Constraint.

By jjkpjmm

21K 1.8K 412

ჯონგუკი ხვდება პაკ ჯიმინს,მაგრამ ჯონგუკს საერთოდ არ მოსწონს ის. მასში არის რაღაც ისეთი.. ჯონგუკი ვერ იტანს მა... More

1. Welcome to Bangtan.
2.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
12. THE END

3.

1.4K 159 18
By jjkpjmm




ერთადერთი დრო როცა ისინი თავს უხერხულად არ გრძნობენ ერთმანეთთან არის მაშინ,როცა ვარჯიშობენ ან სცენაზე დგანან. სხვა ყველაფერი უბრალოდ უცნაურია. ასე გრძელდება შემდეგი ორი კვირის განმავლობაში,როცა პირველად გამოდიან სცენაზე,როგორც ჩამოყალიბებული ჯგუფი.

ისინი ყველა კარგი მოცეკვავეა და ერთმანეთს თითქოს ავსებენ. ჯიმინი ცხარე დანამატია (კრედიტი თეჰიონს ამ ტერმინოლოგიისთვის) მათი ჯგუფისთვის. ის ჯგუფს მატებს ნათებას,რომელიც ყველას ( ჯონგუკის ჩათვლით) მოსწონს. მას კარგი ტანი აქვს და მისი სტილი დანარჩენებისას ერგება. მას შეუძლია ყველაფრის მორგება,რასაც მისცემენ. პირველმა პერფორმანსმა წარმატებით ჩაიარა და ჯიმინი ამტკიცებს,რომ გამოცდილი და დახელოვნებულია ამ საქმეში.

ჯონგუკი ამას არასდროს აღიარებს,მაგრამ ფიქრობს,რომ იღბლიანები არიან,რადგან ჯგუფის საბოლოო წევრად ჯიმინი აირჩეს. ის მართალი აღმოჩნდა – ჯიმინი ჯინსაც ძალიან მოეწონა. როცა თავიდან შეხვდა,არ იცოდა რა ეფიქრა მასზე ან როგორ მოქცეულიყო მის გარშემო,მაგრამ მას ასე ემართება,როცა უცხო ადამიანებთან უწევს ურთიერთობა. ეს ყველაფერი ადვილად გაქრა და ჯინიც დაუახლოვდა ჯიმინს,როგორც სხვები.

ჯონგუკი პირველად ჯიმინის ნამღერს მათი მეორე პერფორმანსის შემდეგ ისმენს. ის არასდროს იტყვის ამას,მაგრამ ფიქრობს,რომ ჯიმინს საშინლად ლამაზი,ნაზი და მელოდიური ხმა აქვს. მას მოსწონს მისი აღებული ნოტები. როდესაც მღერის ისეთივე დახვეწილი და ელეგანტურია,როცა ცეკვავს. სიმღერის დროს თვალებს ხშირად ხუჭავს და მთლიანად შეიგრძნობს სიმღერას და იძირება მასში. მის ყელზე ვენა ჩნდება,როგორც ჯონგუკს ემართება ხოლმე. ის ფიქრობს,რომ ჯიმინი სიმღერის დროსაც კარგად გამოიყურება.

ჯონგუკი ცდილობს არ იფიქროს მაღალ ნოტებზე,რადგან მის ორგანოს რაღაც ემართება იმ ემოციის მიხედვით,რასაც ჯიმინი აკეთებს. ეს ყველაზე დამაბნეველი რამაა,რაც თავს გადახდენია...აქამდე არასდროს ყოფილა სექსუალურად განწყობილი ვიღაცის მაღალ ნოტებზე. ანუ..რა ჯანდაბაა?

ნამჯუნი და იუნგიც ფიქრობენ,რომ ჯიმინს კარგი ხმა აქვს და უნდათ,რომ მისი ხმა ჩაწერონ. ჯიმინი გახარებულია და რადგანაც ბანთანის ყველა წევრს აქვს თავისი როლი,მისი თავით კმაყოფილი ჩანს,რადგან მასაც მოერგო რაღაც. ჯონგუკი ამჩნევს,რომ ამის მერე ჯიმინი უფრო თავდაჯერებული ხდება მათ გარშემო და ფიქრობს,რომ მისი ადგილი ზუსტად აქ არის.

ჯონგუკი აქ არის,როცა იუნგი და ნამჯუნი ჯიმინის ხმას იწერენ მათი დაწერილი სიმღერისთვის,რომელსაც Blood, Sweat and Tears ჰქვია. მას რამდენჯერმა უწევს სიმღერა,ამიტომ ისინი მილიონჯერ უსმენენ ერთი და იგივე ნაწილს. სიმღერის რედაქტირებაში ერთადერთი რაც ჯონგუკს სძულს არის ის,რომ უწევთ ერთი და იგივე ადგილის უამრავჯერ მოსმენა. ის ამით ძალიან იღლება. ძალიან ღლის რეპები და მელოდიაც. მისი ხმაც კი. მას უნდება,რომ დაისვენოს და რამდენიმე საათის შემდეგ დაუბრუნდეს საქმეს. მაგრამ ასე არ ხდება ჯიმინის ხმაზე და ამ სიმღერაზე. რამდენჯერმე მოსმენა არ ხდება დამღლელი და ჯონგუკს მოსწონს როგორ ჰქმნის ჯიმინი თავისი ხმით საკუთარ მელოდიას, უფრო მეტად მოსწონს,რადგან ჯიმინის ნაწილის სიმღერას სხვა ვერავინ შეძლებს – ეს მართლაც მისთვისაა. უნიკალურია...

მას უნდება,რომ ქორეოგრაფია თვითონ შექმნას ამ სიმღერისთვის. მაგრამ არ მოსწონს,რომ ამას იმ ადამიანისთვისაც გააკეთებს,რომელიც დიდად გულზე არ ეხატება. ის ჯიმინს უყურებს და უნდა შესთავაზოს,რომ ერთად შექმნან ქორეოგრაფია..მაგრამ ამას არ აკეთებს.

ამის მაგივრად ჰოსოკს სთხოვს და ჰოსოკიც როგორც ყოველთვის,თანხმდება.

ჯიმინს არ აქვს ჯონგუკთან ისეთი ურთიერთობა,როგორიც სხვებთან. კიდევ ერთი თვე გავიდა,კიდევ ორი პერფორმანსი ჰქონდათ და მალე ახალიც ექნებათ. სიმღერა ჯერ არ არის დასრულებული და არც ქორეოგრაფია. დიდად არაფერი შეცვლილა,მაგრამ ჯონგუკი გრძნობს,რომ რაღაც სხვანაირადაა.

ჯიმინი ჯონგუკთან ხშირად არ საუბრობს. მხოლოდ მაშინ,როცა საჭიროა და ამ დროსაც ძალიან მშვიდად ლაპარაკობს. ის ჯონგუკს ურეკავს და არა ჰოსოკს,რომ დააგვიანდება ან სულაც არ იქნება ვარჯიშზე,რაც იშვიათად ხდება. ან მაშინ,როცა მაღაზიიდან რამის წამოღება უნდა,ჯონგუკს ურეკავს და ეუბნება რა სურთ ჯგუფის დანარჩენ წევრებს.

ის ჯონგუკს კარგად ეპყრობა იმის მიუხედავად,რომ ურთიერთობა საერთოდ არ აქვთ. ის ჯონგუკსაც ეუბნება,თუ რა წამოუღოს რაც ჯონგუკს აკვირვებს. ის თავს უხეშად გრძნობს და ეს ძალიან გამაღიზიანებელია.

დღეს ჯიმინმა ქათამი და ჩაი მოიტანა და როდესაც ჯონგუკი იხედება,ყოველ ჯერზე ჯინი ვიღაცას თავის ნაჭერს უნაწილებს,თითქოს დედა ჩიტია და დანარჩენი ყველა მისი შვილები,რაც მათთვის ახალი არ არის.

თეჰიონის ლოყები გამობერილია საჭმლისგან. იუნგი თან ჭამს და თან შეტყობინებებს ათვალიერებს. ნამჯუნი ჰოსოკს ელაპარაკება.უკვე ერთი საათი გავიდა და როცა შეამჩნიეს,მაშინაც არავინ დაინტერესებულა ამით და არც აღელვებთ.

– მოდი დღეს არ ვირეპეტიციოთ.. – თეჰიონი ამბობს,როცა ჭამას ამთავრებს და ჯინს მხარზე თავს ადებს, – მოდი უბრალოდ გავერთოთ და სადმე წავიდეთ.. რეპეტიციაზე ხომ ყოველ ჯერზე ყველაფერი კარგად გამოგვდის. რაღაც სხვა უნდა გავაკეთოთ.

– მაინც რა? – კითხულობს ჯონგუკი. მას არ აწყენდა ვარჯიშის გაცდენა გასართობად,თანაც თეჰიონი მართალია,ისინი ყველაფერს სწორად აკეთებენ რეპეტიციებზე.

– ''ქრაქსში'' ხომ არ წავიდეთ? – სთავაზობს თეჰიონი და ყველა თანხმდება ჯინის გარდა,მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ,რომ ახლა შეყვარებული ყავს და არ მოეწონება,როცა ჯინი სახლში ალკოჰოლის სუნით ან სხვა ქალის სუნამოებით გაჟღენთილი მივა.

– ქრაქსი? – კითხულობს ჯიმინი.

ყველა მას უყურებს და წარბებს წევს. ის ყველას გადახედავს და თავს ხრის.

– ბოდიში,მასზე არაფერი გამიგია. რა არის? – კითხულობს. ის ახლაც საყვარელია,მაგრამ არაა საჭირო ყველამ იცოდეს. ჯონგუკი მის აზრებს საფლავში ჩაიტანს.

– ეს კლუბის მსგავსია..დაახლოებით. – თეჰიონი სხვებს უყურებს,რომ დარწმუნდეს სწორად ახსნა თუ არა. – კარგია ადგილია განტვირთვისთვის. კარგი მუსიკებია,კარგი ხალხი და ზოგჯერ შეგიძლია სცენაზეც ახვიდე თუ კარგად მღერი ან ცეკვავ და ღირსეული რეპუტაციის მქონე ჯგუფიდან ხარ. სანამ ჯინი შეწყვეტდა სიარულს,გამოვდიოდით ხოლმე. ნუ,ინდივიდუალურად ახლაც გამოვდივართ,მაგრამ იშვიათად. თითქმის ყველამ იცის ჩვენს შესახებ,მაგრამ უფრო ალბათ ნამჯუნი და იუნგი ჰიონები იციან. – ჰოსოკი ჩაიცინებს და ნამჯუნს მხარზე ურტყამს,რომელიც ამაყი ჩანს, – მათ ისინი შუგას და არემს უძახიან.

– შუგა? – ჯიმინიც ოდნავ ჩაიცინებს, – ჰიონ,შემიძლია ასე დაგიძახო?

იუნგი იცინის.

– შუგა ჰიონი, – ჯიმინი ტესტავს და ყველა იცინის,ჯონგუკის გარდა.

– ხო, აუცილებლად უნდა წავიდეთ. – თეჰიონი გახარებული ამბობს.

– მე ჩამთვალეთ! – ჰოსოკი მღერის,ადგილიდან ხტება და სულელური მოძრაობებით ცეკვავს. ასეთი საყვარელი რომ არ იყოს,ნამვილად შერცხვებოდათ მისი.

– მე არ შემიძლია,სახლში უნდა წავიდე, – ამბობს ჯინი და ყველას სწყინს,მაგრამ არავინ ეჩხუბება,რადგან ის პატივს სცემს მის შეყვარებულს და იმის მიუხედავად რომ ბიჭებს დიდად არ უხარიათ, მათ უნდა გაუგონ და მიიღონ მისი გადაწყვეტილება.

ყველა დგება,მაგრამ იუნგი ჩერდება და ჯიმინსკენ ტრიალდება.

– მოიცა,შენ არ მოდიხარ?

ჯანდაბა! არ შეუძლია ცოტახნით მაინც დაისვენოს ამ ბიჭისგან?

– ოჰ! – ჯიმინი წელში სწორდება,თვალებს ახამხამებს და ეს იმის მიმანიშნებელია,რომ წასვლას არ აპირებდა. არ იცოდა,რომ დაპატიჟებული იყო. – მე..მე არ.. მე–

– თუ არ გინდა,არაუშავს,მაგრამ იცოდე,რომ დაპატიჟებული ხარ. – ჩაიცინა იუნგიმ.

– რათქმაუნდა. შენ ერთერთი ჩვენგანი ხარ,სადაც წავალთ შენც იქ წამოხვალ,რათქმაუნდა შენი სურვილის მიხედვით. არ შეგვეკითხო,უბრალოდ წამოდი. – ნამჯუნი ეთანხმება. ჯონგუკი წინ მიდის. ჯანდაბა,ჯანდაბა.

– მართლა..? – კითხულობს ჯიმინი და ჯონგუკი წყობიდან გამოდის,ისე უნდა რომ ეჩხუბოს.

– კი. – ჩაიცინა ნამჯუნმა, – მეგობარო,ჩვენ მოგვწონხარ. რომ არ მოგვწონდე, აქამდე წასული იქნებოდი. უბრალოდ შეეგუე ამას. შენ ახლა ჩვენი ოჯახის წევრი ხარ და ასე უნდა მოიქცე. ნუ ხარ უხერხულად – დამღლელია.

ჯიმინი იღიმის და მისი თვალები ქრება. ჯონგუკი მას უყურებს და მუცელში რაღაც ემართება.. ჯიმინი თვალებით იცინის,რაც ძალიან საყვარლობაა.. ღმერთო,როგორი უაზრო ვარ.

– რატომ ვერ გავაღწიეთ ამ შენობიდან? დაუჩქარეთ,სასმელი მჭირდება. – ჯონგუკი დაიწუწუნეს,პასუხს არ ელოდება და სტუდიას ტოვებს.

Continue Reading

You'll Also Like

281K 17.9K 22
"you might not be my lover, but you still belong to me" "crazy, you don't even love me but you want to claim me as yours? have you lost your mind jeo...
962K 21.9K 49
In wich a one night stand turns out to be a lot more than that.
246K 8.8K 99
Ahsoka Velaryon. Unlike her brothers Jacaerys, Lucaerys, and Joffery. Ahsoka was born with stark white hair that was incredibly thick and coarse, eye...
146K 4.8K 100
'How I obsessively adore you' ˏˋ°•*⁀➷ started➛30/03/2024 finished➛ ˏˋ°•*⁀➷ cover by me x