Constraint.

By jjkpjmm

21.6K 1.8K 415

ჯონგუკი ხვდება პაკ ჯიმინს,მაგრამ ჯონგუკს საერთოდ არ მოსწონს ის. მასში არის რაღაც ისეთი.. ჯონგუკი ვერ იტანს მა... More

1. Welcome to Bangtan.
2.
3.
4.
5.
6.
8.
9.
10.
11.
12. THE END

7.

1.4K 144 44
By jjkpjmm

დრო გადის და ჯონგუკსა და ჯიმინს შორის ურთიერთობა დღითიდღე უკეთესდება. ისინი ერთმანეთთან უფრო მეტ დროს ატარებენ,ერთად ჭამენ და ლაპარაკობენ. ეს თითქოს იმ დროის ანაზღაურებას გავს,რომელსაც სათანადოდ არ იყენებდნენ. მაგრამ ეს კარგია - ჯონგუკს მოსწონს როგორ ვითარდება მათი ურთიერთობა. ისინი ერთმანეთს დაუახლოვდნენ,ჯონგუკს კი უფრო და უფრო მეტი უნდა.

ეს ახალ რაღაცას ქმნის - გრძნობებს - რომელსაც ჯონგუკი არ ელოდა. ის თავიდან ისე იქცეოდა,თითქოს ეს არ არსებობდა. ამას დრო დასჭირდა,მაგრამ ჯონგუკი აანალიზებს,რომ ჯიმინის მიმართ ნამდვილი გრძნობები აქვს და ისინი ზედმეტად ძლიერია. ზოგჯერ ჯონგუკი ვერ უმკლავდება მათ,ისინი კი არასდროს ტოვებენ. ეს საშიშია,რადგან ჯონგუკმა არ იცის როგორ გააკეთოს ეს - როგორ უნდა მოსწონდეს სხვა ბიჭი. რაც მან იცის ის არის,რომ უბრალოდ მოსწონს..და ეს გრძნობები ხუმრობა არ არის.

ამდენ ადამიანში,მაინც და მაინც ჯიმინი რატომ?

მას არ შეუძლია ამის გაკეთება..არ შეუძლია,მაგრამ ჯანდაბა... გულის სიღრმეში იცის,რომ ყველაფერზე მეტად უნდა ეს.

***

ჯონგუკს უყვარს ''ჰაუს ფართები'',მაგრამ ნამჯუნის ბინა ამისთვის ზედმეტად პატარაა. მაგრამ მისთვის მთავარი ბანთანის წევრებთან ერთად ყოფნაა. იუნგი,ჰოსოკი და ნამჯუნი მათ მისაღებ ოთახში კრებენ და სხვადასხვა სახის ალკოჰოლი მოაქვთ. ამასთან ერთად საცუცნავები და სადღაც ასი ფილმი,რომელსაც ალბათ ერთი–ორჯერ თუ შეხედავენ.

როცა ნასვამები არიან,ყოველთვის იცვლებიან და ჯონგუკი ფიქრობს,რომ ამ დროს თავიანთი თავები ხდებიან.

ჰოსოკი ყვირის და ყველაფერზე იცინის. თეჰიონი ოდნავ რბილი ხდება,მაგრამ თანდათან უფრო და უფრო უცნაური, რაც ღამე გადის. ის მაინც სასაცილოა – მას ყველაზე მეტ ალკოჰოლს ასმევენ,რომ ნახონ რა მოხდება – მაგრამ ჯინი ყოველთვის აქაა,რომ არ გადააჭარბონ.

იუნგი ზარმაცი ხდება და სულ ჩახუტება უნდა,მაგრამ მხოლოდ ჰოსოკთან და ნამჯუნთან. ჯონგუკი ფიქრობს,რომ ძალიან საყვარელია. როცა ჯინი ნასვამია,მას ცეკვა უყვარს. ნამჯუნი ყველაზე მშვიდია,ის ზედმეტ ალკოჰოლს არასდროს იღებს,მაგრამ თუ იღებს,საერთოდ არ ეტყობა,რომ მთვრალია.

ჯონგუკი მოფლირტავე ხდება და შეხებები უყვარს. წევრებს კალთაში უჯდება და უყვარს,როცა თმებზე ეხებიან. თეჰიონი ზოგჯერ მას მუცელზე ეფერება და ეს ძალიან მოსწონს – ჯონგუკი თავს სახლის კატად გრძნობს რადგან როცა ნასვამია,ბანთანი მას პატარა ბავშვივით უვლის.

ჯიმინი...საინტერესოა როცა ნასვამია. ის მშვიდია და არავის არ აწუხებს ისე,რომ მასთან ყოფნა არ მოუნდეთ. საყვარელია.

ის ჰოსოკს ეყრდნობა,რომელიც იუნგის ეხუტება. ახლა ისინი ყველაზე სამარცხვინო ისტორიებს ყვებიან თავიანთი ცხოვრებიდან. ჯიმინი ამბობს,რომ პერფორმანსის დროს შარვალი გაეხა,ჯონგუკს კი სიცილისგან ცრემლები მოსდის.

ნამჯუნსაც ასეთი რამ შეემთხვა,მას ტრუსები გაეხა,როცა მისი ქრაში სკოლაში თვერქს ასწავლიდა. ნამჯუნმა გადააჭარბა,ფეხები გაშალა და ნაჭერიც გაიხა. ჯონგუკს ლოყები ტკივა,რადგან სადღაც 15–20 წუთია იცინის.

სამარცხვინო ამბები სექსუალურ ამბებში გადადის,როცა ჰოსოკი მის ბოლო ვიქენდზე ყვება,როდესაც გოგო ხელიდან გაუვარდა და ორივე ძირს დაეცა.

ჯიმინი ერევა ამ საუბარში და ყველა გაკვირვებულია,რადგან მათ მხოლოდ მისი ერთი ისტორია იციან და ისიც ცუდი. არავინ ფიქრობდა,რომ ჯიმინს კიდევ ჰქონდა გამოცდილი. ყველას ყურადღება მასზეა გადატანილი,რადგან ხო,მზად არიან კიდევ ერთი ისტორიის მოსასმენად.

– მოიცა მოიცა, – თეჰიონი ჯიმინს აწყვეტინებს,როცა მხოლოდ ერთი სიტყვა აქვს ნათქვამი, – მეგონა ეს მხოლოდ ერთხელ გააკეთე.

– არა, – იცინის ჯიმინი, – არაფერი გამიკეთებია სკოლის ბოლო დღემდე.

– ჯანდაბა,მზად ვარ ამის მოსასმენად,ვინმემ ტეკილა მომაწოდეთ,– ამბობს იუნგი და ჯინიც ტეკილას აძლევს.

– ხო, ჩემი სახე... – ჯიმინი მის სახეზე ანიშნებს, – საყვარელი ვარ და ლამაზი.

– რაც მართალია, – ეთანხმება ნამჯუნი.

– ხო, – აგრძელებს ჯიმინი და წელში სწორდება, – მე ვიზიდავ...სექსუალურად დაბნეულ ბიჭებს. მახსოვს ერთი ბიჭი,ის დიდი იყო..ჯინ ჰიონს გავდა,განიერი მხრები ჰქონდა,მაღალი და სუსტი იყო. მე პატარა ვიყავი,ძალიან პატარა მის გვერდით. მოკლედ,დავლიეთ და უნდოდა მინეტი გაეკეთებინა. ეს ჩემთვის პირველი იყო და გეფიცებით,კინაღამ მოვკვდი. ის ზედმეტად შევიდა აზარტში და სხვა რაღაცეებიც მოუნდა– დეტალებს აღარ გეტყვით.

– სისულელეა! ზედმეტად ნასვამი ვარ,მიდი დაიწყე, – იუნგი ტეკილას ბოთლს მაღლა წევს, – არცერთი დეტალი არ გამოტოვო.

– მეც მაინტერესებს. ამის დედაც,უბრალოდ თქვი, – ამატებს ჰოსოკი და სხვებიც ეთანხმებიან; ჯონგუკიც იყო მათ შორის..

– კარგი..მას უნდოდა,რომ..როგორ ვთქვა,ღმერთო..ჩემი უკანალი,ხომ ხვდებით. ამას არ ველოდი,უბრალოდ უნდოდა. მაგრამ ყველაფერი მისმა შეყვარებულმა გააფუჭა. ის შემოვიდა მაშინ,როცა მისი ენა ჩემს უკანალში იყო.

ჯონგუკი შოკშია და ვერ იცინის,როცა სხვა წევრები ვერ იკავებენ სიცილს.

– ერთხელ მეც გამიკეთა გოგომ ასე,საშინლად დავიბენი. – ამბობს ნამჯუნი და თეჰიონი საზიზღარი მზერით შეხედავს.

– სხვის უკანალს არასდროს შევეხები ენით. – თქვა თეჰიონმა.

– თუ მეყვარება,რატომაც არა. – თქვა ნამჯუნმა, – ჩემმა ძმამ მითხრა,რომ ასე შეგიძლია გაარკვიო,გიყვარს თუ არა. თუ მზად ხარ,რომ მის უკანალს ენით შეეხო,ის ერთადერთია.

იუნგი და ჯიმინი ისე იცინიან,რომ არანაირი ხმა არ ამოსდით პირიდან. როცა ერთმანეთს უყურებენ,უფრო და უფრო საშინელი ხდება და იქამდე არ ჩერდება,სანამ სახეზე არ წითლდებიან. მაშინაც კი,ღიმილი მათ სახეს არ ტოვებს. ჯონგუკს სიცილისგან მუცელი სტკივა.

– ო ჯანდაბა.. – ამბობს ჯონგუკი და ცრემლს იწმენს.

– მე არ ვიცი ამას თუ გავაკეთებდი.. – ამბობს იუნგი ცოტახნის შემდეგ.

– მე გავაკეთებდი, – თქვა ჰოსოკმა, – თუ სუფთაა უკანალი,მაშინ რატომაც არა.

– შენ ყველაფერს ჭამ,არაფერია გასაკვირი. – იუნგი ტეკილას სვამს და ბოთლს ჰოსოკს აწვდის.

– ჩემთვის ბიჭსაც აქვს მინეტი გაკეთებული. – ნამჯუნი ხელს წევს.

– ვა..რამდენჯერ? – კითხულობს იუნგი.

– იმდენჯერ,რომ უკვე 95%ით ვარ დარწმუნებული,რომ ბიჭების გაკეთებული უფრო მომწონს..ოდნავ.. – ამბობს ნამჯუნი.

– მე ათი წელია გიცნობ..! – იუნგი შეშდება, – ეს როგორ არ ვიცოდი?

– არასდროს გიკითხავს.

– ღმერთო ჩემო..

ჯონგუკი მთვრალია და ასე რომ არ იყოს,ახლა ამას ალბათ არ იტყოდა.

– მე ბიჭზე ვფიქრობდი გოგოსთან სექსის დროს. – ამბობს ჯონგუკი და მთელი ოთახი ჩუმდება,ყველა მას უყურებს.

თეჰიონს სასმელი სცდება და ყველა იცინის.

– რა ჯანდაბაა? – ამბობს ჯინი და ახლა უფრო სასაცილო ხდება. ჯონგუკი ოხრავს და თავს აქნევს,რადგან ხო,მაპატიე ჯინ,რომ შევცოდე.

– ეს ძალით არ გამიკეთებია, – ამბობს ჯონგუკი,როცა სხვები ენაგლებიან და ამბობენ,რომ გეია, – გეი არ ვარ.. ვიცი,რომ არ ვარ..მაგრამ ის ხელებზე და მუხლებზე იდგა. მე უბრალოდ...ვუყურებდი როგორ შედიოდა და გამოდიოდა ჩემი პენისი.ხომ იცით,უბრალოდ მინდოდა ნორმალური სექსი მქონოდა. და ეს უცნაური იყო,არც კი ვიცოდი რომ ამის ნებას მომცემდა. ხო,მე ბიჭზე ვფიქრობდი და ეს არ ყოფილა ყველაზე საშინელი რამ,რაც დამმართნია.

– ღმერთო,ჩემი გული ვერ გაუძლებს. – ამბობს იუნგი დრამატულად, –ჩემი დონსენი..ჩემი ბავშვი.. – იუნგი აფერისტობს.

ჯონგუკი იცინის და ფიქრობს,რომ ახლა მხრებიდან დიდი ტვირთი მოეხსნა.არ იცის რატომ,მაგრამ ახლა თავს თავისუფლად გრძნობს.

– მგონი ალკოჰოლი არ იყო კარგი იდეა, – ხუმრობს ნამჯუნი.

– მოდი რამე ვითამაშოთ, – ამბობს ჰოსოკი, – რამე იდეა გაქვთ?

– Spin the bottle..? - ამბობს თეჰიონი ინგლისურად.

–მოძველდა.

– სიმართლე თუ მოქმედება? – სთავაზობს ჯინი.

– არ არსებობს, – ამბობს ნამჯუნი, – ბოლოს როცა ვითამაშეთ,საშინელ მოქმედებებს მეუბნებოდით ამიტომ არა.

ჯინი და ჰოსოკი ეთანხმებიან. არც ჯონგუკს მოსწონს ეს თამაში.

– Never Have I Ever? - სთავაზობს თეჰიონი,ის ტელეფონში ეძებს თამაშებს.

– არა, – იუნგი და ნამჯუნი ერთდროულად ამბობენ.

– 21?

– ესეც დაძველდა.. – იუნგი უარყოფს.

– Bullshit?

– უკაცრავად? – იუნგი თეჰიონს უყურებს.

– ეს თამაშის სახელია,ჰიონ.. – ჯიმინი იცნის.

– ო. ეს კარტის სულელური თამაში.. – იუნგი ხელს იქნევს.

– Would you rather? -

- არა,ესეც ისეთივე ბინძური თამაშია, – ამბობს ნამჯუნი, – არ მინდა გული ავირიო იმაზე ფიქრით,მექნებოდა თუ არა სექსი ბებიაჩემთან ან თუ ვიცურავებდი განავლით სავსე ზღვაში.

– გეტყობა ძალიან შეწუხებული ხარ, – ამბობს ჯინი და იცინის.

– ასეთი თამაშების ბრალია, – პასუხობს ნამჯუნი, – არასდროს გავიმეორებ.

– პარანოია?

–რა ჯანდაბაა..? – კითხულობს იუნგი.

– ანუ...ჩვენი წრეზე ვსხდებით და შენ რაღაცას ჩამჩურჩულებ – და მე გეუბნები იმის სახელს,ვისაც ეს სიტყვა ყველაზე მეტად შეეფერება.. და თუ ვინმეს უნდა გაიგოს,რაც თქვი ან რატომ ვთქვი მე მათი სახელი,მათ მოუწევთ დალევა. – თეჰიონი უხსნის და ტელეფონში კითხულობს.

– ჰმ...კარგი იქნება..მაგრამ კიდევ ნახე რამე. – ამბობს იუნგი და ყველა ეთანხმება.

თეჰიონი კიდევ რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს,მაგრამ არავინ ეთანხმება. ის ჩამონათვალის ბოლოში გადის.

– ბოლო არის ''Chicken'',ნერვების თამაშია. ორი ადამიანი თამაშობს,ერთმა ისეთი რამ უნდა გააკეთოს,რომ მეორე გამოიწვიოს და მის ნერვებზე ითამაშოს,ისინი ასე აგრძელებენ,სანამ რომელიმე არ დანებდება. წაგებულმა იმდენი ჭიქა უნდა დალიოს,რამდენი რაუნდის გაკეთებაც მოუწია,რომ წაეგო.

– ჯანდაბა..ბევრის დალევა მოგვიწევს, – ამბობს ჰოსოკი.

– ეგ აქ არ წერია,უბრალოდ მე მოვიფიქრე,რადგან ერთი ჭიქა არაფერია. – აღიარებს თეჰიონი.

– და პარანოია და Chicken ერთად რომ ვითამაშოთ? პარანოიაც კარგი თამაში ჩანს. – სთავაზობს იუნგი.

– მაგრამ როგორ? – კითხულობს ნამჯუნი, – თუ ვინმე პარანოიას წააგებს,მაშინ სასმელის მაგივრად Chicken უნდა ითამაშონ..რადგან ვინც Chicken-ში წააგებს,მაინც ბევრის დალევა მოუწევს.

– ოოო, – წამოიძახებს იუნგი, – კარგი,მაგრამ იცოდეთ,თუ რომელიმეზე კოცნა მომიწევს,ჩემი ენის გამოყენებას ვაპირებ,რომელიც უფრო უარესი იქნება. მარტო არ დავიტანჯები.

_________________

აქ გაწყვეტა მომიწია... 😇 მაპატიეთ. შემდეგს ალბათ ხვალ დავდებ 🤷‍♀️

Continue Reading

You'll Also Like

796K 29.5K 97
𝐀 𝐒𝐌𝐀𝐋𝐋 𝐅𝐀𝐂𝐓: you are going to die. does this worry you? ❪ tua s1 ⎯⎯⎯ 4 ❫ © 𝙵𝙸𝚅𝙴𝙷𝚇𝚁𝙶𝚁𝙴𝙴𝚅𝙴𝚂...
299K 14.6K 94
Riven Dixon, the youngest of the Dixon brothers, the half brother of Merle and Daryl dixon was a troubled young teen with lots of anger in his body...
797K 48.1K 120
Y/N L/N is an enigma. An outgoing, cheerful, smiley teenage boy. Happy, sociable, excitable. A hidden gem in the rough of Japan's younger soccer pl...
674K 22K 80
Follow the story of Cathy Potter as she and the entire school of Hogwarts sees what their future has in store for them... Best Rankings: #3 - Lily Ev...