21. R U Ready?

666 54 5
                                    

-წაიყვანეს!-ზეინის ამ სიტყვის შემდეგ, ყველაფერმა მოძრაობა შეწყვიტა, დედამიწა ერთ ადგილას გაშეშდა. თითქოს რაღაცამ... ან იქნებ ყველაფერმა... აზრი დაკარგა.

ვერაფერს ვერ ვგრძნობდი, გარდა ბრაზისა, და საკუთარი თავის სიძულვილისა!

-მასთან ერთად ნატალიც!-რაც უფრო მეტს ვიგებდი მით უფრო მიმძიმდა. ლუის გავხედე, რომელიც სავარძლის საზურგეს ძლიერ მოსჭიდებოდა და სიმწრისაგან დადუმებულიყო.

მია, ურეაქციო სახით იდგა და კედელს მისჩერებოდა.

-ზეინ, გესმის რას ამბობ?- ჯერ კიდევ არ ჰქონდა გააზრებული ზეინის სიტყვები.

წამით ვიფიქრე, რომ სიბრაზისა და სიმწრის გამო იქაურობას დავანგრევდი.

ბრაზი მახრჩობდა. მძულდა იმაზე ფიქრიც კი, რომ შეიძლებოდა მას რამეს დაშავებოდა. ჩემს წინ, ახლა ის ნაბიჭვარი, რომ მდგარიყო ფერფლად ვაქცევდი.

ჩემი ფიქრების მიღმა, ზეინის და დანარჩენების ხმამაღალი ლაპარაკი და მიას ტირილი ჩამესმოდა. ენისამოუღებლად შემოვბრუნდი და გაუაზრებლად დავეშვი კიბეებზე.

ყველაფერი! ყველაფერი რაც ახლა ხდება ჩემი ბრალია. მე გავუშვი ის! უფლება მივეცი წასულიყო! მე ვაფიქრებინე მას ის, რომ მეკიდა! მაგრამ ჯანდაბა... ეს ასე არაა!

უხეშად მოვაჯახუნე მანქანის კარი და გავაკეთე ის რაც დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა.

ტელეფონზე კარგად ნაცნობი ნომერი ავკრიფე და დავრეკე!

მოთმინებიდან გამოვდიოდი, რადგან მობილურს არავინ არ პასუხომდა, არც შეტყობინებას მწერდა!

ჯანდაბა ჯანდაბა ჯანდაბა!

საკუთარი თავის დადანაშაულება ნამდვილად არ მჩვევია, მაგრამ ახლა ჩემი ბრალია!

რაც არ უნდა ეგოისტურად ჟღერდეს, მეშინია, რომ მისი დაკარგვა უარესს გამხდის ვიდრე ახლა ვარ. მისი დაკარგვა არ შემიძლია.

𝑬𝑳𝑬𝑽𝑬𝑵 𝑫𝑹𝑬𝑨𝑴𝑺Where stories live. Discover now