𝑬𝑳𝑬𝑽𝑬𝑵 𝑫𝑹𝑬𝑨𝑴𝑺

By purplegurll11

30.2K 1.6K 316

Love. Problems. Pain. More

Cast
1. News
2. Meet
3. Confusion
4. Another One
5. Closer
6. Misunderstanding
7. Bowling
8. Storm
9. Fucking Club
10. Thank U
11. Isabel... Mum.
12. Calm Down...
13. Just Stop
14. The Forest House
15. Untitled Chapter...
16. Danger
17. History Of The Past
18. I'm Sorry...
19. She Was Taken Away
20. Now It's Time To Say Goodbye
22. Impossible Things
23. Not Wonder, Goddess.
24. Dragonfly
25. Spot
26. Weak
27. Don't Leave me...
28. The Night
29. Green In White
30. One Second
31. Trust
32. Hate
33. Green In Red
34. Dreams Are Real

21. R U Ready?

666 54 5
By purplegurll11

-წაიყვანეს!-ზეინის ამ სიტყვის შემდეგ, ყველაფერმა მოძრაობა შეწყვიტა, დედამიწა ერთ ადგილას გაშეშდა. თითქოს რაღაცამ... ან იქნებ ყველაფერმა... აზრი დაკარგა.

ვერაფერს ვერ ვგრძნობდი, გარდა ბრაზისა, და საკუთარი თავის სიძულვილისა!

-მასთან ერთად ნატალიც!-რაც უფრო მეტს ვიგებდი მით უფრო მიმძიმდა. ლუის გავხედე, რომელიც სავარძლის საზურგეს ძლიერ მოსჭიდებოდა და სიმწრისაგან დადუმებულიყო.

მია, ურეაქციო სახით იდგა და კედელს მისჩერებოდა.

-ზეინ, გესმის რას ამბობ?- ჯერ კიდევ არ ჰქონდა გააზრებული ზეინის სიტყვები.

წამით ვიფიქრე, რომ სიბრაზისა და სიმწრის გამო იქაურობას დავანგრევდი.

ბრაზი მახრჩობდა. მძულდა იმაზე ფიქრიც კი, რომ შეიძლებოდა მას რამეს დაშავებოდა. ჩემს წინ, ახლა ის ნაბიჭვარი, რომ მდგარიყო ფერფლად ვაქცევდი.

ჩემი ფიქრების მიღმა, ზეინის და დანარჩენების ხმამაღალი ლაპარაკი და მიას ტირილი ჩამესმოდა. ენისამოუღებლად შემოვბრუნდი და გაუაზრებლად დავეშვი კიბეებზე.

ყველაფერი! ყველაფერი რაც ახლა ხდება ჩემი ბრალია. მე გავუშვი ის! უფლება მივეცი წასულიყო! მე ვაფიქრებინე მას ის, რომ მეკიდა! მაგრამ ჯანდაბა... ეს ასე არაა!

უხეშად მოვაჯახუნე მანქანის კარი და გავაკეთე ის რაც დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა.

ტელეფონზე კარგად ნაცნობი ნომერი ავკრიფე და დავრეკე!

მოთმინებიდან გამოვდიოდი, რადგან მობილურს არავინ არ პასუხომდა, არც შეტყობინებას მწერდა!

ჯანდაბა ჯანდაბა ჯანდაბა!

საკუთარი თავის დადანაშაულება ნამდვილად არ მჩვევია, მაგრამ ახლა ჩემი ბრალია!

რაც არ უნდა ეგოისტურად ჟღერდეს, მეშინია, რომ მისი დაკარგვა უარესს გამხდის ვიდრე ახლა ვარ. მისი დაკარგვა არ შემიძლია.

მინდოდა ყველა შესაძლო ადგილი მენახა, სადაც კი შესაძლებელი იყო, რომ ისინი ყოფილიყვნენ და გავაკეთებდი კიდეც ნაილს რომ არ მოეწერა.

,,ვიცით ლიზა სადაცაა!"

Liza's POV

მე და ნატალი ერთმანეთს შეშინებულები ვუყურებთ! ხელები შიშისგან გამიოფლიანდა და ცოტაღა აკლდა ყინულად ქცევას. ნატალი კი მაგრად ჩამჭიდებოდა. თითქოს რაღაცისგან მიცავდა.

რას ნიშნავს-,,ახლა კი დროა დაგემშვიდობოთ"?!

პულსმა მაქსიმუმს მიაღწია. მკერდზე კი მწარე ტკივილს ვგრძნიბდი!

-შენ, მილერ. იცი სადაც უნდა წაიყვანო.-თქვა და ჯიბიდან რაღაც სითხით სავსე ნევსი ამოიღო. ოღონდ ეს არა!-ბოლომდე, ვენაში. ოღონდ მხოლოდ მას! ჩვენს პატარა ლილიანას.-ამ წამს ჩემში ბედნიერების ნაპერწკალი გაჩნდა, რადგან იმედი მომეცა, რომ ნატალის არაფერი დაუშავდებოდა.
-და ეს?-ჰკითხა მილერმა ნატალიზე. თვალებმოჭუტულმა თავი გვერდზე გადააგდო და ისე მოგვაშტერდა
-რაც გინდა ის უქენი! ახლა კი სწრაფად მოიშორე!
-ახლავე.-ბოხი ხმით დასჭექა ჯეკმა.
-მშვიდობით.-თქვა მორგანმა. კმაყოფილი სახით ბოლოჯერღა ამათვარიელა და გაუჩინარდა.

მაიკმა და კიდევ ერთმა ბიჭმა თვალები აგვიხვიეს და აი... ისევ სიბნელე.

რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერაფერს ვგრძნობდი. შემდეგ კი მივხვდი როგორ "ჩაგვყრეს სადღაც"! ეს "სადღაც" კი მანქანაა.

არანაირი ხმა არ მესმოდა... მხოლო სადღაც მივჯანჯღარებდით.

მხოლოდ ახლაღა დავფიქრდი, რომ რამდენიმე წუთში აქ აღარ ვიქნებოდი.

იცით, იმის ცოდნა, რომ შეიძლება მალე წახვიდე, რთული არაა. ჩემთვის.

უბრალოდ არსებობს რაღაცეები, რაც მინდა სიკვდილამდე გავაკეთო. უფრო სწორად გამეკეთებინა. ჯანდაბა! ამაზე კი გული ნამდვილად მწყდება. ბევრი ოცნება მაქვს, რომლების ახდენასაც ვაპირებდი... თუმცა ახლა გვიანია.

ყველაფრის მიუხედავად. მიუხედავად იმისა თუ როგორ მატკინა გული, როგორ უსუსურად და უმანკოდ მაგრძნობინა თავი, მინდა რომ ჰარი აქ იყვეს. არა იმიტომ რომ გადამარჩინოს, არამედ იმიტომ რომ უბრალოდ ჩავეხუტო და მის გულის ცემას მოვუსმინო.

არ მეტირება! ჯანდაბა, რა მჭირს. თითქოს ჩემი სიცოცხლე ბეწვზე არ ეკიდოს!

მე ხომ ადამიანი ვარ არა?! ახლა უნდა ვნერვიულობდე, ვტიროდე, თავის დაღწევას ვცდილობდე. მაგრამ ამის მაგივრად დადუმებული ვწევარ...
-ნატალი.-ჩუმად დავიძახე მისი სახელი.
-არა ლიზა, არა. კიდევ ხმას ამოიღებ ამ თემასთან დაკავშიეებით და მოგკლავ.-ჩამეცინა მისი ნათქვამის გამო და მართლაც, რომ გავჩუმდი. მას იმედი ჰქონდა. ჩვენი გადარჩენის იმედი აცოცხლებდა ნატალის, მე კი არ ვაპირებდი მისთვის ეს უკანასკნელი იმედიც გამექარწყლებინა.

გაჩერდა. აღარ მივდიოდით. კარის მოჯახუნების ხმა გავიგე, შემდეგ კი ვიღაცის შეხება ვიგრძენი.

მანქანიდან გადმომათრია. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ საბარგულში ვიყავით.

არანაირი ხმა არ ისმოდა, ქარიც კი არ ქროდა. ვერ მივხვდი სად ვიყავით. მხოლოდ რაღაც მძაფრ სუნს ვგრძნობდი.

-ადექი-გავიგე მაიკის ხმა.-სწრაფად. შენც.
-მაიკ შენი დედაც. ვიცი რომ ამის გაკეთება შენ არ გინდა და ის სირი გაიძულებს...-ეუბნება ნატალი.
-არაა. მოკეტე! შენ არაფერი არ იცი.-თქვა და უხეშად მომხსნა სახვევი.

ღმერთი ჩემო... სად ვართ?
-მაიკ...-აკენკალებული ხმით წარმოვთქვი მისი სახელი.
-რა იყო? შეგეშინდა?-სარკაზმით სავსე ხმით ამბობს და გვიბიძგებს, რომ წინ ვიაროთ.

მარცხენა მხარეს წყალია... მდინარე? თუ ტბა? მაჯვენა მხარეს კი უზარმაზარი შენობის ნანგრევები ყრია.

კითხვა არ უნდა იმას, რომ აქ არავინაა. სამარისებული სიჩუმე სუფევს.
-ეს მანქანების ძველი საწარმოა. როგორც მორგანმა მითხრა 40 წელია არ ფუნქციონირებს, ასე რომ ალბათ რამდენიმე კვირაში გიპოვიან.

აქ უკვე ფიქრს ვწყვეტ...
-გიპოვის, ზეინი გიპოვის და მოგკლას.-ცოტახანს მიყურა, შემდეგ კი სიცილი დაიწყო.
-ზეინი მიპოვის? ჰაჰა. როდესაც ზეინი მიხვდება, რომ აქ მე მოგიყვანე, და იმ მდგომარეობაში ჩაგაგდე რასაც ახლა ვაპირებ, მე უკვე შორს ვიქნები. ამიტომ გირჩევ ამბიციები დაიოკო.-ხელს მაგრად მკრავს და კედელს ვეჯახები. ისეთი შეგრძნება განვიცადე თითქოს ყველა ძვალი ერთიანად ჩამემსხვრა.
-მაიკ...-დაიწყო სასოწარკვეთილმა ნატალიმ.
-გაჩუმდი! ხმა აღარ ამოიღო. თორემ ვერ გადამირჩები.-დაიღრიალა.

მაშინვე თოკი მომახვია და რკინას მიმაბა. თოკი იმდენად მჭიდროდ მერტყა, რომ განძრევა თითქმის შუძლებელი იყო.
-ხელი მომეცი.
-რა? არა.-ვუთხარი შეშინებულმა.
-კარგი.-თქვა და ხელი ძალით გამომაწევინა.

ჯიბიდან ნევსი ამოიღო და თავი მოხსნა. და აი... გაიღვიძა ადამიანურმა გრძნობებმა და რეფლექსებმა.

-ხელი არ ახლო, მოგკლავ შენი...-არ ნებდებოდა ნატალი, თუმცა აზრი აღარ ქონდა.
-მაიკ გთხოვ... ეს არ გააკეთო.-ტირილის მყოფმა ვთხოვე.
-ენას კბილი დააჭირე. ენერგიას ნუ ხარჯავ.-თქვა და ნევსი უხეშად მიჩხვლიტა ხელზე.
-ღმერთი არა! მოშორდი მაიკ... თავი დაანებე.-მესმის ნატალის განწირული ხმა რომელიც ჩემს გვერდზე წევს და თალს არ მაშორებს.

ვხედავდი როგორ შედიოდა რაღაც სითხე ჩემში, ნატალის ლაპარაკი კი თანდათან აღარ მესმოდა.

-ესეც ასე. ახლა კი თვალები დახუჭე.
-მილერ ინანებ. ხომ იცი?-მოთენთილმა და ნამტირალევმა აღმოვთქვი.
-მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერს ვინანებ. აი შენ კი ბევრი რამის ცოდნა გჭირდება.-ჩამჩურჩულა და ნატალისკენ წავიდა.

რა?

-ახლა კი შენ. ჯეკმა მითხრა, რომ ამ პატარა ძუკნისთვის არაფერი დამეშვებინა. აი შენ კი...-ოღონდ ის არა რასაც მე ვფიქრობ.
-შენ სულ გააფრინე? ამას არ გააკეთებ.(ნატალი)
-აბა მიყურე.-დარწმუნებით წარმოთქვა მაიკმა და ხელი შარვლისკენ წაიღო.
-არააა-დავიყვირე როგორც შემეძლო.-მას არა! არაფერი ავნო გთხოვ. მე რაც გინდა ის მიყავი, მაგრამ მას არა. გთხოვ ის უბრალოდ გაუშვი.-თითქოს იქ არ ვიყავი...

ქამარს იხსნიდა.

გთხოვ ღმერთო... ეს არაა. ნატალი არა გთხოვ.

თვალები მეხუჭებოდა და სუნთქვა მიძნელდებოდა. ვერ ვეხმარები.
-მაიკ ეს არ ქნა.-ვლუღლუღებ. როგორც იქნა მოვახერხე თვალის გახელა და დავინახე როგორ მოძრაობდა მაიკი მასზე.

ნატალის სახის გამომეტყველებით მივხვდი, რომ ყვიროდა. ეს შენ გააკეთე ელიზაბედ. შენ გაუკეთე მას ეს. შენი ბრალია.

და როდესაც ყველანაირი ფიქრი გამეფანტა და მხოლოდ და მხოლოდ ერთი ნაბიჯი მაკლდა გონების დაკარგვამდე, მე მისი ხმა გავიგე.

ბოლოჯერღა გავახილე თვალები და დავინახე ნანატრი სილუეტი.
მაგრამ უკვე გვიანი იყი.

მე თვალები დავხუჭე.

თავს ძალას ვატან და როგორც იქნა თვალს ვახელ.

თეთრი. თეთრი. ყველაფერი თეთრია. თავს ვერ ვამოძრავებ. მოვკვდი? სამოთხეში ვარ?

ოთახს თვალს ვავლებ და ვცდილობ გონზე მოვიდე. აპარატის ხმა. არა არა არა. აქ არა.
საავადმყოფოში არა.

დიდი წვალების შემდეგ თავს მარცხნივ ვაბრუნებ და სავარძელში მჯდომარე ჰარის ვხედავ. თმა აწეწილი, თვალები დალურჯებული, ხელები დაწითლებული. ვუყურებ და ყველაფრის გახსენებას ვცდილობ. ვცდილობ გავიხსენო რა მოხდა იმ დღისით და იმის წინათაც...

-ლიზა...-როგორ მომენატრა... როგორ მომენატრა მისი ბოხი, ხრინწიანი ხმა.

ფეხზე სწრაფად წამოდგა და ჩემთან მოვიდა. საწოლოს მარჯვენა მხარეს მდებარე წითელღილაკს თითი მიაჭირა და მე მომიბრუნდა.
-კარგად იქნები, კარგი?! ყველაფერი კარგადაა. უსაფრთხოდ ხარ.-თვალებში მაცქერდება და სახეზე მის თბილ თითებს მისმევს. მის მზერაში შიში ნამდვილად არ იგრძნობა. პირიქით...
-ჰარი... წამიყვანე აქედან.
-პატარავ ცოტახანიც.
-არა არა. ახლავე წამიყვანე. აქ ყოფნა არ მინდა მე...-ყელში ბურთი გამეჩხირა და ლაპარაკი შევწყვიტე.
-ჩშშშ... დაწყნარდი, აქედან მალე გავალთ.

ამ დროს კარები გაიღო და თეთრებში ჩაცმული კაცი შემოვიდა, რომელსაც მკერდზე გარკვევით ეწერა Mr. Green.
-მის ელიზაბედ სტიუარტი. 18 წლის. მდედრობითი სქესის.
-რას ლაპარაკობ.-ირონიულად უთხრა ჰარიმ.
-უკაცრავად, მე მომმართეთ?
-არა შინაგან ხმას ველაპარაკებოდი, ახლა კი გთხოვთ.-ჩემსკენ ანიშნა.
-თქვეს ორგანიზმში დიდი რაოდენობით ნარკოტიკი იყო. მომაკვდინებელი დოზით. -სუნთქვა შემეკრა.-მაგრამ სისხლი გავწმინდეთ, ამაში ზეინ მალიკი დაგვეხმარა, მისი სისხლი გადაგისხით. და ასევე ისიც მოვახერხეთ, რომ ეს არ გაეგო პოლ...-რას ნიშნავს პოლიციას არ გაეგო?! ეს ყველაფერი პოლიციამ როგორ არ იცის?
-მშვენიერია, წასვლა შემიძლია-ჰარი საუბარს არ აცდის.
-ჯერ არ შეგვიძლია პალატა დაგატოვ...
-ეს კითხვა არ იყო.
-კი მაგრამ...
-საჭირო დახმარებას სახლში გავუგრძელებთ.-ჰარის ტონით მიხვდა ექიმი რომ ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა.

ექიმი გაბრაზებული ჩანდა რადგან მისი სურვილის საწინააღმდეგოდ წავედით, მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო აქ მაინც არ დავრჩებოდი.

-კარგით...საბუთებს ამოგიტანთ და ხელი მოაწერეთ.

გავიდა, მე კი თავი ისევ ბალიშზე დავაბრუნე.
-დარწმუნებული ხარ, რომ გინდა აქედან წახვიდე?-მეკითხება და ხელებს მკერდზე ილაგებს.
-კი, 100%-ით.
-მაშინ ზეინს ვეტყვი მანქანა მოიყვანოს.
-ისიც აქაა?
-შენ როგორ ფიქრობ?-უბრალოდ თავი დავუქიე.-ჰარი.-მომიბრუნდა.
-როგორ მიპოვეთ.
-ჩიპით. ცოტა დაისვენე, ყველაფერს მოგიყვებით.
-ერთი წუთი. მან ეს იცოდა?
-რა? რომ მოგიტაცებდნენ? ეეჭვობდა, მაგრამ საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდა დასამტკიცებლად. ამიტომაც არასდროს გტოვებდით მარტო...-აქ შეჩერდა. რაღაცაზე ჩაფიქრდა.-თუ იმ საღამოს არ ჩავთვლით.-თქვა და თავი გვერდზე გაატრიალა.
-გითხრა ხომ?
-რა?(ჰარი)
-ლილიანას შესახებ.-თავი დამიქნია. ხანგრძლივი დულიმის შემდეგ კი ოთახი დატოვა.

თხუთმეტ წუთში ზეინი, ჰარი და მისტერ გრინი შემოდის. თან კი ინვალიდების სავარძელი მოაქვთ. ცოტა დავიბენი. ფეხებს ვგრძნობ, მათი მოძრაობაც შემიძლია... ეს რაღაც რაში მჭირდება.

გარშემო ზეინის ძლიერ და უზომოდ თბილი მკლავები ვიგრძენი. შემდეგ კი ეტლს დავაშტერდი.
-მის სტიუარეტ, თუ შეგიძლიათ ხელი აქ მომიწეროთ.

მოვუწერე.

-მადლობთ. რაც შეეხება მედიკამენტებს. საავადმყოფომ ყველაფერი უზრუნველყო, ამასთანავე მინდა გითხრათ, რომ მართებული იქნება თუ ნაკლებს იმოძრავებთ და რამოდენიმე დღის მანძილზე კარგად გამოიძინებთ. თქვენმა ორგანიზმა ძალიან დიდი ზიანი მიიღო. დასვენება სჭირდება.-გვეფრთხილებს ექიმი და კალამს გულის ჯიბეში იდებს.
-გასაგებია. ახლა წავედით.-ვთქვი და ფეხზე წამოვდექი. მაგრამ ძალამ მიმტყუნა და ფეხები მომეკეცა.

ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ არ დავეცემოდი. თითქოსდა ეს უკვე ჩვევა იყო. უკვე ვიცოდი, რომ ის დამიჭერდა. ასეც მოხდა.
-ხომ ხედავთ.-გამოხტა ექიმი. ცოტაც და ზედმეტი ტლიკინის გამო სათვალეებს თვალებში შევუტეხავ.-აი დაბრძანდით, უფრო გაადვილდება ყველაფერი.-ეტლზე მანიშნა.
-აქ? შეუძლებელია.-თავს ვაქნევ.
-ნუ გვეწინააღმდეგებით. ჩვენ ვაკეთებთ იმას რაც თქვენთვის უკეთესია.
-გაუგებრად ვთქვი?-შევუბღვირე ექიმს.
-მოდი ასე აგიხსნით. თქვენი ამ წამს ფეხზე დადგომა, სიკვდილის ტოლფასია.
-მაგას ჩვენ მოვაგვარებთ. ახლა კი ნახვამდის.-აშკარად თავმობეზრებულმა უთხრა ჰარიმ.

მანაც არ დააყოვნა და გაბრაზებული სახით და ფეხების უაზრო ტყაპუნით გავიდა ოთახიდან. ღმერთო აქ სად მოვხვდი.
-მზად ხარ?-მკითხა და ხელი წელზე მომხვია.
-რა? რისთვის?
-მომეჭიდე.-თქვა და ხელში ამიტაცა.

•••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••

აბა, როგორ მოგეწონათ?! რას ფიქრობთ დააკომენტარეთ.

Vote & Comment

~L

Continue Reading

You'll Also Like

1M 39.2K 92
𝗟𝗼𝘃𝗶𝗻𝗴 𝗵𝗲𝗿 𝘄𝗮𝘀 𝗹𝗶𝗸𝗲 𝗽𝗹𝗮𝘆𝗶𝗻𝗴 𝘄𝗶𝘁𝗵 𝗳𝗶𝗿𝗲, 𝗹𝘂𝗰𝗸𝗶𝗹𝘆 𝗳𝗼𝗿 𝗵𝗲𝗿, 𝗔𝗻𝘁𝗮𝗿𝗲𝘀 𝗹𝗼𝘃𝗲 𝗽𝗹𝗮𝘆𝗶𝗻𝗴 𝘄𝗶𝘁𝗵 �...
595K 21.6K 96
The story is about the little girl who has 7 older brothers, honestly, 7 overprotective brothers!! It's a series by the way!!! 😂💜 my first fanfic...
785K 17.7K 46
In wich a one night stand turns out to be a lot more than that.
374K 22.4K 80
Y/N L/N is an enigma. Winner of the Ascension Project, a secret project designed by the JFU to forge the best forwards in the world. Someone who is...