BLACK THREAD | M.YG

By 3lackCrow

14.5K 1.3K 166

პაკ ამელი - ახალგაზრდა გოგონაა,რომელიც მუშაობას პოლიციის განყოფილებაში იწყებს.იგი საკმაოდ მხიარულ კოლექტივში... More

Trailer/თრეილერი
პროლოგი
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
დასასრული

თავი 1

983 85 2
By 3lackCrow

ზაფხული,2017 წელი.სეული

როგორც იქნა სანატრელი ივნისი დადგა.ზოგს გამოცდები,სესიები აქვს,ზოგი შვებულებას იღებს,ზოგი დასასვენებლად მიდის,ხოლო ზოგი სკოლას და უნივერსიტეტს ამთავრებს.

ამელიმაც დაამთავრა წელს პოლიციის აკადემიის ბოლო კურსი.მხოლოდ ისღა რჩებოდა,რომ - ამ სპეციალობაზე სამსახური ეპოვა.

* * *

- ამელი,დარწმუნებული ხარ,რომ ცალკე ცხოვრება გინდა? - ანერვიულებულად გარეცხა მისის პაკმა ბოლო თეფში და გოგონასკენ შებრუნდა.

- დე,ამ თემაზე უკვე ვისაუბრეთ.მცხოვრებლები 1 კვირაში გადავლენ,ხოლო შემდეგ მუშებს დავიქირავებ,რომ რემონტი გააკეთონ.მაინც ფული დაგვრჩა და... - გოგონამ ყავა მოსვა,საათს გახედა და ადგილიდან წამოხტა, - კარგი,მე გავიქეცი!

* * *

ამელის ახალ სამსახურში ეჩქარებოდა.როგორც იქნა დადგა ის დღე,როდესაც გოგონა პირველად იმუშავებს და დედის მხრებზე არ იქნება.ასეთ შემთხვევაში პაკმა მაღალქუსლიანები და კაბა ჩაიცვა.პირველი დღეა მაინც...

და აი ეს შენობაა,რომელშიც ახლო მომავალში იმუშავებს,ან იქნებ წლებიც კიდეც.

- წარმატებები, - ამელიმ გაიღიმა,ჩაისუნთ-ამოისუნთქა და პირველი ნაბიჯი გადადგა.

შიგნით ბევრი ხალხი იყო ფორმაში გამოწყობილი.ყველა აქეთ-იქეთ დადიოდა და ერთმანეთს ესაუბრებოდა,ზოგიერთი კი დასაკითხავად მიჰყავდათ და ხელები ზურგს უკან დაეჭირათ.

ამელი აქ მეორედაა,პირველად კი მაშინ იყო,როდესაც დოკუმენტები მიიტანა.

ამელის POV 

ჯერ უფროს - ჯონ კუანგთან უნდა შევიდე.

კორიდორში სიარულის დროს,ჩავფიქრდი.ნუთუ აქ უნდა ვიმუშავო?ამ კორიდორში ყოველდღე ფორმით ვივლი,რომელსაც მალე მომცემენ...

- ჯანდაბა! - გაილანძღა ბიჭი,ხოლო მე ვერც კი შევამნიე,როგორ აღვმოჩნდი იატაკზე უამრავ ფურცლებში. - არ იყურები სად მიდიხარ?თუ ბრმა ხარ? - აგრძელებდა წუწუნს შავთმიანი,ხოლო შემდეგ ფურცლენის შეგროვება დაიწყო.

- მ-მაპატიეთ, - დასახმარებლად მეც დავიწყე ფურცლების შეგროვება.

- საიდან გაჩნდი აქ?არიან ასეთები...აიშ! - როდესაც ყველა დოკუმენტი იაღო,ბიჭს გავხედე,წასვლას აპირებდა.

- ადგომაში არ დამეხმარები?

- შენთვითონაც კარგად ადგები, - მაღლიდან დამხედა,ჩაიცინა და წავიდა.

- პფფ,ინდაური, - ავდექი,ჩანთა ავიღე და კაბა ჩამოვიფერთხე.

ამელის POV დასასრული

გოგონამ საჭირო კაბინეტი იპოვა,დააკაკუნა და კარები შეაღო.

- ბატონო კუანგ,შეიძლება?

- ამელი,შემოდი.შენი ფორმა მზად ხვალ იქნება.დღეს კაბინეტში მოეწყობი.

- საკუთარი კაბინეტი მაქვს? - გოგონას თვალები გაუფართოვდა.

- არა.3 ბიჭთან მოგიწევს მისი გაყოფა,მაგრამ იმედი მაქვს ერთმანეთს გაუგებთ.

- როდის შემიძლია სამუშაო ადგილს გავეცნო?

- ახლავე.მეორე სართული,მეშვიდე კაბინეტი.წარმატებები! - ბატონმა ჯონმა ფართოდ გაიღიმა და სათვალე შეისწორა.

- იმედს არ გაგიცრუებთ! - ამელი ძალიან ბედნიერი იყო.შებრუნდა და საჭირო კაბინეტის მოსაძებნად წავიდა.

* * *

- ახლახანს ვიღაც გოგონას დავეჯახე კაბაში.ყველა დოკუმენტი აირია, - იუნგი მაგიდასთან იდგა და დოკუმენტებს აწყობდა.

- ლამაზი მაინც თუ იყო? - ნამჯუნმა ყავა მოსვა და ფინჯანი გვერდით გადადო.

- არ ვიცი,დოკუმენტებზე ვფიქრობდი.და უფროსს რომ დავენახე?ეს არ მეყოფოდა და ამ სამსახურიდან გავფრინდებოდი...

- იმედი მაქვს,ის გოგონა უკან არ გამოგყვება, - ჯინმა,როგორც იქნა კომპიუტერში რაღაცის ბეჭდვა დაასრულა,ხელები მკერდთად გადაიჯვარედინა და სკამის საზურგეს მიეყრდნო. - ყველაფერია მოსალოდნელი.

- სერიოზულად? - მინმა კიმს ჩოლკის ქვემოდან გახედა.

საუბარი კარებზე კაკუნმა გააწყვეტინა.

- მოდი გამოვიცნოთ,კიდევ ერთი მკვლელობა? - ჯინმა გაიღიმა და მზერა კარზე გადაიტანა.

- დიახ-დიახ,შემობრძანდით, - ნამჯუნმა კეფა მოიქექა და დაღლილად ამოიხვნეშა.

- გამარჯობათ,  - ღია წაბლისფერთმიანმა გოგონამ კარებში თავი შემოყო,შემდეგ კი შიგნით შემოვიდა და კარები ზურგს უკან მოხურა.ყველას მზერა მისკენ იყო მიმართული,იუნგის გარდა.

- რამემ შეგაწუხათ?

- არა,უბრალოდ თქვენთან ერთად ვიმუშვებ, - ამელიმ კიდევ უფრო ფართოდ გაიღიმა.

- რა გაგებით? - იუნგიმ როგორც იქნა გოგონას გახედა.

- ნუ... - ამელიმ ყოყმანი დაიწყო.

- შენ ხომ მოუხერხებელი ხარ.

- ეი-ეი,საიდან მოიტანე? - ჯინი საუბარში ჩაერთო.

- ეს ის გოგონაა,რომელიც დამეჯახა.მისი წყალობთ,ახლა ისევ მიწევს ამ დოკუმენტების გადარჩევა, - შავთმიანი დაიჭყანა.

- მაგრამ... - ამელიმ წუწუნი დაიწყო.

- კეთილი იყოს შენი მობრძანება, - ჯინი სავარძლიდან ადგა და ხელი გაუწოდა. - მე ჯინი ვარ.

- მე კი ნამჯუნი, - კიმმა სოკჯინის მაგალითი აიღო და მანაც ჩამოართვა გოგონას ხელი.

- ამელი, - გოგონამ დარცხვენით გაუღიმა. - და ჩემი სამუშაო ადგილი სადაა?

- ჯერ-ჯერობით შეგიძლია იუნგის ადგილზე მოეწყო.

- რა? - მინი ისევ მოსწყდა ქაღალდებს, - არა,არ შეუძლია.

- კარგი რა,ეს ხომ დრეობით იქნება, - ნამჯუნს არ უნდოდა იუნგისთან ეკამათა,ამიტომ ცდილობდა მშვიდად აეხსნა.

- ვთქვი,რომ - არა, - შუგა მაგიდას მიუჯდა,რითაც აჩვენა,რომ ეს მისი საკუთრება იყო.

- კარგი,მაშინ დარაჯთან წავალ და ვკითხავ,საიდან შეიძლება მაგიდა მოვიტანო, - ამელიმ უხეშ ბიჭს გახედა და წავიდა.

- შუგა,და ეს რა იყო? - დაუსვა კითხვა ჯინმა.

- და მუშაობაში ხელი,რომ შემიშალოს? - ჰკითხა შავთმიანმა, - აჰ,ხო,მუშაობაში ხელს შემიშლის, - თავის კითხვას თვითონვე უპასუხა.

- ჩემი აზრით,ამელი საყვარელი გოგონაა, - ჯინმა გაიღმა და ნამჯუნს გახედა.

- აი იქ,ფანჯრის გვერდით, - კაბინეტში პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ორი ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდა,რომლებსაც მაგიდა შემოჰქონდათ.

- მაგრამ ფანჯარასთან - ჩემი ადგილია, - იუნგი უკვე მთლიანად მოსწყდა ქაღალდებს და გოგონას ბრაზიანი თვალებით ყურება დაუწყო.

- არაფერი მოხდება,თუ ცოტა მიიწევი.

მინმა ჩაიცინა და უხმაუროდ მიწია მაგიდა ისე,რომ მეორე მაგიდა ჩატეულიყო.

- მადლობა, - ამელიმ გაიღიმა და თავისთვის გამარჯვება აღნიშნა...

* * *

გრძელი სამუშაო დღე დასასრულს უახლოვდებოდა.ამელი მთელი დღე სამუშაო ადგილს აწყობდა,ხოლო შემდეგ ქაღალდების კითხვას შეუდგა,თან ჯინს და ნამჯუნს ბევრს ესაუბრებოდა,რა დროსაც იუნგი ჩუმად იჯდა და ნოუთბუქში რაღაცას ბეჭდავდა, ხანდახან კი გოგონას გახედავდა,ფრუტუნებდა და ისევ საქმეს უბრუნდებოდა.

- კარგი,მე სახლში წავალ,სამუშაო დღე მაინც ხვალ მეწყება, - ამელიმ მომზადება დაიწყო,ხოლო მინი როგორც იქნა ნოუთბუქს მოშორდა.

- ხვალამდე, - ერთ ხმად მიაძახეს ნამჯუნმა და ჯინმა.

- მეც წავალ, - იუნგიმაც დაიწყო მომზადება.

- ყველაფერი რიგზეა?რაღაც სუსტად მეჩვენები, - დაინტერესდა ჯინი რადგან ნერვიულობდა,რომ ბიჭი მთელი დღე იჯდა და ჩუმად იყო.

- ყველაფერი კარგადაა, - სწრაფად ჩაიბუტბუტა შავთმიანმა,ხელები ჯიბეში ჩაიდო და წავიდა.

ამელის POV

დღევანდელმა დღემ უბრალოდ არაჩვეულებრივად ჩაიარა! როგორ მიხარია,რომ ასეთი კარგი კოლექტივი შემხვდა,პრაქტიკულად ყველასთან ვიპოვე საერთო ენა,გარდა იუნგისთან...ასე რატომ იქცევა?მაგრამ იმედი მაქვს,მასთანაც მალე გამოვნახავ რაიმე საერთოს...

ოჰ,ნეტა მალე მივიდე სახლში,თორე ფეხები საშინლად მტკივა.

როდესაც კუთხეში შევუხვიე,რაღაც ჩრდილი დავინახე.გული ამიჩქარდა,მაგრამ ვცდილობდი ისე წავსულიყავი,რომ შიში არ მეჩვენებინა.იქნებ,უბრალოდ მომეჩვენა?ნაბიჯები ავაჩქარე.კიდევ ერთი სახლიც და გაჩერებასთან მივალ,სადაც უამრავი ხალხია.მაგრამ უეცრად ვიღაცის ჩახველების ხმა მომესმა.ხელი ჩანთისკენ წავიღე და გასაღებს ვწვდი,რომ თავი რაღაცით მაინც დამეცვა.კიდევ რამდენიმე მეტრი და ამ საშინელი ადგილიდან გავალ.

ფეხები ბამბასავით მიხდებოდა,მაღალქუსლიანებზე სიარულს ვეღარ გავუძელი და წავიქეცი.ტკივილისგან დავიჭყანე,ხელი წინ გავწიე სადაც გასაღები მეჭირა და მხოლოდ ამის წარმოთქმა შევსძელი:

- ახლოს არ მოხვიდე!

ამელის POV დასარული

Continue Reading

You'll Also Like

4.4K 529 7
შხამით დაავადებულ სულს სიყვარულით დაავადებული გული კურნავს. ____________________________________________ ⚠️ფიქციაში ასახული იქნება +18 სიუჟეტები და ც...
9.9M 648K 75
Yaduvanshi series #1 An Arranged Marriage Story. POWER!!!!! That's what he always wanted. He is king of a small kingdom of Madhya Pradesh but his pow...
11.7K 979 14
-Эхлэл шигээ амархан төгсгөл байх вий дээ Ким Тэхён. -Би тийм амархан үхчихгүй л байх...
195K 8.6K 37
[SEQUEL TO HEAT] It's been nine months since Justin and Charlie saw each other, both of their lives are completely different; Charlie is constantly...