ მაგიდას თითი გადაავლო.მტვერი არ აღმოჩნდა. - სუფთაა? - ეს უცნაური იყო.როგორც აღმოჩნდა,იუნგი მხოლოდ მისი გარდაცვლილი დის ოთახს ალაგებს...

ლაგება საღამომდე გაიწელა,მაგრამ სამაგიეროდ ახლა სუნთქვაც მარტივია და აქაურობა უფრო კომფორტული გახდა.სუფთა ტანსაცმელები უკვე თითქმის გაშრა.კარადაში სუფთა ზეწრის და ბალიშის პირის ნახვის შემდეგ,დივნის გაწყობა დაიწყო.ამელიმ საკმაოდ სწრაფად დაამთავრა და ახლა მოშივდა კიდეც.მაცივარში საჭმელი არ არის,ამიტომაც მაღაზიაში წასვლა მოუწევს.

ფულის და გასაღების აღების შემდეგ,ამელი წავიდა.ქუჩაში სველი ასფალტის სურნელი იყო.ხოლო მწვანე ფოთლებიდან წვიმის დიდი წვეთები ჩამოდიოდა.ჩვეულებრივზე მეტად სიცივე იყო.გოგონამ ცხვირი თბილ ჰუდში ჩადო და წინ სვლა განაგრძო.მაღაზია არც თუ ისე შორს იყო,ამიტომაც ამელიმ სწრაფად მიირბინა.მან ღვინით სავსე ბოთლი საუზმისთვის,ხორცი და ბევრი სხვადასხვა ბოსტნეული იყიდა.პროდუქტით სავსე ორი პარკის აღების შემდეგ,გოგონა მაღაზიიდან გამოვიდა.ამელიმ ბნელ კუთხეში გადაუხვია,სადაც ოდესღაც იუნგიმ შეაშინა.იმ უხერხული მომენტის გახსენების შემდეგ,პაკს გაეცინა.

- არ გაინძრე, - გაისმა ბოხი ხმა.ამელის ხელზე ჩასჭიდეს,რითაც აიძულეს პაკეტებისთვის ხელი გაეშვა და ასფალტზე დაყრილიყო.ხელები ძლიერად უჭერდა ყელზე და სუნთქვის უფლებას არ აძლევდა.გოგონა ხვანტალებდა და ცდილობდა მისთვის სახეზე შეეხედა.

- იუნგი,სასაცილო არ არის! - დაიყვირა მან და განთავისუფლებას შეეცედა.

- ანუ,იუნგი, - ჩაიცინა მან. - გადაწყვიტე უკვე,ვინ ვარ, - ეს საშინელი ხმა ყურს უფრო და უფრო უახლოვდებოდა და აიძულებლდა სხეულზე ჭიანჭველებს დაეწყოთ რბენა.ამელის ძალიან შეეშინდა.ყვირილი შეუძლებელი იყო ყელში გაჭედილი ქვის გამო.გოგონა უცხო ხელებს ჩაეჭიდა და მათი დაკაწვრა დაიწყო.

- ვინ ხარ? - ძლივს გასაგონდა წარმოთქვა ამელიმ, - შავი ძაფი, - ხელებით შეძლო უცხო მაჯაზე შავი ძაფის ამოცნობა,ხოლო შემდეგ კი მისი დანახვა.ნუთუ მთელი ეს დრო ის მას უთვალთვალებდა?იქნებ,ამელია მისი ბოლო მსხვერპლი?

- ვიცი,რომ მასთან ცხოვრობ.ფიქრობთ,რომ ჩემი დაჭერა ასე ადვილია?შენი თითოეული ნაბიჯი ვიცი.თუ ვინმეს მაინც მოუყვები,რომ შენთან ვიყავი,მაშინ პირველ რიგში იუნგი დაშავდება,ხოლო შემდეგ კი დანარჩენები, - ხმა მშვიდი იყო.შემდეგ ამელის ხელი გაუშვეს და სადღაც ერთი მიმართულებით უჯიკეს.გოგონა ხშირად სუნთქავდა,ფილტვებში ჰაერს ღრმად უშვებდა და ყელზე ხელს იკიდებდა.ის შებრუნდა და მხოლოდ შავი ჩრდილი დაინახა,მის გვერდით,ასფალტზე კი შავი ძაფის კოჭა კოტრიალებდა...

Continue Reading

You'll Also Like

472 51 4
ჰაიბ სთორის-ის ოფიციალური ფიქცია. სტუმრების მოსვლის დღეა. მაგრამ შინ-ში-ში მნახველები არასასურველნი არიან, შურისმაძიებელო ბიომ. დაუვიწყარი მტრობა ჰაე...
653 81 2
HYBE-д ажиллаж эхэлсэн эхний өдрөөс марталгүй санаж яв - Удаан ажиллахыг хүсч байвал эрэгтэй айдолуудтай дотносох хэрэггүй
195K 8.6K 37
[SEQUEL TO HEAT] It's been nine months since Justin and Charlie saw each other, both of their lives are completely different; Charlie is constantly...
4.4K 529 7
შხამით დაავადებულ სულს სიყვარულით დაავადებული გული კურნავს. ____________________________________________ ⚠️ფიქციაში ასახული იქნება +18 სიუჟეტები და ც...