BLACK THREAD | M.YG

By 3lackCrow

14.5K 1.3K 166

პაკ ამელი - ახალგაზრდა გოგონაა,რომელიც მუშაობას პოლიციის განყოფილებაში იწყებს.იგი საკმაოდ მხიარულ კოლექტივში... More

Trailer/თრეილერი
პროლოგი
თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
დასასრული

თავი 8

591 63 8
By 3lackCrow

- აუცილებლად გავხსნით ამ საქმეს, - იუნგი კაბინეტში შემოვიდა და ამელის სიტყვები იმავე ინტონაციით გაიმეორა.

- ვინ წავა? - დასვა კითხვა ნამჯუნმა.

- ზუსტად ვიცი,რომ მე არა, - მინი სავარძელში ჩაჯდა და ხელები თავქვეშ შემოიწყო.

- ამოიღეთ,ვისაც მოკლე ფურცელი ექნება,ის წავა, - ჯინი ყველასთან ფურცლებით მივიდა, - მე გრძელი მაქვს.

- მოკლე, - თქვა ამელიმ.

- გრძელი, - ნამჯუნმა იუნგის გახედა და მიხვდა,რომ ის მიდიოდა.

- მე მასთან ერთად არსად არ წავალ, - ჩაიფრუტუნა მინმა.

- იუნგი,ბავშვივით რატომ იქცევი?

- არ იღელვო,მთელი გზა ჩუმად ვიქნები, - რაღაც ნაწყენივით თქვა ამელიმ,შემდეგ კი ჩანთა აიღო და სახლში წავიდა.

- რას მიყურებთ?გაფრთხილებთ,არ დავიჭერ,როდესაც მატარებლიდან ჩამოვარდება.

- მიდი უკვე ნივთების შეგროვება დაიწყე, - ბიჭებმა გაიცინეს,ხოლო ჯინმა იუნგის შავთმებს ხელი გადაუსვა...

* * * 

სანამ სახლში წავიდოდა,ამელი უფროსთან შევიდა და უთხრა,თუ ვინ წავიდოდა ბუსანში.კუანგმა ბილეთები დაჯავშნა...გასვლა2 დღეშია.

დღე საღამოს მიუახლოვდა,ამიტომაც გზები მანქანებით გატენილი იყო...ხალხს სახლისაკენ ეჩქარებოდათ.

ამელი გზაზე გადადიოდა,უამრავ ხალხთან ერთად.მისი მზერა დაახლოებით 40 წლის კაცზე შეჩერდა.ის მუხლებამდე,გძელ,შავ მოსაცმელში იყო.თავზე შავი კეპი ეხურა,ხოლო სახეს ექიმის ნიღაბი უფარავდა.

- ფრთხილად! - პაკი კაცისაკენ გაიქცა,ისიც გოგონასკენ შემობრუნდა და ვერც კი გააცნობიერა,როგორ აღმოჩნდა ასფალტზე, - კარგად ხართ? - ამელი  წაქცეულ კაცთან მიჩოჩთა.მათი მზერა ერთმანეთს გაუსწორდა.

- დ...დიახ, - კაცი შოკში იყო,ის ახალგაზრდა გოგონას სახეზე თვალებს აქეთ-იქეთ დაარბენინებდა.

- ადგომაში დაგეხმარებით, - ამელი წამოხტა და კაცი წამოაყენა.ის გოგონაზე ორი თავი მაღალი აღმოჩნდა.

- შენ...მე გადამარჩინე? - მან თავი დაბლა დახარა.

- მგონი... - გოგონა დაიმორცხვა, - და ნიღაბი რატომ გიკეთიათ?

- ავად ვარ, - სწრაფად უპასუხა მან და მუჭში ჩაახველა.

- ოჰ,გამოჯამრთელებას გისურვებთ!და გზებზე უფრო ფრთხილად იყავით, - ამელიმ ფართოდ გაიღიმა და ხელი დაუქნია.შემდეგ კი ხალხის ჯგუფში მიიმალა,კაცი კი ცოტაოდენ შოკში იყო და ნიღაბ ქვეშ პატარა ღიმილს მალავდა...

ამელის POV

სახლში მშვიდობით დავბრუნდი,დღე მართლაც მძიმე იყო.როდესაც გამოვიცვალე,ბამბის ხალათი შემოვიცვი და აბაზანაში წყლის შევსება დავიწყე.სანამ აბაზანა ივსებოდა,შავი ჩაიც მოვადუღე.უკვე ზეგ სხვა ქალაქში ვიქნები.აუცილებლად ვიპოვი იმ ადამიანს,რომელიც კლავდა და ჯერ კიდევაც აგრძელებს ახალგაზრდა გოგონების მოკლვას.ამას რატომ აკეთებს?რა საჭიროა ამდენი მსხვერპლი?ბოლოსდაბოლოს როდის დამშვიდდება?რამდენი კითხვა არის,მაგრამ არანაირი პასუხი...

ფიქრები ჩაიდანმა შემაწყვეტინა,რომელიც მიმანიშნებდა,რომ წყალი ადუღდა.ჩაი ჩემს საყვარელ ფინჯანში დავასხი,ხოლო შემდეგ კი დიდი ყლუპი გავაკეთე...

- კარგია, - სიამოვნებისგან თვალები მივნაბე.ჩაი გადავდე და სააბაზანოში გავედი.ხალათის გახდის შემდეგ,გვირილის არომატის მქონე ცხელ წყალში ჩავწექი.სხეულზე ჭიანჭველებმა სიამოვნების გზა გაიკვლიეს.თვალები დავხუჭე და დატკბობა დავიწყე.ჩემმა ფიქრებმა,ძილში გადაშვება მაიძულეს,მაგრამ ხმაურის გამო თვალები გავახილე. - ეს რა არის? - წამოვდექი. - აქ ვინ არის? - ერთადერთი რაც თავში მომივიდა...ვინ შეიძლება აქ იყოს,ჩემს გარდა?ხო,რა სისულელეა. - მომეჩვენა, - შვებისგან ამოვისუნთქე და ისევ თვალები დავხუჭე.

როდესაც თბილი სააბაზანოდან გამოვედი,თმების პირსახოცით გამშრალება დავიწყე.ის ხმაური მოსვენებას არ მაძლევდა,მეგონა,რომ ვიღაც მითვალთვალებდა,რის გამოც თავი არაკომფორტულად ვიგრძენი.კარებისაკენ გავემართე,იმის ფიქრით,რომ იქნებ ჩაკეტვა დამავიწყნა.

- უცნაურია,დაკეტილია, - როდესაც დავრწმუნდი,რომ კარი ჩაკეტილი იყო,ისევ სამზარეულოში დავბრუნდი,რომ ჩაის სმა დამემთავრებინა.როდესაც ჩაისთან მივედი,პატარა ქარი ვიგრძენი.მე ხომ ფანჯარა არ გამიღია...ან გავაღე?რა მჭირს?დასაძინებლად უნდა დავწვე,დაღლილობისგან უკვე ჭკუიდან ვიშლები.ფანჯრის დახურვის შემდეგ,ჩემს ოთახში გავედი.პიჟამო უნდა ჩავიცვა.

ნაზი და კომფორტული პიჟამოს აღების შემდეგ,გამოცვლა დავიწყე.და მაინც,არ მტოვებს ის გრძნობა თითქოსდა მითვალთვალებენ...ნუთუ ჯერ კიდევ ვერ მივეჩვიე ახალ ადგილს...სჯობს ამის მჯეროდეს.დიდი ადიელას ქვეშ შევძვერი და დაძინებას შევეცადე,მაგრამ თავში უამრავი კითხვა არ მაძლევდა ამის უფლებას...

ამელის POV დასასრული

* * *

ახალი სამუშაო დღე დაიწყო.ყველა,გარდა ამელისა,სამუშაო ადგილზე იყო.

- იუნგი,ჩაი გინდა? - იკითხა ჯინმა და ფინჯანში ადუღებული წყალი დაასხა.

- კი,მიდი.და ჩვენი პრინცესა სადაა? - მინმა ტელეფონი გვერდით გადადო და მაგიდაზე ხელები დააწყო.უეცრად კარები გაიღო,და კაბინეტში ამელი შემოვიდა...უბრალოდ ჯინსებში და სვიტერში,რომელიც მასზე ორჯერ დიდი იყო. - ფორმის გარეშე რატომ ვართ? - ჰკითხა ბიჭმა.

- მოკეტე, - უხეშად უპასუხა გოგონამ,ჩანთა სადღაც მაგიდაზე მიაგდო,ხოლო თვითონ სავარძელში ჩაჯდა და თავი მაგიდაზე დადო.ამელის სახე თმებმა დაფარეს.ყველა გოგონას გაკვირვებული უყურებდა.

- ასე უხეშად რატო? - დაიწუწუნა შავთმიანმა.

- არ გამოგიძინია? - დაინტერესდა ჯინი.

- ვერ დავიძინე,მგონია,რომ ვიღაც დამყვება, - ძლივს გასაგონად წარმოთქვა ამელიმ.

- ნუ ხო,შეიძლება საერთოდაც არ გაიღვიძო,შემდეგ კი შენს მაჯაზე შავ ძაფს ნახავენ, - გაიხუმრა მინმა და ხელები განზე გაშალა.

- ჰა-ჰა,ძალიან სასაცილოა, - გოგონა ბიჭის საპირისპიროდ შებრუნდა.

- იუნგი,ეს სასაცილო არ არის, - ჩაერია ნამჯუნი.

- კარგით რა,მკვლელი პაკს უკან რატომ უნდა დაყვებოდეს?კაცი ჭკუიდან შეიშლება,როდესაც ნახავს თუ ის როგორი მოუხერხებელია.

- მას სახელი აქვს, - ჩაიბუტბუტა ნაწყენივით გოგონამ.

- დიახ,დამავიწყდა.მაპატიეთ,მისის მოუხერხებელო.

- ყავა დალიე, - სოკჯინმა ფინჯანი ამელის გვერდით დაუდგა.

- მადლობა,ჯინ, - წაბლისფერთმიანმა ყავა აიღო და პატარა ყლუპებით სმა დაიწყო.

- ახლავე მოვალ , - კიმმი სადღაც წავიდა.

- სად წავიდა? - იკითხა ნამჯუნმა.

- არ ვიცი,მე ვიძინებ.გამაღვიძეთ,თუ რამე მოხდება, - ამელი სავარძლის საზურგეს მიეყრდნო,კაპიშონი დაიხურა და თვალები მიხუჭა.

- და ასე შეიძლება? - ჰკითხა იუნგიმ ნამჯუნს.

- შენთვის არა, - ჯუნის გაეცინა და კომპიუტერში რაღაცის ბეჭდვა გააგრძელა.რამდენიმე წუთში კი კაბინეტში ჯინი დაბრუნდა.

- ამელი,მე-9 კაბინეტი ცარიელია,იქ გრძელი სავარძელია,შეგიძლია რამდენიმე საათი დაიძინო...

- უყურეთ რა,როგორი მზრუნველობაა, - ამოიფრუტუნა მინმა და მძინარე ამელის თვალი გააყოლა...

* * *

ამელის შავ ოთახში გაეღვიძა...მთელი დღე იძინა...ჯიბიდან ტელეფონის ამოღების შემდე კი ნახა,რომ უკვე საღამოს 7 საათი იყო.

- ჯანდაბა,მთელი დღე აქ ვკოტრიალებდი? - გოგონამ გაილანძრა და ფანარი ჩართო,რომ კარები ეპოვა.ამელი კაბინეტიდან გამოვიდა და მეგობრებისკენ გაემართა.

- ო,დილა მშვიდობისა, - იუნგი კარადის წინ იდგა და ქაღალდებს აწყობდა.

- ნამჯუნი და ჯინი სადაა?

- დიდიხანია წავიდნენ,და მეც ვემზადები უკვე.

- წავიდეთ, - პაკმა მაგიდის ქვემოდან ზურგჩანთა ამოიღო და ბიჭს გახედა.

- ჩემს სახლამდე მიცილებას აპირებ? - ბიჭმა გოგონას გახედა.

- ნუ...მე მინდოდა მეთხოვა,რომ შენ მიგეცილებინე, - რაღაც უხერხულად სთხოვა ამელიმ.

- კიდევ რა გინდა.შენზე ნაწყენი ვარ,ამიტომ მარტოც მიხვალ, - ამელი და იუნგი ოთახიდან გამოვიდნენ.ბიჭმა კაბინეტი დაკეტა და გასაღები დაცვას დაუტოვა.პაკი და მინი ერთმანეთიგან არცთუ ისე შორს ცხოვრობდნენ - მხოლოდ ორი ქუჩის მოშორებით.ბიჭი არ აპირებდა გოგონას სახლამდე მიცილებას,რადგან მის გულში წყენა დაგროვდა.იუნგი ჩუმად მიდიოდა,და ასფალტზე კედებით მიაშრიალებდა.მაგრამ გრძობდა,რომ უკან ამელი მოყვებოდა,რომელიც ფრთხილ ნაბიჯებს დგამდა,რომ ბიჭი არ გაებრაზებინა. - და დიდხანს აპირებ,რომ უკან მსდიო? - შავთმიანი გაჩერდა,რისგამოც ამელიც გაჩერდა.

- შენს სახლამდე მიხვალ,შემდეგ კი ფანრებს გავყვები, - ძლივს გასაგონად წარმოთქვა პაკმა.იუნგიმ ამოიხვნეშა,რადგან მიხვდა,რომ სინდისი შეაწუხებდა,რომ ამელი სახლამდე არ მიეცილებინა.მთელი გზა ჩუმად იყვნენ.გოგონა ფიქრობდა,რომ იუნგი თავის სახლში მიდიოდა,მაგრამ მან გოგონას ბინის შესახვევთან გადაუხვია და გაჩერდა.

- ხვალ დილის 8 საათზე მატარებლის სადგურთან  გელი,თუ დააგვიანებ,მაშინ მარტო წავალ ბუსანის დასაპყრობად, - იუნგიმ ჯიბეში ხელები ჩაიწყო და წავიდა.

- მადლობა! - ამელიმ მხიარულად გადაუხადა მინს მადლობა, სახიდან კი სულელური ღიმილი არ შორდებოდა.გული გაუთბა და პაკი კარგი ხასიათით გაემართა,რომ ნივთები შეეგროვებინა...

* * *

დრო დილის რვა საათს მიუახლოვდა.ნამჯუნი და ჯინი ამელის და იუნგის გასაცილებლად მოვიდნენ.

- აქ განყოფილების მისამართია,სადაც პაკ ჯიმინი მუშაობს, - ნამჯუმა მინს ქაღალდი გაუწოდა.

- კარგი,ამელი სად არის? - იუნგიმ ქაღალდი აიღო და მაჯის საათს გაღიზიანებულად დახედა. - უკვე მალე ჩვენი მატარებელიც მოვა.

- იქნებ,რამე მოხდა? - ანერვიულდა ჯინი.

- მეგობრებო! - ბიჭებმა ნაცნობი ხმა გაიგონეს და ერთდროულად შებრუნდნენ...ამელი ჩემოდნით ხელში მათ უახლოვდებოდა.

- ჩემოდანი რად გინდა? - შავთმიანმა თვალები აატრიალა.

- ჩემთვის საჭირო ყველა ნივთი ჩავაწყვე,და შენი ნივთები სად არის? - პაკმა ბიჭის მხრებზე ზურგჩანთა შენიშნა,რომელიც ნახევრად ცარიელი იყო, - ა,გასაგებია.

- მეგობრებო,თქვენი ვაგონი უკვე ჩამოდგა, - ნამჯუნი მთელი ეს დრო ცხრილს უყურებდა,რომ საჭირო ვაგონი არ გამოეტოვებინა.

- კარგით აბა,ჩვენ წავედით, - იუნგიმ ბიჭებს ხელი ჩამოართვა და მატარებლისკენ გაემართა.

- მომენატრებით! - ამელი ნამჯუნს და სოკჯინს გადაეხვია,შემდეგ კი ხელში ჩემოდანი აიღო და მინს გაეკიდა. - იუნგი,არ გინდა,რომ დამეხმარო? - დაიყვირა გოგონამ და ტემპს აუჩქარა.

- სასაცილოები არიან, - ნამჯუნი მეგობრებს აკვირდებოდა.

- აჰა, - გაეცინა ჯინს.

იუნგი და ამელი უკვე კუპეში იყვნენ.გოგონამ იმწამსვე მისი ადგილის მოწყობა დაიწყო,ხოლო მინი იმის იმედით წამოწვა,რომ დაძინებას შესძლებდა.

- იძინებ? - იკითხა ამელიმ,მაგრამ იუნგი პასუხის გაცემას არ აპირებდა. - მაგრამ დღე ხომ ახლა იწყება! შეხედე,რა მშვენიერი ხედია, - გოგონამ გაიღიმა და ფანჯრიდან გაიხედა.

- ჩვენ ხომ ჯერ კიდევაც არ გავმგზავრებულვართ, - დაღლილად წარმოთქვა მინმა.

- მაგრამ ხომ მალე გავემგზავრებით!ადექი,ჩაის გავაკეთებ.

- მისმინე,შენ შემპირდი,რომ მთელი გზა ჩუმად იქნებოდი, - გაიხსენა იუნგიმ.

- რა უხეში ხარ.აი ნახავ,ჩუმად ვიქნები,მთელი გზა!ჩემგან ერთ სიტყვასაც ვერ გაიგონებ...ალბათ, - გოგონამ ლოყები დაბერა,ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა და ტუჩები წინ წამოწია.

ამელიმ კომფორტული ტანსაცმელი ჩაიცვა და ლოგინი გააწყო.ადიელას ამოღების შემდეგ კი,მძინარე იუნგის გადააფარა.

უკვე ღამე დადგა.ფანჯარაში ჩამობნელდა,ხოლო ვაგონში სუსტი სინათლე ჩართეს,რომელიც მხოლოდ კომფორტს თუ ქმნიდა.ამელის დიდიხანია ადიელაში გახვეულს,წიგნის კითხვის დროს ჩაეძინა...იუნგის ახლახანს გაეღვიძა.მას დღე არ უყვარდა,რადგან დღისით ყველა გაქცევ-გამოქცევიზეა,სადღაც გარბიან,ჩქარობენ,ხმაურობენ...ხოლო ღამით ადამიანების სამყარო ჩერდება.ფაჯრებში სინათლეები ერთიმეორეს მიყოლებით ქვრება,ღამის ფანრები ირთვება,რომლებიც ცარიელ ქუჩებს და გზებს ანათებს...ერთი სიტყვით - სიმშვიდე და სიჩუმე ისადგურებს.

ბიჭი ჯდება და მძინარე ამელის უყურებს.შემდეგ კი ეღიმება და ფანჯარაში ყურებას აგრძელებს.რაიმეს გარჩევა არ გამოსდის,რადგან სიბნელემ ყველაფერი შთანთქა.ყველაფერი,ვარსვლავების გარდა,რომელიც ცაზე ანათებდა.იუნგიმ მზერა მაღლა გადაიტანა და ღამის სილამაზით დატკბობა დაიწყო.

- რატომ არ გძინავს? - ამელის უეცრად გაეღვიძა.

- ასე შეშინება რა საჭიროა? - იუნგი შეტოკდა და ამოიხვნეშა.

- ბოდიში... - ჩუმად ჩაილაპარაკა პაკმა და უზარმაზარი პაუზა გააკეთა, - რა სილამაზეა, - წარმოთქვა გოგონამ,რომელიც ღამის სილამაზით დატკბობას შეურთდა.

- აჰა.

- დიდიხანია შენთვის რაღაცის თქმა მინდა,მაგრამ შესაფერი მომენტი არ იყო... - ამელი ადიელას კიდეს ჩაეჭიდა და სახეზე აფარება დაიწყო.

 - ახლა მითხარი, - იუნგიმ დაინტერესებული მზერა გოგონას მიაპყრო...

Continue Reading

You'll Also Like

511K 27.9K 18
𝐒𝐡𝐢𝐯𝐚𝐧𝐲𝐚 𝐑𝐚𝐣𝐩𝐮𝐭 𝐱 𝐑𝐮𝐝𝐫𝐚𝐤𝐬𝐡 𝐑𝐚𝐣𝐩𝐮𝐭 ~By 𝐊𝐚𝐣𝐮ꨄ︎...
332K 30.1K 124
[Анхны монгол BTS REACTION] 🌸Та POOR FANGIRL амьдарлаасаа уйдаж байна уу? 🌸Тэгвэл та яг одоо энэ REACTION-г унш! Та BTS-ын эхнэр болно гээд бод доо...
11.7K 979 14
-Эхлэл шигээ амархан төгсгөл байх вий дээ Ким Тэхён. -Би тийм амархан үхчихгүй л байх...