BLACK THREAD | M.YG

By 3lackCrow

14.5K 1.3K 166

პაკ ამელი - ახალგაზრდა გოგონაა,რომელიც მუშაობას პოლიციის განყოფილებაში იწყებს.იგი საკმაოდ მხიარულ კოლექტივში... More

Trailer/თრეილერი
პროლოგი
თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
დასასრული

თავი 5

606 65 3
By 3lackCrow

დღე საღამოს მიუახლოვდა.იუნგი და ნამჯუნი მხოლოდ მაშინ დაბრუნდნენ განყოფილებაში.

- როგორც იქნა,აბა რა ხდება? - ჯინი ადგილიდან წამოხტა და იუნგის კითხვა დაუსვა.ბიჭი კაბინეტში უბრალოდ ჩუმად შემოვიდა.

- შენ რა ტიროდი? - ამელიმ იუნგის აწითლებული თვალები დაინახა,რომელსაც ბიჭი ცდილობდა ჩოლკებ ქვეშ დაემალა.

- საიდან მოიტანე? - იუნგიმ ბრაზიანად გახედა პაკს.

- ჰმ,მამას ძალიან უყვარდა ქალიშვილი, - ნამჯუნს არ უნდოდა,რომ ამელის მინი გაებრაზებინა და ჩაძიებოდა,ამიტომაც თემა შეცვალა. - ძალიან გვთხოვდა,რომ მკვლელი გვეპოვა.

- მე აქ კიდევ შევისწავლე წინა საქმე.მკვლელობა ერთმანეთს ჰგავს,ისევე ისეთი შავი ძაფი და ისეთივე ფსკვნილი, - ამელიმ ფოტოები აიღო და ბიჭებს აჩვენა.

- რას მიაკვდი ამ დაწყევლილ ძაფებს?!სჯობდა არსებული და მნიშვნელობანი კვალი გეძებნა და გეპოვა! - ყელში ამოუვიდა იუნგის და მაგიდაზე მუჭი დაარტყა,რის გამოც ამელი შიშისგან წამოხტა.მინმა ისევ ხშირი სუნთქვა დაიწყო,ხოლო თვალები ცრემლებით აევსო,მაგრამ მან ხელის სწრაფი მოსმით მოიშორა ისინი და შემდეგ შოკში ჩავარდნილ ამელის გახედა, - ბოდიში. - ზურგჩანთა აიღო და წავიდა.

- თქვენც არ გჯერათ ჩემი? - პაკმა მზერა ჯინზე და ნამჯუნზე გადაიტანა,ისინი კი მხოლოდ დუმდნენ. - გასაგებია,ეს უბრალოდ დამთხვევაა,კარგი,გავიგე. - საშინლად ეწყინა,რომ არავის სჯეროდა იმის,რომ ამას ერთი და იგივე ადამიანი აკეთებდა,ამიტომ ამელი დანებდა და ამ ფაქტს შეეგუა.ან იქნებ არა?

- ხვალ მოსწავლეები უნდა დავკითხოთ,რომლებმაც სხეული იპოვეს,დღეს კი მათ შოკი ჰქოდათ...და კიდევ მის თანაკლასელებს დავკითხავთ,იქნებ მათ იციან რამე.ის ბოლოსდაბოლოს საუკეთესო იყო,უამრავს შურდა ალბათ მისი, - განიხილავდა ჯინი.

- კარგი,უკვე სამუშაო დღე დასრულდა,სახლში წასვლის დროა.ამელი,სახლამდე მიგაცილო? - ნამჯუნმა გოგონას გახედა.

- ცუდი არ იქნებოდა...

* * *

მეორე დღეს ამელი,იუნგი და ნამჯუნი სკოლაში წავიდნენ.

- მასწავლებებლები უნდა ვიპოვოთ, - ამელიმ აქეთ-იქეთ ყურება დაიწყო.

- ახლვე დავურეკავ, - ნამჯუნმა ტელეფონი ამოიღო.

- ო,თქვენ უკვე აქ ხართ, - ვიენი კაბინეტიდან გამოვიდა.

- გამარჯობა,იმ ბავშვებთან გასაუბრება მინდოდა,რომლებმაც ჯონ ლანი იპოვეს.

- ახლა მათ მათემატიკა უნდა ჰქოდეთ...ახლავე მათთან მიგიყვანთ.

მასწავლებელმა მეგობრები მოსწავლეებთან მიიყვანა.

- გამარჯობათ, - ჯიჰომ,ჩჟეინმა და მიმ თავი დაუკრეს.

- როგორ იპოვეთ ჯონ ლანი?და საკუჭნაოში რას აკეთებდით? - იუნგიმ მოზარდებს კითხვები დააყარა.

- ეემ,ჩვენ, - დაიბნა ჯიჰო.

- მორიგე ვიყავი და დაფას ვწმენდდი.ჯიჰო და ჩჟეინი სულელობდნენ,რის გამოც წყლიან ვედროს ფეხი წამოკრეს, - დაიწყო ვანმა.

- დიახ,და ვან მის უნდოდა,რომ მე და ჯიჰო მას დალაგებაში დავხმარებოდით,ამიტომაც სამივე საკუჭნაოში წავედით,მაგრამ ის დაკეტილი დაგვხვდა,რაც გასაკვირი იყო,რადგან ის ყოველთვის ღიაა, - გააგრძელა ჩჟეინმა.

- მაშინ გასაღების მოსატანად წავედი,ხოლო როდესაც მიმ ჩვრების ძებნა დაიწყო,მაშინ ყვირილი გავიგეთ.

- შუქი ავანთეთ და მოკლული ლანი დავინახეთ.ძალიან შემეშინდა.

- და იცით ლანთან ვინ მეგობრობდა? - ამელიმ კითხვა დასვა.

- მას ბევრი მეგობარი ჰყავდა,ის ძალიან კომუნიკაბელური იყო,მაგრამ ყველას მისი შურდა.ერთი საუკეთესო დაქალი ჰყავდა.კიმ ვეი,თუ არ ვცდები, - ვანი ჩაფიქრდა, - დიახ,კიმ ვეი, - დაადასტურა გოგონამ.

- კარგით,მადლობა, - ამელი შებრუნდა, - მის კლასამდე მიგვაცილეთ თუ შეიძლება, - მასწავლებელს მიმართა.

მასწავლებელს მათი სხვა კლასში გაყვანა უნდოდა,მაგრამ კორიდორში ლანის დაქალი დაინახა.

- კიმ ვეი,პოლიციას შენთან საუბარი უნდა, - მასწავლებელი ვიენი გაჩერებულ გოგონასთან მივიდა.

- ლანის თაობაზე? - დასვა კითხვა დაქალმა.

- დიახ.ბოლოს როდის ნახეთ ჯონი? - დაუსვა კითხვა იუნგიმ.

- გუშინწინ.ისტორიის პროექტს ვაკეთებდით,მაგრამ შემდეგ საღამოს 7 საათზე ვარჯიშზე წავიდა.

- როგორ ხასიათზე იყო? - ახლა ამელიმ დაუსვა კითხვა.

- კარგ ხასიათზე.ის ყოველთვის კარგ ხასიათზე იყო,ლანს მის პრობლემებზე საუბარი არ უყვარდა,ჩემთანაც კი.

- ჰმ,მგონი,იმათ უნდა დაველაპარაკოთ,რომლებთანაც ვარჯიშობდა, - შესთავაზა იუნგიმ.

- მისი შეყვარებულიც კალათბურთელია,ერთად დადიოდნენ ვარჯიშზე.

- და მისი ნახვა სად შეიძლება? - იკითხა ნამჯუნმა.

- ახლა სპორტდარბაზშია.კალათბურთელები დღეში ორჯერ ვარჯიშობენ.

- დატვირთაც ამას ჰქვია. - კიმმა ვეის სიტყვების ჩაწერა შეწყვიტა.

მეგობრებმა სპორტადბაზი იპოვეს.მთელ შენობაში ხმამაღალი ბურთების კენკვის ხმა ისმოდა.

- მწვრთნელს ვხედავ! - დაიყვირა ამელიმ და კაცის მიმართულებით სვლა დაიწყო.

- მოიცადე! - იუნგიმ პაკს გადაასწრო,გოგონას გადაეფარა,რომლისკენაც ბურთი მოფრინავდა,ბურთი დაიჭირა და ბიჭებს უკან ესროლა.

- შენ...მე გადამარჩინე?

- როგორც ჩანს,მეორეჯერ.

- მადლობა... - დაიმორცხვა გოგონა, - წამოდით მწვრთნელთან! - ამელი ისევ გაიცქა,ხოლო მინმა უბრალოდ თვალები გადაატრიალა.

- გამარჯობათ,პოლიციიდან ვართ.ჯონ ლანის შეყვარებულთან გვსურს საუბარი.

- ჰო ბინჰ!აქ მოდი! - დაიყვირა მწვთნელმა,ხოლო შემდეგ წავიდა.

- დიახ? - ჰომ მოირბინა და თან ხელით ოფლს იწმენდა.

- შენ და ლანს როგორი ურთიერთობა გქობდათ? - დაუსვა კითხვა ამელიმ.

- კარგი,სანამ თვითონ არ გააფუჭა.

- რას გულისმობ? - იუნგიმ თვალები მოჭუტა.

- 3 დღის წინ ფოტო გამომიგზავნა.იქ ის მის მეგობარს ეხუტებოდა.ასე ვფიქრობდი,ხოლო შემდეგ მათ კარიდორში შევესწარი.ის კიდე თავს იმართლებდა,რომ ეს მეგობრული კოცნა იყო,მაგრამ მე მას არ დავუჯერე.

- და ვარჯიში როდის დამთავრდა? - ნამჯუნმა მზერა ბიჭზე გადაიტანა.

- 9-ზე,შემდეგ კი სახლში წავედი.

- მართლა? - იუნგიმ ეჭვით გახედა. - ამის დადასტურება ვის შეუძლია?

- ჩემს მეგობარს,ახლოს ცხოვრობს,ამიტომაც ერთად წავედით სახლში,კიდევ ჩემი მშობლები,მოიცათ...მე მადანაშაულებთ? - ბინჰი გაჩუმდა.

- არავინ შენ არ გადანაშაულებს, - ჩაერია ამელი. - მის მეგობარს რა ჰქვია?

- სოკ პაკპაო,ხო მართლა,აი ისიც მოდის, - ბიჭმა გაღებული კარისკენ მიუთითა.

- მასთან მივიდეთ, - მეგობრები პაკპაოსკენ გაემართნენ.

- მოიცადე!შენ სოკ პაკპაო ხარ? - დაუსვა კითხვა ნამჯუნმა.

- დიახ,მე გახლავართ.და თქვენ ვინ ბრძანდებით?

- პოლიციიდან ვართ, - იუნგიმ დამამტკიცებელიც აჩვენა. - ამბობენ,რომ ლანს ეფლირტავებოდით.

- იუნგის უნდოდა ეთქვა,ემეგობრებოდით, - კიმმა მინს შეუსწორა.

- ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიყავით,მაგრამ მე ლანი მიყვარდა.მან კი კალათბურთელი აირჩია.შემდეგ კი მე შემიყვარა და ჩვენც ჩუმად შეხვედრა დავიწყეთ,მაგრამ ბინჰმა როგორცღაც გაიგო,რომ ერთად ვიყავით, - ბიჭს ლანთან გატარებული დროის გახსენება უჭირდა.

- მან გაუგზავნა ბიჭს თქვენი ფოტოები.

- ლანმა?ის ასე არასდროს მოიქცეოდა.ლანი შესაფერის მომენტს ელოდა,რომ ყველაფერი პირისპირ ეთქვა.

- მაშინ ვინ გაუგზავნა ფოტოები? - დასვა კითხვა იუნგიმ. - კარგი,მოიცა.ბოლოჯერ როდის ნახე?

- გუშინწინ,სკოლაში,მაგრამ ვარჯიშის შემდეგ ღამის სეულში გასეირნება გვინდოდა.მას ხიდზე საღამოს 9 საათზე ველოდი,მაგრამ ის არ მოსულა, - ბიჭი უფრო და უფრო ჩუმად საუბრობდა,ყელში ქვა გასჩხეროდა.

- ის ღამის 2 საათზე მოკლეს.სკოლაში.იქნებ,მას ვარჯიშის შემდეგ სკოლის დატოვების ნება არ მისცეს? - ამელიმ თავი ჩახარა.

- კამერები!მართლა,კამერები უნდა შევამოწმოთ, - იუნგის თვალები აენთო.

მეგობრებმა დაცვასთან მიირბინეს.იქნებ,კამერები იმ დღეს ჩართული იყო?

მეგობრები პირველ სართულზე ჩავიდნენ,სადაც დაცვაც იპოვეს.

- შეგიძლიათ გუშინდელი დღიდან კამერის ჩანაწერები გვაჩვენოთ?

- დიახ,რათქმაუნდა.სკოლის რომელი ნაწილი?

- საკუჭნაოსთან.და თვითონ საკუჭნაოში, - იუნგიმ ეკრანზე ყურადღებით ყურება დაიწყო.

- უცნაურია,საღამოს 9 საათის შემდეგ კამერები ითიშება.ისინი შემდეგ არ იწერდნენ.

- ან ისინი ვიღაცამ გათიშა, - იუნგიმ მკერდთან ხელები გადაიჯვარედინა და ხმაურიანად ამოიხვნეშა. - ჯანდაბა.

* * *

- ამ მომენტისთვის რა გაგვაჩნია? - ნამჯუნი კაბინეტში შევიდა.

- კამერები ვიღაცამ გათიშა,ლანს ორი შეყვარებული ჰყავდა,კიდევ რა? - ამელიმ კითხვა დასვა.

- მოდით მისი ერთ-ერთი შეყვარებული ჩავსვათ ციხეში და მორჩა, - შესთავაზა იუნგიმ.

- ბინჰი? - იკითხა ნამჯუნმა.

- კარგით,სტოპ.არავის არ ჩავსვამთ, - ამელის საერთოდ არ მოეწონა ეს იდეა. - ბიჭები აქ საერთოდ არ არიან დამნაშავეები და ეს შენ მშვებივრად იცი იუნგი, - მან მზერა ბიჭზე გადაიტანა.

- ასე რატომ მიყურებ?მინდა ეს საქმე დავხურო და ის ნაბიჭვარი ვიპოვო,რომელმაც გოგო მოკლა.

- იცით,მგონია,რომ იონ ლანსოკიც ტყუილად ჩავსვით ციხეში.ის ასე უბრალოდ გაასამართლეს,ვიღაც დამნაშავე კი თავისუფლად დადის და ახალგაზრდა გოგონებს კლავს! - ვერ მოითმინა ამელიმ.

- დამშვიდდით!ამ საქმეს ჯერ-ჯერობით გადავდებთ,იქნებ კიდევ რაიმე დამამტკიცებელი საბუთები იყოს, - ჯინმა ყველა დაამშვიდა და კაბინეტში სიწყნარე ჩამოწვა.

- მეგობრებო,ხომ არ დაგავიწყდათ,რომ ხვალ ამელის ვეხმარებით? - შეახსენა ნამჯუნმა.

- მართლაც,ხვალ ხომ შაბათია, - სოკჯინმა თითები აატკაცუნა, - და შენ,იუნგი,შენც წამოხვალ.

- რათქმაუნდა,აბა სად წავალ, - ბიჭმა ყალბად გაიღიმა,თითქოსდა ძალიან უნდოდა ამელის დახმარება.

- მადლობა ბიჭებო, - ამელიმაც მორცხვად გაიღიმა.

- და შეიძლება ძმასთან ერთად მოვიდე? - დასვა კითხვა ჯინმა.

- რათქმაუნდა შეიძლება,დღეს სამზარეულოს გავაკეთებ,ხვალ კი ავეჯს და კედლის საღებავებს მოიტანენ, - მეგობრებმა დამღლელი დღის შემდეგ სახლში წასასვლელად მომზადება დაიწყეს...

Continue Reading

You'll Also Like

11.7K 979 14
-Эхлэл шигээ амархан төгсгөл байх вий дээ Ким Тэхён. -Би тийм амархан үхчихгүй л байх...
15.3K 240 11
◎a White Collar fanfiction◎ Neal Caffrey was one of those people who never get sick, but when he finally does, it's a nightmare... [COMPLETED] Cover...
231K 5.7K 20
a girl with a hard head, but her roots are sallow and rotten. w. byers x fem!reader stranger things, season one cover by @sulkytae
2M 121K 43
"You all must have heard that a ray of light is definitely visible in the darkness which takes us towards light. But what if instead of light the dev...